მოკლედ 5 წლიანი პაუზის მერე მოვახერხე ჩასვლა. დავბრუნდი უკვე.
1.ქუჩის ძაღლების პრობლემა არის უსერიოზულესი და თვითონ ხალხის ბრალია, აყავთ და აგდებენ მერე. ამდენი ძაღლი არასოდეს მახსოვს.
2.კონტრასტების ქვეყანაა. არის ხალხი რომელიც ძალიან კარგად ცხოვრობს და არის ხალხი რომელსაც ძალიან უჭირს და არ იცის რა მოიფიქროს რომ როგორმე შემოსავალი ქონდეს და ძალიან შემეცოდა ბევრი.
3.ხელფასის და ხარჯის შედარება არის სრული სიგიჟე. მაგალითად მეტროში ვნახე განცხადება კარფურში როგორ ეძებენ კადრებს და უხდიან 900-1350 ლარს. მე დღეს ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეგ ხელფასი მანდ ვინმეს ეყოს.
4.საშინელი არჩევანი გაქვთ კვებაში და ამის გააზრებაც არ გაქვთ. ჩვეულებრივი სუპერმარკეტები ყიდიან ძალიან ცუდ პროდუქციას.
5.ქუჩაში ბევრგან ვნახე იყიდება ხორცი, რძის პროდუქტები და ა.შ. ყოველგვარი დაცვის გარეშე ანუ არც მაცივარი, არც არაფერი. კარდონზე ეყარა ხორცი და ვიღაცა კლიენტი ქალი ხელს კიდებდა. ეს მარტო იმისთვის არაა საშიში ვინც იყიდის. ის რომ ამისგან ავად გახდეს, მერე გაავრცელებს. ანტისანიტარია გაყიდვის სფეროში. ესე მასიურად იყოს ესეთი გაყიდვები მე არ მახსოვს თორე აქა იქ ყოველთვის იყო.
6.ბანკის ონლიან სერვისები არ მუშაობს კარგად ან კრედიტების გამოა არვიცი, მაგრამ ყოველ ორ ნაბიჯზე არის რომელიღაცა ბანკის ფილიალი არადა ევროპაში ძალიან ცოტა ბანკის ფილიალები გვაქვს. ცოტათი კულტურული შოკი მქონდა იმდენი ბანკის ფილალია.
7.იგივე აფთიაქებზე,მართლა ორ ნაბიჯზეა ყველგან. და თითქმის ყველანაირ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა და თვითმკურნალობა.
8.ხალხი პოლიტიკურად ძალიან დაძაბულია, ნუ ამის მიზეზი გასაგებიცაა.
9.ძალიან ლამაზი ახალგაზრდა თაობა. უფრო გალამაზებული მეჩვენა ყველა.
10.რაღაც სფეროებში მონოპოლია აქვთ ვიღაცებს და ხალხს ყვლეფენ ტოტალურად.
ვიცოდი რომ გაინტერესებდათ

დავბრუნდი დოიჩლანდში
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123