Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფლებაზე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
წერილები: 12205
წევრი No.: 10606
რეგისტრ.: 4-June 05
#61897293
· 7 Feb 2025, 23:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ ჩვენ დაპირებებს, იდეებს თუ პოლიტიკურ მიზნებს ყურადღებით დააკვირდებით, მათ ყველაფერს აერთიანებს საერთო პრინციპები. ეს პრინციპები ჩვენ არ მოგვიგონია, და ბევრი სხვადასხვა ფორმით შეგიძლიათ იხილოთ უამრავ სხვადასხვა მოაზროვნეს ნაშრომში. შედარებით კომპაქტურად და ჩვენებურად ისინი ჩვენ კონსტიტუციაში წერია.
მთლად რომ გავამარტივოთ, ყველაფერი შეიძლება დავიდეს ადამიანისთვის მეტი თავისუფლების მოპოვებამდე, რადგან თვით თავისუფლებაა ჩვენთვის გამორჩეული ღირებულება. ეროვნული ბანკის და აქციზების გაუქმება, თუ იარაღის ტარების ლეგალიზაცია, თუ რაიმე სხვა იდეა შემთხვევით არ ჩნდება ჩვენ თავში "მოდი კიდევ რაიმე ასეთი მოვიგონოთ". თუ ამ ღირებულებებს იზიარებ და ლოგიკის წესებს პატივს ცემ, სხვა პასუხები უბრალოდ არ გამოდის (იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, არამედ ჩვენამდე დიდი ხანია, რაც ეს ყველაფერი მოგონილია და ყველა ამ იდეამ უამრავი დებატი თუ კრიტიკული დისკუსია გაიარა).
მაგალითად, თუ გჯერა, რომ ადამიანი საკუთარი სხეულის პატრონია, მაშინ შეუძლებელია არ გესმოდეს ის, რომ მას აქვს იარაღის ტარების უფლება, რომ დაუშვებელია ის დაიჭირო, მაგალითად, ნებისმიერი ნივთიერების ფლობისათვის ან გამოყენებისათვის (თუნდაც ეს ნივთიერება ვინმეს არასასურველად მოეჩვენოს), დაუშვებელია აუკრძალო მას გამოიყენოს ის ფული, რომელიც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და ა.შ.
ამასთან, როცა ადამიანს არ ესმის, თუ საიდან მოდის იდეა, მას ჰგონია, რომ "საპენსიო ფონდის გაუქმებას" იმიტომ ვითხოვთ, ან გადასახადების გაუქმება იმიტომ არის კარგი, რომ ამით რაღაც ვირტუალური სარგებელი იმატებს. არადა გადაწყვეტილების სარგებლიანობა სრულიად მეორეხარისხოვანი საკითხია.
თავისუფალი საზოგადოება მხოლოდ თავისუფლებას პირდება და არა ყველასთვის მოსაწონ შედეგს. ადამიანს აქვს და უნდა ჰქონდეს პროფესიის არჩევის თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის იმ პროფესიას აირჩევს, რომელიც მას ან ვინმეს მოეწონება. ადამიანს აქვს თავისუფლება გააკეთოს ის ინვესტიცია, რომელიც სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ დაკარგავს ფულს. ადამიანს აქვს უფლება ოჯახი მასთან შექმნას, ვისთანაც გაუხარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ახლობლები ან თუნდაც თვითონ ის მოგვიანებით ამით ბედნიერები იქნება.
"ბაზარი" არაფერს დაარეგულირებს (ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, როგორც წესი, არ იცის, თუ რა არის საბაზრო ეკონომიკა). საბაზრო ეკონომიკა მხოლოდ გაძლევთ შესაძლებლობას და არ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ ამ შესაძლებლობას საუკეთესო გამოყენებას უპოვით.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება თავისუფალ არჩევანზე უკეთესი არჩევანი მოიძებნოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამიტომ თავისუფლება უნდა იზღუდებოდეს. შეიძლება, ციხეში უკეთესი საჭმელი და "დაბალი კომუნალური გადასახადები" იყოს, მაგრამ ამის გამო ციხე თავისუფლებაზე უკეთესი ვერ გახდება. შეიძლება რომელიმე თქვენგანისთვის უკეთესი სამსახური მეპოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე უფლება მაქვს გაიძულოთ იმუშაოთ იქ, სადაც მე მინდა.
საბოლოო ჯამში, ამ ღირებულებებზე გადის განსხვავება ადამიანებს შორის (რომც ისინი ამას ვერ აცნობიერებდნენ). ადამიანთა ერთი ნაწილი არ აღიარებს საკუთარ და სხვის თავისუფლებას, არ მიიჩნევს, რომ ის რაიმე განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს. მას ურჩევნია მონა იყოს, მაგრამ ახალი მანქანით მოძრაობდეს, ზოგი კი არანაირ ფასად არ დათმობს თავისუფლებას.
