სამოყვარულო კრივი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კრივი — სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.
კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათამანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე 3 წუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.
კრივი იყოფა ორ ნაწილად: სამოყვარულო და პროფესიონალური.სამოყვარულო კრივი იმით განსხვავდება პროფესიონალურისგან, რომ მასში არის 3 3 წუთიანი რაუნდი, ბრძოლა ტარდება 10 ან 12 ზომა ხელთათმანებით, მოკრივეებს აცვიათ ტრუსი და მაისური, რომელიც მათი კუთხის ფერის შესაბამისი უნდა იყოს და ახურავთ დამცავი შლემები. სამოყვარულო კრივში არის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები, რომელებიც შესაბამისად კიდევ იუოფა წონით კატეგორიებად. ასაკობრივი კატეგორიებია: ბავშვები რომელშიც 13-14 წლის მოკრივეები გამოდიან, კადეტები, 15-16 წლის მოკრივეების ასაკობრივი კატეგორია, 17-18 ახალგაზრდები და ბოლოს სენიორები. სამოყვარულო კრივში არის უფრო მკაცრი წესები ვიდრე პროფეისონალურში. 3 ერთნაირ შენიშვნაზე მოკრივის მოწინააღმდეგეს ეწერება 2 ქულა. ხოლო 5 ერთინაირ შენიშვნაზე მოკრივეს აძლევენ დისკვალიფიკაციას.
სამოყვარულო კრივის მსოფლიო ფედერაციას ეწოდება AIBA. ამ ფედერაციის ეგიდით ტარდება ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიადის შესარჩევი და ოლიმპიური ჩემპიონატები. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ჩატარდა მილანში, შედგა მოლაპარაკებები და დაფუძნდა ნახევრად პროფესიონალური კრივის ლიგა, რომელსაც ეწოდება WSB (world series of boxing). ამ ლიგაში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები და ჩხუბობენ პროფესიონალური წესებით 5 რაუნდს.
პროფესიონალური კრივი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პროფესიონალური კრივი არის რეგულირებული, სანქცირებული სპორტის სახეობა. პროფესიონალური კრივი ტარდება საპრიზო თანხის სანაცვლოდ, რომლის დაყოფაც მონაწილეებს შორის გადაწყვეტილია წინასწარდადებული კონტრაქტით. პროფესიონალური ბრძოლების უმეტესობა ტარდება მარეგულირებელი ორგანოების თაოსნობით, რათა მებრძოლთა უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. მაღალი პროფილის მქონე ბრძოლების უმეტესობა გარდა საპრიზო თანხისა ასევე მოიცავს საჩემპიონო ქამრებს.
პროფესიონალური კრივი სამოყვარულო კრივისგან განსხვავდება იმით რომ ბრძოლები არის უფრო ხანგრძლივი, მაქსიმუმ 12 რაუნდი, თუმცა ნაკლებად მნიშვნელოვანი ბრძოლები შეიძლება 4 რაუნდიანიც იყოს. დამცავი ჩაფხუტი არ გამოიყენება.
მიუხედავად უზომო პოპულარულობისა, პროფესიონალური კრივი აკრძალული იყო შვედეთში 1970-დან 2007 წლამდე, ნორვეგიაში 1981-დან 2014 წლამდე, ხოლო კუბაში დღემდე აკრძალულია.
ბრძოლების ხანგრძლივობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბრძოლის ხანგრძლივობის ლიმიტი არის 12 რაუნდი. უმეტესობა ბრძოლებისა ტარდება 4, 6, 8 ან 10 რაუნდს, გამომდინარე მებრძოლების გამოცდილებისა. თუმცა, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ულიმიტო რაუნდები, რომლებიც მხოლოდ რომელიმე მებრძოლის ან სამართალდამცავების ჩარევით სრულდებოდა. 1910-1920 წლებში 15 რაუნდიანი ბრძოლები გახდა ნორმა.
1920-1980 წლებში პროფესიონალური კრივის მსოფლიო საჩემპიონო ბრძოლები ტარდებოდა 15 რაუნდის ხანგრძლივობით.
