მთავარი მწვრთნელი - ლუჩანო სპალეტი კაპიტანი - ჯიჯი დონარუმა ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი - ფაბიო კანავარო (136) ბომბარდირი - ლუიჯი რივა (36) ეროვნული ნაკრების ტრადიციული მაისურის ფერი (ისევე როგორც ყველა იტალიური გუნდისა და ათლეტის, გარდა მოტო-სპორტისა) არის ცისფერი(azzurro, იტალიურად), შესაბამისად ეროვნული ნაკრების წევრებს მეტსახელად Azzurri უწოდებენ.. პირველი ორი თამაში იტალიის ნაკრებმა ჩაატარა თეთრი ფორმებით, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ თეთრი ფორმა ყველაზე იაფი იყო.., ხოლო შორტები ყველა მოთამაშეს საკუთარი კლუბისა ჰქონდა; ცისფერი შორტები შემოღებულ იქნა მომდევნო მატჩში. მესამე მატჩი კი ნაკრებმა ჩაატარა ლურჯი ფორმით, მიზეზი: ლურჯი ფერი იყო სავოიას დინასტიის დროშაზე, რომელიც II-ე მსოფლიო ომის ბოლომდე არსებობდა. მეფის საპატივსაცემოდ მიიღო ნაკრებმა ლურჯი ფერის ფორმა. რომელიც შემდეგ, არამარტო საფეხბურთო ნაკრები, არამედ მთელი იტალიური სპორტის სიმბოლოდ იქცა და ყველა სპორტის ნაკრებს იტალიაში ქვია: სკუადრა აძურა. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ გუნდის პირველი მატჩი ჩატარდა მილანში 1910 წლის 15 მაისს,სადაც იტალიამ დაამარცხა საფრანგეთი ანგარიშით 6:2.მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა 4,000 მაყურებლისაგან პრიზად სიგარეტის კოლოფები მიიღო.იტალიელთა გუნდი ასეთი იყო(2-3-5):დე სიმონი-ვარისკო,კალი-ტრერე,ფოსატი,კაპელო-დებერანდი,რიცი,ჩევენინი,ლანა,ბიონიკი.პირველი კაპიტანი იყო ფრანჩესკო კალი. იტალიამ პირველ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებში,სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ნახევარფინალში ურუგვაისთან მარცხის შემდეგ , გუნდმა ეგვიპტეს 11:3 მოუგო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე(1930) ვერ გასვლის შემდეგ იტალიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატები,ჯერ 1934 წელს,ხოლო შემდეგ 1938 წელს.წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს მთავრმა მწვრთნელმა ვიტორიო პოცომ და იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ჯუზეპე მეაცამ.იმ დროის სხვა ვარსკვლავები იყვნენ:ლუის მონტი,ჯოვანი ფერარი,სილვიო პოლა და ვირჯინიო როსეტა.მასპინძელმა იტალიამ რომში გამართულ ფინალში ჩეხოსლოვაკია 2:1 დაამარცხა რაიმუნდო ორსის და ანჯელო შიავიოს გოლებით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1968 წელს სკუადარა აძურამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის დამარცხებით მოიგო პირველი უმთავრსი საერთაშორისო ტურნირი 1938 წლის შემდეგ.ეს მ მატჩი განსაკუთრებულია იმით,რომ ეს იყო ერთადერთი საერთაშორისო ტურნირის ფინალი,რომლის ფინალიც გადათამაშებულ იქნა.მატჩი დამათავრდა ფერ 1:1.წესების თანახმად რამდენიმე დღეში გადათამაშდა და იტალიამ ლუიჯი რივასი და ანასტასის გოლებით დაამარცხა მეტოქე. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იყო.ევროპის ჩემპიონების რიგებში გამორჩეოდნენ ჯაჩინტო ფაკეტი,ლუიჯი რივა, ჯანი რივერა და ახალი ცენტრფორვარდი რობერტო ბონინსენია.იტალიელები 32 წლის შემდეგ გავიდნენ მუნდიალის ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის შემდეგ,სადაც იტალიელებმა 4:3 დაამარცხეს გერმანელები.ეს მატჩი ისტორიაში შევიდა როგორც საუკუნის ბრძოლა.მიუხედავად იმისა რომ ფინალში იტალია დამარცხდა ბრწყინვალედ მოთამაშე ბრაზილიასთან,1970-იანი წლების ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესო იტალიის ნაკრებად.მექსიკურმა თაობამ თავისი საერთაშორისო წარმატებების ციკლი დაამთავრა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც ბრძოლას გამოთიშა ლიატოს პოლონეთის ნაკრებმა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1978 წელს არგენტინაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელთა ახალი თაობა გამოვიდა,რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო პაოლო როსი.იტალიამ პირველ რაუნდში ბრწყინვალედ ითამაშა.იგი იყო ერთადერთი გუნდი ჩემპიონატზე,რომელმაც დაამარცხა ტურნირის მასპინძელი და მომავალი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები.შემდეგ იტალიამ მოუგო დასავლეთ გერმანიას,ავსტრიას,მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ჰოლანდიასთან და მესამე ადგილისთვის მატჩიც ასევე დათმო 2:1 ბრაზილიასთან.ჰოლანდიასთან წაგებაში მთავარ დამნაშავედ მიიჩნიეს მეკარე დინო ძოფი,რომელმაც შორეული დარტყმა გაუშვა.იტალიამ შემდეგ უმასპინძლა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატს.ეს იყო პირველი ჩემპიოანტი,რომელიც ჩატარდა ოთხის ნაცვლად რვა გუნდს შორის და სადაც მასპინძელი გუნდი ავტომატურად მოხვდა ფინალურ ეტაპზე.