myvideo.ge -ზე ბრაუზერიდან ჩვეულებრივი კომპიუტერის კლავიატურით არხების გადასართველი bookmarklet-ის კოდი:
https://pastebin.com/Ep6dGDrYთუ გაქვთ ანდროიდზე მომუშავე TV Box, myvideo.ge-ზე სატელევიზიო არხების საყურებლად უნდა დააყენოთ ბრაუზერი Firefox for Android,
ამ ბრაუზერში ჯერ დააბუქმარქებთ ნებისმიერ საიტს,
შემდეგ ამ შენახულ ბუქმარქს დააედითებთ ისე, რომ საიტის მისამართის ნაცვლად ჩასვამთ bookmarklet-ის კოდს,
აგრეთვე ბუქმარქს შეგიძლიათ სათაურიც შეუცვალოთ სურვილისამებრ, მაგალითად დაარქმევთ myvideoge.
შემდეგ შეხვალთ Firefox for Android ბრაუზერით მისამართზე:
https://tv.myvideo.ge/ (მხოლოდ ამ მისამართზე,
https://www.myvideo.ge/tv/ მისამართზე არ იმუშავებს),
როცა უკვე გახსნილი გექნებათ Firefox-ში myvideo.ge საიტი მისამართზე
https://tv.myvideo.ge/ ბრაუზერის მისამართის ველში დაიწყეთ თქვენი დაედითებული ბუქმარქის სათაურის (ან მისამართის) აკრეფა და ბრაუზერი მისამართის ველის ქვემოთ თვითონ გამოიტანს ბუქმარქის სრულ სათაურს (რა სათაურიც დაარქვით, მაგალითად myvideoge), რომელსაც უნდა დააწვეთ რომ გაააქტიუროთ bookmarklet-ის კოდი.
ამის შემდეგ შეგეძლებათ ჩვეულებრივი კლავიატურიდან არხების გადართვა არხის ნომრის აკრეფით.
თუ დაედითებული ბუქმარქის სათაურის ან მისამართის აკრეფისას ბრაუზერმა ავტომატურად არ გიკარნახათ ბუქმარქის სათაური, შეიძლება გამორთული გქონდეთ ბუქმარქების ავტომატური კარნახი და ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ამ ფუნქციის გააქტიურება ბრაუზერის settings-ში.
* * *
https://pastebin.com/CQqe2Xjwგასწორებული ვერსია (წინა ვერსია სულ ბოლო არხზე არ რთავდა).
ჰო, კიდევ, წინა არხის დასაბრუნებლად უნდა დააწვეთ 0-ს,
დანარჩენი ციფრები 1-დან 9-მდე გამოიყენება არხების ნომრების ასაკრეფად.
კოდი გათვლილია მაქსიმუმ 99 არხზე, იმედია 99-ს არ გადაცდება myvideo.ge-ზე არხების რაოდენობა
This post has been edited by for_against on 13 Dec 2025, 18:59