#61839440 · 11 Jan 2025, 09:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალური ფსიქოლოგიიდან: ყოფითი, თითქოს გასაგები ტერმინი, ის აღნიშნავს მდგომარეობას, რომელსაც ლოგიკური მიზეზი არ გააჩნია. ბიოქიმიურად - ენდორფინ სეროტონინების გარკვეული პროპორციები და ბედნიერი ხარ! მენტალურად - საკმარისია რეალურად რეფლექსია და გონება ჩაირთოს, რომ ბედნიერება ბურუსივით გაიფანტება. შეურაცხად ბედნიერს ვერ განკურნავ, ან თუ განკურნავ ის ეგრევე კომბოსტოდ გადაიქცევა ... რატომ?!- იმიტომ, რომ შეურაცხადობა მისთვის არის სამყაროს აღქმის ერთადერთი ფორმა და საშუალება! ***...ბედნიერებისაგან განსხვავებით, არსებობს უბედურების ლოგიკის მიღმა აღქმის მხოლოდ კერძო სახეობა, ესეც ასევე ენდორფინ/სეროტონინების თანაფარდობიდან გამომდინარე, როცა უბედურების ობიექტური მიზეზი არ არსებობს და როცა ვთქვათ გაქვს იმის დანაკარგის შეგრძნება რაც არ არსებოიბს და არც არასოდეს არ უარსებია, როცა მაგ.: უბედური ხარ ან ხარ და თანაც აღყშფოთებული იმიტომ, რომ "ოდითგანვე შინ-ევროპეს" გართმევენ!
P.S. თუმცა, ჯანმრთელობისთვის უმიზეზო ბედნიერება ბევრად სჯობია უმიზეზო უბედურებას ... რადგანაც ყველა ნიცშე ხომ ვერ იქნება, რომ ტურინის ცხენი გუკლში ჩაიკრას და ატირდეს?! (თვითმხილველთა გადმოცემით კი, ამ ინციდენტის მერე, ნიცშეს კაციშვილისთვის ხმა აღარ გაუცია, რადგან მან ამ ტირილით გამოიტირა სამყარო და დადუმდა - ნიცშე ხომ ნამდვილი ევროპელი იყო და თანაც ზარატუსტრა.)
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|