მონობისადმი მიდრეკილებას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - უცოდინრობა, შური, შიში, სიძულვილი და ა.შ. ამიტომ თვით ეს მონური მსოფლმხედველობა განსხვავებულად მჟღავნდება. მაგალითად, შურით უმეტესწილად არის განპირობებული "მდიდრების დაბეგვრის" იდეა, შიშით "იარაღის აკრძალვის მოთხოვნა", სიძულვილით - "სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა" და ა.შ.
ხოლო, ამ მონობისადმი მიდრეკილების დასამალად ჭკვიანმა მონებმა მოიგონეს მარტივი ხრიკი: "წარმოიდგინე რაიმე თავისუფალი საზოგადოება, შემდეგ წარმოიდგინე, რომ თავისუფალი ადამიანები დაუშვებენ დიდ შეცდომას და რაღაც ძალიან ცუდი შედეგი დადგება, მთელი ყურადღება ამ ჰიპოთეტურ ცუდ შედეგზე გააკეთე, შეაშინე გულუბრყვილო ადამიანი იმით, რომ ეს არის "თავისუფლების შედეგი" და ერთად დარჩით მონობაში".
ყოველთვის შეიძლება, რომ ეროვნული ბანკის გაუქმების მიუხედავად, ეკონომიკაში მოხდეს კრიზისი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გაუქმების მიუხედავად ჯანდაცვის სერვისი არ იყოს ისეთი, როგორიც გვინდა და ა.შ. თავისუფალ ეკონომიკაში ყოველთვის არის შანსი, რომ რაღაც არ იქნება ისე, როგორც გვსურს, რადგან თავისუფლება მათ შორის შეცდომის დაშვების თავისუფლებასაც გულისხმობს. ეს არის თავისუფლების დამახასიათებელი თვისება, მისი ბუნება და თუ ამის მიღება არ გინდა, ალტერნატივად ყოველთვის გექნება მონობა, ასეთი ან ისეთი.
ხოლო ის, რომ პრაქტიკაში შედარებით თავისუფალი საზოგადოებები, როგორც წესი, ბევრად უფრო წარმატებული და მდიდარი საზოგადოებები არიან, ეს მხოლოდ თავისუფლების სასიამოვნო ბონუსია და არა მთავარი ღირსება.
This post has been edited by
Dface
on 7 Feb 2025, 23:04
--------------------
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
წერილები: 24720
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07
#61897298
· 7 Feb 2025, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dface
კაი აჯაფსანდალია ძმა
ამას ერთი კაი 55 გრადუსიანი ჭაჭა მოუხდებოდა და ჭუკჭუკი დაბალ ხმაზე <3
This post has been edited by
iverski
on 7 Feb 2025, 23:09
--------------------
კოხტაია, ხმალი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3959
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18
#61897304
· 7 Feb 2025, 23:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(iverski @ 7 Feb 2025, 23:08 )
Dface
კაი აჯაფსანდალია ძმა
ამას ერთი კაი 55 გრადუსიანი ჭაჭა მოუხდებოდა და ჭუკჭუკი დაბალ ხმაზე <3
მჭადი დააკელი ასემგონია!
--------------------
ძველმოდუროლოგი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
წერილები: 12205
წევრი No.: 10606
რეგისტრ.: 4-June 05
#61897307
· 7 Feb 2025, 23:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
iverski
QUOTE
კაი აჯაფსანდალია ძმა
დამცინე არაა პრობლემა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hermyon
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Hermyon
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17455
წევრი No.: 134590
რეგისტრ.: 8-August 11
#61897309
· 7 Feb 2025, 23:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
"ბაზარი" არაფერს დაარეგულირებს
ამაზე გამახსენდა ერთხელ გირჩელები ბჭობდნენ როგორ უნდა შეწყვეტილიყო აქციები
და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ გზა უნდა იყოს კერძო და გზის იმ კონკრეტული მონაკვეთის მფლობელი გადაწყვეტს იქ უნდა ხალხის აქცია თუ არა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
წერილები: 24720
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07
#61897402
· 7 Feb 2025, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dface @ 7 Feb 2025, 23:14 )
iverski
QUOTE
კაი აჯაფსანდალია ძმა
დამცინე არაა პრობლემა
ბოდიში თუ უხეშად გამომივიდა, დაცინვა არც მიფიქრია
პს. პაწა ბუხიო ვარ
Oqrialeli
პრასი არ გინდა, პრასი გვაქ
This post has been edited by
iverski
on 7 Feb 2025, 23:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dididigomo
Super Member
ჯგუფი: Registered
dididigomo
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 274864
რეგისტრ.: 8-December 24
#61897426