იტალია მესამე ადგილისთვის მატჩში პენალტებით დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან. სერია ა-ში მომხდარი სკანდალის შემდეგ,სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები,მათ შორის პაოლო როსი დაპატიმრებულები იყვნენ მატჩების გარიგებისთვის,იტალიის ნაკრები 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო სკეპტიციზმით და დისკომფორტით ჩავიდა.ჯგუფში პოლონეთთან,კამერუნთან და პერუსთან ნათამაშები 3 უღიმღამო ფრის შემდეგ იტალიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა.პრესა ხმამაღლა აკრიტიკებდა მწვრთნელ ენცო ბეარძოტის და კაპიტან დინო ძოფის. თუმცა იტალიის ნაკრებმა ყველაფრის შემოტრიალება და სასწაული მოხდენა შეძლო..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საკვალიფიკაციო ეტაპი იტალიელებმა შესარჩევ ეტაპზე მათთვის დამახასიათებელი პრაგმატული ფეხბურთი აჩვენეს. 7 მოგებით და 3 ფრით ისინი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, ფინალური ეტაპის საგზური კი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს, ისევე როგორც 1982 და 2006 წლის ნაკრებებმა. ორივე შემთხვევაში იტალია შემდგომში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სულ სკუადრა აძურიმ 18 გოლი გაიტანა, აქედან ყველაზე მეტი, 4 გოლი ალბერტო ჯილარდინოს ანგარიშზეა. ვარსკვლავები იტალიის ნაკრების ორი მთავარი ბურჯი 31 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი და 36 წლის ვეტერანი, 2006 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ფაბიო კანავაროა, რომელსაც ნაკრებში 130 მატჩი აქვს ჩატარებული. ნახევარდაცვაში ასევე უბერებელი ჯენარო გატუზოს გამორჩევა შეიძლება. რომელიც არასოდეს ეგუება მარცხს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისათვის. მწვრთვნელი 61 წლის მარჩელო ლიპის, კარიერის განმავლობაში ყველაფერი აქვს მოგებული. ამიტომაც გადაწყვიტა 2006 წლის ტრიუმფის შემდეგ ნაკრებიდან წასვლა, თუმცა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ მას კვლავ უხმეს ქვეყნის მთავარ ნაკრებში. მწვრთვნელი საქმეს შეუდგა და მის ხელში ნაკრებს ახლა უკვე 31 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ლიპი შეცვლების დიდოსტატად ითვლება. 2006 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა სულ 12 გოლი გაიტანა, აქედან 5 შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების ანგარიშზეა. შესარცევ ციკლში ლიპიმ 36 ფეხბურთელი გამოსცადა, აქედან მოედანზე ყველაზე დიდი პერიოდი (810 წუთი), კანავარომ და ჯანლუკა ძამბროტამ დაჰყვეს.
ევროპის ორგზის ჩემპიონები - 2021 » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იტალია ნელ-ნელა და ეტაპობრივად მიდიოდა საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლისკენ.. სულ თავიდან კონტე ცდილობდა თავისი იუვეთი შეერწყა გვარდიოლა-ვან გაალის ფეხბურთი და იტალიის ფილოსოფია.. ამას ხშირად გვარდიოლაც უსვამდა ხაზს.. კონტემ შექმნა ბონუჩი და კიელინი და მაგან აიყვანა ეგენი მაღალ დონეზე + ბარძალი მონტელა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მოიტანა იტალიურ ფეხბურთში ესპანური-ჰოლანდიურ სტილი, რომელიც ბურთის ფლობას ემაყრება.. სარი წვრთნიდა ჟორჟინიოს, ბონუჩის, კიელინის, ემერსონს, ისნინეს.. და დღევანდელი ნაკრები ძალიან გაქვს სარის ნაპოლის.. თამაში იწყობა ჟორჟინიოზე.. გვერდით ჰყავს ვერატი (როგორც ჩელსიში კოვაჩიჩი და ჰამშიკი) მეორე გვერდით კი ენერგიული და მებრძლი ნახ.მცველი (როგორც ალანი და კონატე ) მარცხენა კრაიზე აქეცნტი და შემტევი მცველები - სპინაცოლა/ემეროსნი ( გულამი, ალონსო ) და ინსინე ასევე ზემანმა აღზარდა ინსინე, ვერატი და იმობილე პესკარაში..აღზარდა თავისი ულტრა შემტევ ფეხბურთის იდეებით.. გასპერინიმ მსოფლიოში გაითვა სახელი ამ ატალანტათი, რომელიც შემტევ ფეხბურთს უბერავს და დე ძებრი, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ტრენერი, რომლის ფილოსოფიაც ბურთის ფლობას ითვალისინწბეს.. ლოკატელიმაც-პესინამაც დიდი როლი ითამაშეს წარმატებაში.. იტალიური ფეხბურთის კონსერვატიზმის მიუხედავად ამ ყველა ტრენერმა შეძლო მაინც და თავისი წილი ნერგები დათესეს.. ამ ნერგებმა შეძლეს და შეცვალეს იტალიური ფეხბურთის ფილოსოფია და სტილი მანჩინის კი უდიდესი დამსახურებაა, რომ მან მაქსიამლურად გამოიყენა ეს ნერგები, მოაგროვა ყველაფერი საუკეთესო რაც ბოლო 10 წლის განამვლობაში იყო სერია ა-ში და საბოლოოდ ასეთი მოსავალი მოივყანა..
დღევანდელი შემადგენლობა: წინა თემის ლინკი და ტოპ მპოსტავები : Calcio Italiano წინა ევროპის ჩემპიონატის დაუვიწყარი ღამეები რომში - Notti magiche
VIDEO
Liberté, égalité, fraternité...