მამაკაცი, ვისი საკრედიტო ბარათითაც ქურდებმა იღბლიანი ლატარიის ბილეთი შეიძინეს, ქურდებს მოგებული თანხის გაყოფას სთავაზობს. მისი თქმით, რადგან ჯილდოს პოლიცია ისედაც დააყადაღებს, უკეთესი იქნება, თუ ქურდები მას დაუკავშირდებიან და ფულს თანაბრად გაიყოფენ.
მოპარული საკრედიტო ბარათიდან ქურდებმა სულ €52.50 დახარჯეს – მათ შორის, სიგარეტისა და ლატარიის ბილეთების შესაძენად. მოგვიანებით, მაღაზიის გამყიდველმა პოლიციას უთხრა, რომ მათი ნაყიდი ბილეთებიდან ერთ-ერთმა ნახევარი მილიონი ევრო მოიგო.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)