· 8 Feb 2025, 00:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Hermyon @ 7 Feb 2025, 23:14 )
QUOTE
"ბაზარი" არაფერს დაარეგულირებს
ამაზე გამახსენდა ერთხელ გირჩელები ბჭობდნენ როგორ უნდა შეწყვეტილიყო აქციები
და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ გზა უნდა იყოს კერძო და გზის იმ კონკრეტული მონაკვეთის მფლობელი გადაწყვეტს იქ უნდა ხალხის აქცია თუ არა
მიაქირავებს ტერიტორიას სააქციოდ თუ საკმარის თანხას გადაიხდიან. რა არის ამში ცუდი? სხვა საკითხია რომ ხალიავას არიან შეჩვეულები პოლიტიკოსები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
წერილები: 24720
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07
#61897439
· 8 Feb 2025, 00:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მომწონს ადამიანის აზროვნება რომ უყვარს, თუნდაც არ ვეთანხმებოდე და მცდარად ვთვლიდე
აი ვეძებ რაიმე ისეთი ვიპოვნო, ტომელსაც დავეთანხმებოდი და გავიზიარებდი და ვერა რა
მოდი აქედან დავიწყოთ:
QUOTE
მაგალითად, თუ გჯერა, რომ ადამიანი საკუთარი სხეულის პატრონია, მაშინ შეუძლებელია არ გესმოდეს ის, რომ მას აქვს იარაღის ტარების უფლება, რომ დაუშვებელია ის დაიჭირო, მაგალითად, ნებისმიერი ნივთიერების ფლობისათვის ან გამოყენებისათვის (თუნდაც ეს ნივთიერება ვინმეს არასასურველად მოეჩვენოს), დაუშვებელია აუკრძალო მას გამოიყენოს ის ფული, რომელიც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და ა.შ.
ნუ სრული აბსურდია, ქაოსის, დანაშაულის, ანარქიის დიდებული ნიადაგია. ქვეყანას აქცევ გეტოდ და თავისუფლება ძალმომრეობის მიზე თითის გაკვრით წამიერად ჩაირეცხება
თავის დროზე საკუთარი სხეულის პატრონებს ღვედის გაკეთებაც კი არ სურდათ ავტომანქანაზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AHURAMAZDA
Crazy Member
ჯგუფი: Members
AHURAMAZDA
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2303
წევრი No.: 230848
რეგისტრ.: 7-April 17
#61897453
· 8 Feb 2025, 00:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dface
QUOTE
მაგალითად, თუ გჯერა, რომ ადამიანი საკუთარი სხეულის პატრონია, მაშინ შეუძლებელია არ გესმოდეს ის, რომ მას აქვს იარაღის ტარების უფლება
ასევე თვითმკვლელობის ,
ასევე ავტოღვედის , პირ-ცხვირბადის არ ტარების ,
ნარკოტიკის ალკოჰოლის შეუზღუდავი მოხმარების,
შიშველი სიარულის
ნუ , აცრებზე უარის თქმის - ეს ისედაც იასნია
--------------------
პმ-ში რეალიზებულო რუსეთუმე ქოცებო , ალტყლინფოებო და პოსტვებო - აქედან მოვეფერები თქვენს დედიკოებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
წერილები: 12205
წევრი No.: 10606
რეგისტრ.: 4-June 05
#61897455
· 8 Feb 2025, 00:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
iverski
QUOTE
ბოდიში თუ უხეშად გამომივიდა, დაცინვა არც მიფიქრია
პს. პაწა ბუხიო ვარ
iverski
ანუ ქართველებს ისტრიულად იარაღი რომ გვქონდა სამოსის ატრიბუტად, ქაოსი და ანარქია სუფევდა? მრავალი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, მაგრამ სავარაუდოდ შიში გაფერხებს, გადამეტებულ და უსაფუძვლო შიშს პროგრესი არ მოაქვს, მიუხედავად იმისა რომ აუცილებელი ელემენტია თვითგადარჩენისათვის.
QUOTE
მომწონს ადამიანის აზროვნება რომ უყვარს, თუნდაც არ ვეთანხმებოდე და მცდარად ვთვლიდე
ვაფასებ მსგავს მიდგომას
* * *
AHURAMAZDA
QUOTE
შიშველი სიარულის
მაგალითად ეს რომ ავიღოთ, რომელი კანონი არეგულირებს თანამედროვე სამყაროში თუ მიხვდები? სწორად მიხვდი, თვითშეგნების და საზოგადოების თვითკონტროლის. დაუწერელი კანონები არსებობს, რომლებმაც ცივილიზაცია დღევანდელ დღემდე მოიყვანა. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. შენი უფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
წერილები: 24720
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07
#61897470
· 8 Feb 2025, 00:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dface @ 8 Feb 2025, 00:27 )
iverski
ანუ ქართველებს ისტრიულად იარაღი რომ გვქონდა სამოსის ატრიბუტად, ქაოსი და ანარქია სუფევდა? მრავალი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, მაგრამ სავარაუდოდ შიში გაფერხებს, გადამეტებულ და უსაფუძვლო შიშს პროგრესი არ მოაქვს, მიუხედავად იმისა რომ აუცილებელი ელემენტია თვითგადარჩენისათვის.
