#61867849 · 24 Jan 2025, 10:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქოცური Deep State. ეს ქოც-პოპულარული ტერმინი, რომლითაც ქოცებმა უკვე გაცვეთილი ომის პარტია ჩაანაცვლეს, მათ მიერვე გამოთაყვანებული ბნელი მასის შესაშინებლად გააქტიურეს და ახლა ომის პარტიის მაგივრად მათი მრევლი ამ ამ ტერმინით ბოდავს. ამ ტერმინით კი მოიაზრება ფორმალური ხელისუფლების პარალელური, დახურული და ფარული "ხელისუფლება," რომელიც ჩრდილში დგას და ფორმალურ ხელისუფლებას ჩრდილიდან მართავს, რადგან მათ გააჩნიათ ისეთი ფინანსური თუ ძალოვანი საშუალებები, რაც ბევრად აღემატება ხილულ ხელისულებას და ამიტომაც ეს "ხილული ხელისუფლება" იძულებულია დიპ სთეითს დაემორჩილოს და რაც მას სურს, ის აკეთებინოს. ჩვენს ქვეყანაში თუ დიპ სთეითი მართლაც არსებობს, ის რა თქმა უნდა რუსული სთეითია და ქოცებმა ამერიკასა და ევროპაში კი არა, აქვე, მათ გვერდით - ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ უნდა დაინახონ. მაგრამ, რომც დაინახონ, გული გაუსკდებათ შიშით, რადგან დიპ სთეითი, თუ ის მართლაც არსებობს ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ქოც "ხელისუფლება" მათი მონაა და რა უნდა შეჰბედოს მას? ქოცების გათითუყუშებული დიპ სთეითი მგონი მართლაც არსებობს და არა მგონია, რომ სხვაგან სადმე. გავრილოვი რომ ჩამოათრიეს, დიპ სთეითი ვერ ჩამოეთრეოდა? მგონი მართლაც ასეა - ქვეყანას ბორენკა, ჩიჩილაკა, შალვა -პაპუა კი არა, რუსული დიპ სთეითი მართავს და ეტყობა. ამ უბადრუკებს კი მხოლოდ ნიღბად იყენებს. რასაც ახლა ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, მეტისმეტად რუსული სუნი ასდის - მოსკოვის ყროლი. ბორენკა და ჩამოთვლილები კი მხოლოდ მონები არიან როგორც ჩანს და მათ პუტინისტური დიპ სთეითი მარიონეტებად ათამაშებს. სამწუხაროდ არ არის გამორიცხული, რომ ეს მართლაც ასე იყოს და არც ის არის გამორიცხული, თუ ამ გამოპირუტყვებული ქოც -"ხელისუფებით" და გამოცხოველებული ქოც-მრევლით თუ ვერ გადაგვტეხეს, აქვე, რამოდენიმე კილომეტრში მდგარ რუსულ ბაზებს დაუსტვინონ და ტანკებით შემოგრიალდნენ. იზორიას და პლასტიკური ბარათების ოსტატ ჯუანშერის განადგურებული ჩვენი სამხედრო ძალები რას შეძლებენ? ნეტავ არ იყოს ასე!
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|