„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სირიაში პოლიტიკური რეალობის ცვლილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სირიაში მოქმედმა ხელისუფლებამ ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ანულირების პროცესი დაიწყოს. რაც ჩვენთვის პრინციპული საკითხია.
დღეს, როცა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკვე სირიაში ჩადიან და ურთიერთობების აღდგენა დაიწყო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკან იქნეს წაღებული სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტული მთავრობების აღიარება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით სწრაფ რეჟიმში უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა დიპლომატიური ურთიერთობებით მოხდეს ამ საკითხის გადაჭრა.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა ძალიან გაგვიფუჭა ურთიერთობები პარტნიორებთან, რომლებიც უნდა იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში. ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგას ეს ნაბიჯები და დაიწყოს მოლაპარაკებები სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების ანულირებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დროულად დაიწყონ ეს პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სირიის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღება“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.
* * *
ქოცრეჟიმი ამის გამკეთებელი არაა
იქნებ კლექალა გუგუტა პრეზიდენტი მოხოდონ ოპოებმა?
ერთი ვიზიტია მხოლოდ საჭირო დამასკოში
ჩერეზ თურქეთის დახმარებით და შუამდგომლობით