კი
ქაოსიც სუფევდა, ანარქიაც, ძალმომრეობაც, პედოფილიაც, ფეოდალიზმიც, ბატონყმობაც და ა შ
გაითვალისწინე, რომ ისეთი ადამიანი გესაუბრება, რომელსაც კარგა მოზრდილი არსენალი უდევს სახლში
ლეგალურად რა თქმა უნდა
თვითგადარჩენისათვის კი კეთილი ინებეთ და თვითგადასარჩენი კანონები მიიღეთ და დაიცავით
დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურების საქმეა
QUOTE
შენი უფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება.
ჰოოო, უკულე შენ
და არა მარტო
This post has been edited by
iverski
on 8 Feb 2025, 00:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
წერილები: 12205
წევრი No.: 10606
რეგისტრ.: 4-June 05
#61897485
· 8 Feb 2025, 00:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
iverski
QUOTE
ქაოსიც სუფევდა, ანარქიაც, ძალმომრეობაც, პედოფილიაც, ფეოდალიზმიც, ბატონყმობაც და ა შ
ანუ ახლა ეს ყველაფერი არ სუფევს, ასე გავიგე. ბატონი ბიძინი ვინ არის?
QUOTE
გაითვალისწინე, რომ ისეთი ადამიანი გესაუბრება, რომელსაც კარგა მოზრდილი არსენალი უდევს სახლში
მითუმეტეს... ეს ნიშნავს რომ საკუთარი თავის დაცვა სწორად მიგაჩნია, მაგრამ სხვისთვის არ გემეტება. საკუთარი თავს ძირითადად ყველა მაღლა აყენებს, მაგრამ ხალხი უტვინო ბრბოდ მიაჩნია. თანაც სახლში რომ გიდევს და გარეთ არ გაძლევს საშუალებას ბატონი გაიტანო, ბატონყმობა არ არის? სახლში თუ იცავ თავს, გარეთ თავდაცვა არ გჭირდება?
This post has been edited by
Dface
on 8 Feb 2025, 00:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
წერილები: 24720
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07
#61897496
· 8 Feb 2025, 00:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dface @ 8 Feb 2025, 00:41 )
iverski
QUOTE
ქაოსიც სუფევდა, ანარქიაც, ძალმომრეობაც, პედოფილიაც, ფეოდალიზმიც, ბატონყმობაც და ა შ
QUOTE
გაითვალისწინე, რომ ისეთი ადამიანი გესაუბრება, რომელსაც კარგა მოზრდილი არსენალი უდევს სახლში
QUOTE
ანუ ახლა ეს ყველაფერი არ სუფევს, ასე გავიგე. ბატონი ბიძინი ვინ არის?
ნარცისი კრიმინალი სირი, რომელიც ისტორიაში ყორღანაშვილად შევა
QUOTE
მითუმეტეს... ეს ნიშნავს რომ საკუთარი თავის დაცვა სწორად მიგაჩნია, მაგრამ სხვისთვის არ გემეტება. საკუთარი თავს ძირითადად ყველა მაღლა აყენებს, მაგრამ ხალხი უტვინო ბრბოდ მიაჩნია.
არა
იმას ნიშნავს, რომ ნადირობა და მიზანში სროლა მიყვარს
გარდა ამისა ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იარაღის ტარებისა და იარაღის ფლობას შორის სხვაობა არ იცი
This post has been edited by
iverski
on 8 Feb 2025, 00:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ
ჯგუფი: Members
წერილები: 12205
წევრი No.: 10606
რეგისტრ.: 4-June 05
#61897526
· 8 Feb 2025, 00:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
iverski
QUOTE
არა
გასაგებია, ანუ საკუთარი თავის დაცვა სწორად არ მიგაჩნია
ნუ ასე გავიგე, დამაბნევლად მიპასუხე და იარაღი რომლის ძირითადი ფუნქცია გადარჩენის (საკვების მოპოვების) და თავდაცვის საშუალებაა, გასართობ საშუალებად წარმომიჩინე (რომელსაც არ ვუარყოფ რომ აქვს).
QUOTE
გარდა ამისა ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იარაღის ტარებისა და იარაღის ფლობის შორის სხვაობა არ იცი
სხვაობა რომ არ ვიცოდე არც გკითხავდი ბატონის დამორჩილების თაობაზე, მაგრამ შენ როგორც მივხვდი თავდაცვა არ გჭირდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80473
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#61897534
· 8 Feb 2025, 01:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უგრძვნია
--------------------
LV2RG
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0313 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.