#61951700 · 8 Mar 2025, 07:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამერიკული 20-30 წლების განგსტერიზმის მამა ალ კაპონეს (Alfonso Capone; მეტსახელად დადაღული სახე), უამრავი საშინელი დანაშაულები ვერ დაუმტკიცეს და გადასახადების თავიდან აცილების მიზეზით ჩასვეს ციხეში. ჩვენი ქოცი განგსტერები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ. მათი უამრავი დანაშაულის დასაფარად არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლება აქვთ მიტაცებული და რა საძაგლობასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერს მათივე მიტაცებული ხელისუფლება - ძალაუფლების წყალობით იკანონებენ და აკანონებენ. მათი კანონები მათ ყველაფრის უფლებას აძლევს და თუ რაიმე ისეთ დარღვევას აღმოუჩენს ვინმე, რომ ჯერაც უკანონოა, მაშინვე მოიწვევენ "პარლამენტის სხდომას," სადაც ყველანი ამ მაფიოზური ხელისუფლების წევრები არიან და ერთ დღეში მოირგებენ ნებისმიერ კანონს და ყველაფერი კანონიერი ხდება მათთვის. ძარცვის, ქურდობის, ბიუჯეტის მიტაცების კანონები სრულყოფილად დახვეწეს. ასევე სრულყოფილია მათი უკანონო "ბიზნეს-ეკონომიურ-ფინანსური',) გავეშებული ძარცვის სფერო. მათ შექმნეს მათი ამ დანაშაულებრივი სქემების საუკეთესო გამოსავალ-კანონები თეზების (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) და თიზები (თავისუფალი ინდუსტრიული ზონა), სადაც შეუძლიათ ქაფონ ქვეყნის ყველა შემოსავლიანი სფერო - პორტები, რკინიგზა, გაზის და -ნავთობსადენი მატარებელი საშუალებების კონტროლი ისე, რომ 1 ლარიც არ ჩარიცხონ ქვეყნის ბიუჯეტში. მოიპოვებენ ოქროს, სპილენძს - საყდრისის აფეთქებით და ქვეყნის მწვანე საფარის გადახრიოკების ხარჯზე. შექმნეს მილიარდსაცავი ("მუთაქა-ოფშორი"), სადაც მათი და მათი უცხოელი, მეტწილად რუსი თანაამფსონი მაფიოზების ფულსაცავი მოიწყვეს და მილიარდებს ასაწყობებენ როგორც კომბლე კომბლებს ჭერზე. აი შენ, - ჰო, პირადად შენ, თუ სამას ლარზე მეტი ღირებულების ჩექმა ან კომბალი გამოიწერე "ამაზონიდან" ან "თემუდან," მაშინვე გადასახადთა წნეხში (ტისკში) მოგაქცევენ და გაგწურავენ. იქნებ ციხეშიც კი გიკრან თავი ალ კაპონესავით, მაგრამ თვითონ მილიარდები ისე შემოაქვთ, რომ 50 თეთრიც არ შეაქვთ ბიუჯეტში. ასეთი "ქართული ჯოჯოხეთი თუ კოშმარი" მოგვიწყვეს ბორენკამ და ხროვამ. ხალხის ნაწილი არქიფო სეთურის ნახირად თუ ქვეადამიანურ იერარქად "ჩაწიხლეს" და ეს ქვეადამიანები მათი მამა მარჩენალის დასტვენაზე გადაგჯეგავს თუ მარჩენალის არამოსაწონ რაიმეს ჩაიბურდღუნებ. არის კიდევ ერთი იერარქია, რომელიც ფულის შოვნის წყურვილით მორცხვად ქვეადამიანობს და თავის კინკრიხოს ზოგჯერ ქვეადამიანურიდან ამოწევს და პრივატულ საუბრებში თავს "ამათ" მოწინააღმდეგე "ინდივიდუალობად" ცდილობს თავი მოგაჩვენოს. ეს იერარქია საკმაოდ ეშმაკია. თუ მოხდა ისე, რომ არსებული ხელისუფლება ოდესმე ჩამოიშალა, მაშინ იხუილებს ხულიოსავით: ჩვენ ამ ხელისუფლებას გვირაბიდან ვესროდით ფოიერვერკებს და ახლა უნდა გავლაღდეთ ჩაგრულებიო.. ვინც მართლა წინააღმდეგია და ცხადად და ცხადში ებრძვის ამ ჯოჯოხეთს, მათთვისაც ეს ქვადამიანური "ხელისუფლება" მყისვე, საწრაფოდ და ცქაფად გამოაცხობს "კანონებს" - ამას ჯარიმა, იმას ციხე, ვიღაცას სიკვდილი, სხვებს ჩამოხრჩობა. სარწმუნოება ურწმუნოების "ქუაბ ავაზაკთად" გადააქციეს, ჩააჯიპ-ჩაამილიონერეს და ახლა ახალი რელიგიაც შემოგვთავაზეს - თუ ჩვენს ქორ-ძერა ეპისკოპოსებთან არ გინდათ ლოცვა, მექა-მედინა მოილოცეთ, ან თემურ ლენგის თუ ირანელი აიათოლების თუ პრეზიდენტების საფლავეზე ილოცეთო. - გეი ევროპა დაივიწყეთ თქვე შეჩვენებულებო, კირილი და ზემოთ ჩამოთვლილები არიან ჩვენი საუკუნო ოცნება. ევროპაში კი ჩამოსახრჩობი სულხან საბა დაიარებოდა, იმიტომ რომ კათოლიკე იყო. მისდა იღბლად გაგვასწრო და გაგვისხლტა კათოლიკური გილიოტინიდანო! გიხაროდენ, შემოხაზეთ - 41!
This post has been edited by dylan on 8 Mar 2025, 07:25
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|