#61908395 · 14 Feb 2025, 09:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (forumi.eu.org @ 14 Feb 2025, 08:13 ) | რამდენი მოვლენაც არსებობს იმდენი ღმერთია |
ვიო, მგონი მასე ძალიან რთულდება საქმე. განვიხილოთ წვიმის და წვიმის ღმერთის მაგალითზე. მოდი განვსაზღვროთ საიდან სადამეა წვიმის ღმერთის ძალაუფლების არეალი. დასაწყისისთვის უხეშად ჩავთვალოთ, რომ ღრუბელში წვეთის გაჩენა არის წვიმის ღმერთის საქმე, მერე უკვე ერთვება სიმაღლიდან ვარდნის (სიმძიმის ძალის) ღმერთი, მოდის ეს წვეთი და გზადაგზა ქარის ღმერთი და ჰაერის წინაღობის ღმერთებიც მოქმედებენ მასზე და აქეთ-იქით მიაპროწიალებენ და აპატარავებენ. ყინვის ღმერთი თუ შეხვდა, ფიფქადაც აქცევს ამ საწყალ წვეთს. ფოთლის დახვედრის ღმერთს თუ ბედმა გაუღიმა, ეგეც გაერევა მარაქაში და ფოთოლზე დაეცემა ეს წვეთი იქნება თუ ფიფქი. თუ წვეთად ჩამოაღწია ამ ფოთლამდე, დაცემისას უკვე შენ ერთვები საქმეში და წკაპუნის ხმას გამოსცემს, ხო? მოდი ეხლა დასაწყისს დავუბრუნდეთ: ღრუბელში წვეთის გაჩენაც თავის მხრივ შეიძლება სხვადასხვა მოვლენებად დავყოთ და რაღა რჩება ამ საწყალ წვიმის ღმერთს?
--------------------
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან შორს, ცისკიდურზე ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ - ჰოი, რარიგად მევიწროვა მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე
|