რატომ ვერ ახერხებს ბრძოლას ჩვენი ოპოზიცია?განა ამ ვითარებაში სიტუაციის კონტროლი ძნელია?შეიქმნას ალტერნატიული დელეგაცია და დაიბლოკოს თვითმართქვია მთავრობის წარმომადგენლები.რუსული კანონის მიმღები რატომაა დელეგაციაში ? იმიტომ რომ ჩვენზე ფსიქოკოგიური ზემიქმედება მოახდინონ ქოცებმა თუ ობოზიცია გვყავს უვარგისი?
მთავარი არხი
LIVE
ENG
საზოგადოება
"ბერლინალეზე" საქართველოს კინოცენტრს 11-წევრიანი დელეგაცია წარადგენს | ვინ არიან სიაში
გამოქვეყნდა: 2 საათის წინ
ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 11-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით "პუბლიკა" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კინოცენტრის დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით იქნება "იმედის" ყოფილი წამყვანი და 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" პარტიული სიის 115-ე ნომერი, გურამ ნიკოლაშვილი; ასევე – რუსული კანონის მხარდამჭერი, "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ბექა დავითულიანი. ცნობისთვის, კინოცენტრს მეორე წელია დირექტორი არ ჰყავს და მის მოვალეობას კობა ხუბუნაიას შემდეგ, ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი ასრულებს.
დელეგაციის წევრი წელსაც არის სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი და კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია. გასული წლის მსგავსად წელსაც სიაშია რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე და ხათუნა ხუნდაძე.
ბექა დავითულიანი – კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კულტურის მინისტრის მოადგილე
ბაჩო ოდიშარია – კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გურამ ნიკოლაშვილი – რეჟისორი
მამუკა ბლიაძე – ფინანსისტი
ხათუნა ხუნდაძე – სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი
ლიკა ჯალაღონია – კინოექსპორტის სპეციალისტი
ლაშა ხალვაში – პროდიუსერი
გიგა ჯანყარაშვილი – ფილმ წარმოების სპეციალისტი
ლევან დვალი – ახალგაზრდული კინოფესტივალის "თაობა" დირექტორი
თინათინ ყაჯრიშვილი – რეჟისორი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)