- ადრეც დავწერე და "სუსტი" სქესის აემ წარმომადგენლებმა ხშირად თავადაც არ უწყიან რა იდუმალი ხიბლის მატარებლები არიან და ზუსტად მაგაშია მათი მაგიური მიზიდულობის სიძლიერე და არსი.
...ისინი არასოდეს ეძებენ მსხვერპლს, მსხვერპლი თავად მიდის მათთან და თავად ქსოვს ალერსისა და სიყვარულის იმ ბადეს, რომელშიც ბოლოს თავად ებმება. მარსელ პრუსტს აქვს თავის "დაკაგული დროის ძიებაში" ასეთი ქალის მსხვერპლი პერსონაჟი - როცა მას მუდამ ენატრება ზღვა, სინამდვილეში კი ეტრფის ზღვისფერთვალება ქალს!
***
P.S. ეს ერთ-ერთი იმ ფენომენთაგანია, რომელსაც ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მარტივ მამრავლებად ვერ დაშლი! სინამდვილეში ხომ ყველაფერი ჩვენგან, მსხვერპლიდან იწყება. ცოცხალ სამყაროში მზოლოდ ჩვენ, ადამიანები ვაგებთ იმ ბროლის კოშკებს, რომლებსაც ადრე თუ გვიან, აუცილებლად თავისი მშვენიერი და მომნუსხველი ბინადარი გამოუჩნდება. ძაან ოხერი რამეა რომანტიული ესთეთკით გადაცმული ჰორმონები და ფერომონები - ზოგჯერ ერთობ ტრაგიკომიკურიც! მაგ., როცა ქალის ხიბლით შეპყრობილი კაცი, რუდუნებით და მოწიწებით, კიბესთან ყვავილებით ხელში ელოდება როდის გაიღება კარი და გამოჩნდება მისი საოცნებო ქალი . ვარდისფერი ფერიაც გამოჩნდება, ოღონდ სარეცხის ტაშტით ხელში და კიბეზე დაშვებისას კაცს არც შეხედავს ისე მიაძახებს... დილაუთენია კიდე მოხვედი შე გამო@ლევებულო, ბოდიში ყავას რო ვერ გთავაზობ, წამო თუ გინდა სარეცხის გავლებაში მომეხმარეო!
☝ეპილოგი: სახლში დაბრუნებული, იმედგაცრუებული ნოდღლარა, დედიკოს დუნდულებით გამთბარ უნიტაზზე დგება და თავს იხრჩობს.

(ფსიქოლოგებო, თემა - "დღეს სამსახურში", შემთხვევით ვინმეს ხომ არ შეგხვედრიათ ეგეთი ქალი?!
This post has been edited by Stalker2005 on 11 Jun 2026, 08:41
მიმაგრებული სურათი