რა სამარცხვინოა ტიპი
რეპერი რომ მთავრობას აქებს როგორი დანძრეული აქვს ქვეყანას უკვე მანდ სჩანს
ემინემსაც შეადარა თავი კომენტარებში ვიღაცას უპასუხა
ჯო ბაიდენს უმღეროდაო
არადა ტიპმა სიმღერის გამოყენების უფლება აიღო კამპანიისთვის
---------
ამაზე ძაან ვიცინე ლა საკალელია
აი ასეა, იგინებიან, ილანძღებიან, გიყეფენ, დაგცინიან და მერე მაინც ისე ხდება როგორც ვამბობდი. როგორ მარტივად შემიძლია რომ ყველას გიყვარდეთ, მაგრამ არაა საჭირო ყველას უყვარდე, მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი. სიმღერის პასუხად ყოველ მეორე კომენტარში გიწერენ - იმაზე რატომ არ
მღერი ადამიანმა თავი რომ დაიწვა სამინისტროსთანო. ძალიან ცუდად ჩანს ადამიანის ტრაგიკული ქმედების პოლიტიკურად გამოყენება და მაგიტომაც საერთოდ არ გავეკარე მაგ მძიმე თემას, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ისე წერთ ამ თემაზე თითქოს ვიღაცეებს "წაგადგათ" ეს ამბავი. არ მინდა რომ ასე იყოს მაგრამ ასე ჩანს. ტანჯვა, წამებაზე არასდროს გამოგყვებით, როგორც არ უნდა "გეტკინოთ ეს სიმართლე" თქვენც კარგად იცით რომ არავინ არავის არსად არ აწამებს, თუმცა გააჩნია წამება ვისთვის რა არის, ზოგიერთი თქვენგანისთვის ჩემი მუსიკის მოსმენაც წამებაა თუ ამ ლოგიკით შევხედვათ მაშინ კი... რაც შეეხება სოციალურ თემებზე რომ აპელირებენ და ახლა გამომიხტით? ერთი აქცია არ მახსენდება თქვენი სადაც ამ პრობლემების გამო შეიკრიბეთ, მხოლოდ ის მახსოვს რომ ქვეყნის გარუსებას აპროტესტებდით. სისტემაა, სისტემაა, სისტემა, სისტემა სად გაგიგია ბოლომდე რბილი და ბოლომდე ანგელოზი? მე არსად პოლიტიკა პოლიტიკაა ყველაფერს აქვს ნაცრისფერი და ნათელი მხარეები მაგას უნდა ხვდებოდე რომ თავზე ხელს არავინ გადაგისვამს... თქვენ ამას ხვდებით, უბრალოდ არ აჩენთ. არაფერია გინებაზე და ლანძღვაზე ადვილი, გავიდეთ რუსთაველზე და ოლეეეე ოლაააა ვიმღეროთ, ნანუკა რომ დაგვიპოსტავს ბავშვებო ახალი საახალწლო "შუშხუნები" მივიღეთო, მივიდეთ ავაფეთქოთ და თავები "გავისროკოთ", მერე ლიაკა დაგვისტურებს პოლიციასთან რომ დიახ ეს მათ საწინააღმდეგოდ გამოვიყენეთ და შანსიც აღარ დავიტოვოთ სუფთა ჰაერზე ყოფნის, მერე ამაზე ვიწუწუნოთ და ვიშიმშილოთ - კარგი სტრატეგიაა... სასაცილო ის არის რომ რეალურად თქვენ უფრო მითრევთ პოლიტიკაში, ვიდრე მე თავად მაქვს ამის სურვილი. საკულინარიო ჯგუფ რეცეპტორშიც და სპოეტულ გვერდებზეც კი პოლიტიკური ნიშნით მპასუხობთ, რესტორანში კერძში აფურთხებთ და კლინიკაში ექიმს წამალს არ აწერინებთ და გინდა არ გინდა ჩემი მხრიდან ამის პასუხიც პოლიტიკური იქნება!
კიდევ ერთხელ თავისუფლად შევძლებდი იმას რომ ერთ მხარეს კი არა ორივე მხარეს გყვარებოდით, როგორც ამას ბევრი ხელოვანი "ახერხებს", მაგრამ მე "მაგ ადგილის" თამაში არ მიყვარს, რაც ვარ ეს ვარ და სულ რომ 2 თანამოაზრე დამრჩეს სანამ ვხედავ რომ ეს ბევრად სწორია ვიდრე ის ხაზი, რასაც თქვენ მიყვებით - ვიქნები აქ! ის მაინც ვიცი რომ არ შეიძლება სიმართლე თესავდეს ბოროტებას და ბოროტებას და სიძულვილს ვინ თესავს ეგ კარგად ჩანს.
"ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან"...
ლუკა 23, 34.
და თუ მე ვარ ის "გზააცდენილი", დაე მე დავმარცხდე და მე ამეხილოს თვალი!