... "ხალიბები (Chalups, Chalybos, Chalybes) - ძველი კოლხური ტომი, რომელმაც მსოფლიოს ხალხებს ასწავლა რკინის მოპოვება-დამუშავება და თვით ბერძნულ ენას ასესხა ფოლადის სახელი "ხალიბს", "ხალიფს", "ხალიბოს" (ესქ. სოფ.) ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში რკინა მთელ ხმელთაშუა ზღვის მხარეში გაბატონდა. ეს საკაცობრიო განძი კი უდავოდ კოლხური ტომის - ხალიბების მაღაროებში იღებს სათავეს, რაზეც მეტყველებს მთელი ანტიკა, მათ შორის "არგონავტიკა" (1, 1323; 2, 375, 1001-1008, 1322; 4, 1475).. მეცნიერული მონაცემების ღრმა ცოდნას ეყრდნობა აკაკი ურუშაძის განმარტება: "ხალიბები - მეტალურგიის სახელგანთქმული ქართველი ტომი." (არგ. 1975, 241) და პროფესორ თინა ყაუხჩიშვილის დამაჯერებელი ნარკვევი "ჰეროდოტეს ცნობები საქართველოზე", 33-34, 112.
...ამ თემაზე არსებობს ქართული თუ უცხოური წარმოშობის ზღვა მასალა, როომელიც ფორუმის თემის ფორმატში ვერ განიხილება და რომელიც მოწმობს მხოლოდ ერთს, რომ ზუსტად კავკასია იყო ფოლადის სტიქიის უცილობელი სამშობლო, რომელმაც შემდგომში მსოფლიო ტექნოლოგიებს აჩუქა მთავარი საბძოლო და ინსტრუმენტალური მასალა - ფოლადი!
***
იბერიელთა სოფელი.. მაღალ-მაღალი ცხენები
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.
პირველყოფილი სამჭედლო, გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
ქურაში ცეცხლის ენები, წითელი აბრეშუმები,
კედლებზე ახალთახალი თხუთმეტწყრთიანი შუბები,
უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,
დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა.
//ლადო ასათიანი//
- ანდაც, ბრძოლის ველზე, ერთი დალანდვა მეფეთ-მეფე გორგასალისა თვისი კაჟისმკვნეტელ ხალიბურით და მაშინათვე ყიზილბაშთა წიოკი და კივილი არემარეს იკლებდა - დურ აზ გორგასარ (ერიდეთ მგლისთავას)!
(მულწიკულწიურულებთან ბოდიში)
--------------------------------------------------------------------------
- დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, არსებობს მდიდარი ხელმისაწვდომი ლიტერატურა, თუ ვინმე საინტერესოს დაამატებთ აქ, მხოლოდ მადლობელი დაგრჩებით. მოგითხრობთ უბრალოდ ჩემს გამოცდილებას ბასრი იარაღის სტიქიასთან მიმართებაში, რაც დღემდე ჩემ მთავარ ჰობად შემომრჩა.
ზოგადად, "მჭედელი-მეიარაღე" უძველესი და ერთობ საინტერესო საქმიანობაა, რამეთუ რამოდენიმე სტიქიასთან გიწევს ერთობლივი შეხება - რკინა(ფოლადი), ცეცხლი, წყალი და ჰაიერი. მისტიკაზე თავს ნამდვილად არ დავდებ, თუმცა ცივი იარაღის კეთების - მისი ჭედვის, ფორმირების, წრთობის და შემდგომი თერმული დამუშავების პროცესში, მჭედლის, ოსტატის აურა აუცილებლად აღიბეჭდება ცივი იარაღის იერსახეზე, მის სისალეზე, სიბასრეზე და მექანიკაზე. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ფოლადისა და ცეცხლის სტიქიასტან ურთიერთობაც უკუაღიბეჭდება ოსტატის, მკეთებლის სულიერ მდგომარეობაზეც. მაგ. როცა ჩემში ნეგატივი აკუმულირდება ისე, რომ მძაბავს ...ვიწყებ ჩემს მწირ სახელოსნოში დანების ლესვას, ან თუ მუზამ შემიწყო ხელი, რაიმე ახალი სიბასრის კეთებას...საბოლაოდ, დანა კი გამოდის აგრესიული, ბასრი და ზამბეზური, ხოლო სული კი თავისუფლდება ნეგატიური გრუზისგან!
ადრე დავდე თემა, სადაც ბულატის ისტორიაზე და ტექნოლოგიაზე იყო მოყვანილი ფრაგმენტები და ზოგიერთ ჩემ ნაკეთობათა ფოტოც;
ბულატი, გორდა, დავით-ფერული, ბაწარაული....!- ამჯერად გაგაცნობთ ჩემს ახალ ნაკეთობას -"ცელქ ტანტოს"!
- ცელქს რატომ იცით?! - ტანტო ძაან მკვირცხლია და ისე შეუძლია მტრის კისერზე გაცინება, რომ სანამ მტერი აზრზე მოვა, მისი მიწაზე დავარდნილი თავი ქვევიდან მოასწრებს დალანდოს, რომ მის მხრებს თავი უკვე აღარ აბია!

ფოლადის მასალა, ფხვნილოვანი სუპერფოლადი - S390, Bohler-Uddeholm
სიმტკიცე - 67 HRC, როკველის შკალით.შემადგენლობა:
ნახშირბადი C - — 1.64%
მოლიბდენი Mo — 2.0%
ვანადიუმი V — 4.8%
კობალტი Co — 8.0%
ვოლფრამი W — 10.4%
მარგანეცი Mn — 0.3%
სილიციუმი Si — 0.6%
ვინც ერკვევა, მიხვდება რა "ხილთანაც" გვაქვს შეხება, ვინც არ იცის და დააინტერესებს, შეძლებისდაგვარად ვუპასუხებ.

***
P.S. ცნობისთვის - არ ვყიდი ნაკეთობებს, ძაან ახლობლებს ვჩუქნი და სულის ჭიას ვიხარებ.
ერთობ აღსანიშნავია, რომ ჩვენმა საამაყო ქარველმა დიდოსტატმა მჭედელმა, ზაქრო ნინიკაშვილმა, აღადგინა როგორც ელიზარშვილების ბულატის ხარშვის, ასევე შავი ზღვის მაგნეტიტისგან ხალიბური ფოლადის გამოდნობის უძველესი ტექნოლოგია - აფერუმ ქართველ დიდოსტატს!
* * *
აესეც ტანტოა ჩემი გალერიიდან, ოღონდ სახელად - "ჯიგარფატრული"!

მასალა - საბჭოთა სწრაფმჭრელი ფოლადი Р18, უმძიმესი დასამუშავებელი, თუმცა ნეკნებს კარაქივით ჭრის და არის 100% ფატალური მოქმედების.
ფასი/ხარისხის პარამეტრით დღემდე ფასობს მაღალი კლასის და გამოცდილების ნაიფმეიერებში. შესაბამისი ეფექტის მისაღწევად საჭიროებს რთულ თერმოციკლურ დამუშავებას.
This post has been edited by Stalker2005 on 22 Jan 2025, 19:46
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)