
ყველაზე დედააფეთქებული გრძნობა. არ შველის აბსოლიტურად არაფერი. მეტნაკლები სიმძაფრით ყველა ადამიანს ემართება. მისი სიმწვავის ხარისხი არანაირად არაა დამოკიდებული პიროვნების სულიერ, ემოციურ, ფსიქოლოგიურ, ფინანსურ, ეკონომიკურ მდგრადობაზე. ერთადერთი გამოსავალია დაბრუნდე იქ რაც გენატრება. ემიგრანტებისთვის ორმაგად მძიმეა. სამშობლო ენატრებათ. მაგრამ დაბრუნების შემთხვევაში, ვარდებიან ამ გრძნობის მეორე ფაზაში. ის სამშობლო უკვე ის აღარაა, იმ ფილმის თამროსი არ იყვეს, რაც მათ დატოვეს და რაც მათ ენატრებათ. ამიტომ საზოგადოების ამ ჯგუფში ხშირია მძიმე ფსიქო-ემოციური გართულებები. ასევე ფიზიკურიც. ბევრს ეს ვერ გადააქვს და იღუპება, ან ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში.