| #61908390 · 14 Feb 2025, 09:50  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  იდეა ქოცების და ყველას სასარგებლოდ!როგორც ვხედავთ, ახალი ტექნოლოგიები შორს წავიდნენ ჩვენს ეპოქაში და ისე შორს, რომ საშიშ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შესაძლოა ჯერაც ადამიანის მართული ტექნოლოგიები ისეთი ეგოისტები აღმოჩნდნენ, რომ აუჯანყდნენ ადამიანს ისე, ბოიარ ბორენკას რომ აუმხედრდნენ მის მიერ მართული ქოც-მაჟორიტარი დეპუტატები რამოდენიმე წლის წინ.
 მონა-ბატონი ხუნდაძე იყო მგონი მათი "სპარტაკი."
 განრისხდა მონა-ბატონი ხუნდაძე, - როგორ, მაჟორიტარები არ უნდა ვიყოთ პალამენტში?
 დალეწა ხუნდაძემ ბორენკას დადებული ხუნდები და ააჯანყა ქოც-მაჟორიტარები.
 შეშინდა და შედრკა მათი იმპერატორი. მოიწვია მისი მოსკოველი მბრძანებლები და მიიღეს მშვიდობის მფენელი რეზოლუცია სახელწოდებით: "აბა ომი გინდა?"
 მოხსნეს აჯანყებულთ ხუნდები და გაუხსნეს ასპარეზი.
 - აჰა, ნუღარ უწოდებთ თავს მონებს, დაე სხვებმა გიწოდონ! თქვენთვის ღიაა ბიუჯეტის კარები, თქვლიფეთ,  გამოხარით და იყავით სოფლის ქვამარილნი.
 დაჰბერა თავისუფლების სიომ მაჟორიტარეთში.
 ალბათ დიდ ილიას ეს ხუნდ-ბორკილთა მსხვრევის ხმა მისწვდა თავის დროზე.
 ძალიან რომ არ გამიგძელდეს შესავალი, გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე.
 სარდაფთა და ბუნკერთა ვირთხები  ამაღლდნენ ერთი საფეხურით ცხოველთა იერარქიიდან ქვეადამიანურ საფეხურზე! მათ ისწავლეს ბიუჯეტის და ტენდერების გამოყენება მათთვის და მათი ფულისმიერი ძმა-ვირთხებისთვის.
 გადავცეთ ეს ვირთხები  იულონ მასტს და სხვა, ახალ ტექნოლოგიებზე მომუშავე მენცარებს.
 რახან ამ ჩვენს ქოც - მმართველებს ინტელექტის ნატამალი მხოლოდ ქურდობის და ადამიანების ბრუტალურად ლეწვა-წამებისთვისღა ჰყოფნით, იქნებ საექსპერიმენტოდ გამოიყენონ ისინი.
 ოღონდ ისეთი ხელოვნური ინტელექტი ჩაუდგან, რომ ქვეადამიანობიდან ადამიანურამდე ამოიყვანონ, როგორმე ბოლშევიკების დონეზე ოდნავ ზემოთ მაინც და გაადამიანონ.
 ღმერთი არ გაუწყრეთ იულონ მასტს და მის ძმებს და არ გამორჩეთ ახალ ხელოვნურ ინტელექტიან არსებებისთვის თვითლიკვიდაციის რეჟიმის დისტანციური გააქტიურების  რეჟიმის ჩაყენება.
 სხვა შემთხვევაში, დაცულად ვერ ვიგრძნობთ თავს.
 ვაითუ ბოლშევიკურმა ძალებმა, მაგალითად ლენინმა, რომელიც რელაქსაციის რეჟიმში წევს კრემლში, ერთ დღესაც გაიღვიძოს და კვლავ გააქტიუროს ისედაც გააქტიურებული ქვეადამიანი ქოცები.
 მე და ბაჯუს გვეთქვას...
 
 
 
 
 
 --------------------
 
 ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!......
 ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
 ...
 ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
 ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
 |