გამიხდა ერთი შატუნი შესაცვლელი. რადგანაც მანქანა არის ძველი (2004 წლიანი შევროლე 1,8), ახალ ნაწილებში ვინკოდის მიხედვით ვერსად მივაგენი ამ კონკრეტულ შატუნს.
ახლა კითხვა: შატუნს აწერია ზედ ციფრები, სავარაუდოდ ზომის და წონის აღმნიშვნელი, მაგრამ არ ვიცი რა რომელია. შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ რომელი რიცხვი რას ნიშნავს?
ვიცი რომ ძველი ვექტრა ბ-ს 1,8 შატუნი მიდის, მაგრამ მანდაც სხვაობებია ციფრებში.