1982 წლის 13 ნოემბერს WBA მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლა რეი მანსინისა და დუკ კოო კიმს შორის მე-14 რაუნდში, ამ უკანასკნელის გარდაცვალებით დასრულდა. სამი თვის შემდეგ WBA-მ საჩემპიონო ბრძოლების ხანგრძლივობა 12 რაუნდამდე შეამცირა, რაც დღემდე მაქსიმუმს წარმოადგენს.
შეფასების სისტემა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ ნოკაუტი ან დისკვალიფიკაცია არ ფიქსირდება, მატჩის გამარჯვებული ვლინდება შეფასებებით. კრივის ადრეულ წლებში, რეფერი ბრძოლის დასრულებისას, ავლენდა გამარჯვებულს მისი მკლავის მაღლა აწევით, ეს პრაქტიკა კვლავ გამოიყენება ზოგიერთ ბრიტანულ პროფესიონალურ ბრძოლაში. მეოცე საუკუნეში, ნორმად იქცა მსაჯის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა ქულებით. შეფასებების სიზუსტისთვის დაემატა ორი მსაჯი რინგს გარეთ, გამარჯვებული კი ვლინდებოდა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. მეოცე საუკუნის ბოლოს, რინგს გარე სამი მსაჯი გახდა ნორმა, თუმცა რინგს შიდა მსაჯს/რეფერის კვლავ აქვს უფლებამოსილება ბრძოლის შეჩერების ან ქულების დაკლების.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ყოველი მსაჯი აფასებს ბრძოლას, წერს ქულებს და ავლენს საკუთარ გამარჯვებულს. თუ სამივე მსაჯი ირჩევს ერთი და იგივე მებრძოლს როგორც გამარჯვებულს მაშინ ეს მებრძოლი ბრძოლას იგებს ერთმხრივი გადაწყვეტილებით (unanimous decision).
თუ ორი მსაჯი ირჩევს ერთ მებრძოლს, ხოლო მესამე მსაჯი აფიქსირებს ფრეს, გამარჯვებული ბრძოლას იგებს უმრავლესობის გადაწყვეტილებით (majority decision).
თუ ორი მსაჯი ირჩევს ერთ მებრძოლს, ხოლო მესამე მსაჯი კი მეორე მებრძოლს, ამ შემთხვევაში მებრძოლი იმარჯვებს არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით (split decision).
თუ ერთი მსაჯი ირჩევს ერთ მებრძოლს, მეორე მსაჯი მეორე მებრძოლს, ხოლო მესამე მსაჯი კი ფრეს აფიქსირებს, ბრძოლას გამარჯვებული არ ჰყავს და ფიქსირდება ფრე (draw).
ბრძოლა ასევე ითვლება ფრედ იმ შემთხვევაში თუ, თუ ორი მსაჯი დააფიქსირებს ფრეს, მიუხედავად მესამის დაფიქსირებული გადაწყვეტილებისა, 2>1.
ყველაზე ფართოდ გამოყენებული შეფასების სისტემა, მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, არის 10 ქულიანი სისტემა. მსაჯი ვალდებულია ყოველი რაუნდის გამარჯვებული შეაფასოს ათი ქულით. უმეტესობა რაუნდებისა ფასდება 10-9. რაუნდის ფრედ დამთავრების შემთხვევაში იწერება 10-10. რაუნდში ყოველი ნოკდაუნის შემდეგ მსაჯი აკლებს ქულას იმ მებრძოლს რომელიც ვარდება ნოკდაუნში. 10-8 შეფასება ნიშნავს რომ რაუნდში ადგილი ჰქონდა ერთ ნოკდაუნს, ორი ნოკდაუნის შემთხვევაში შეფასება არის 10-7. ბრძოლის წესების დარღვევის შემთხვევაში, რინგსშიდა მსაჯი აჯარიმებს წესების დამრღვევ მებრძოლს და რინგსგარეთა მსაჯების ინფორმირების შემდგომ მებრძოლს აკლდება ქულა. ანუ, თუ მებრძოლი მოიგებს რაუნდს, მაგრამ ჩამოეჭრება ქულა ჯარიმის, შეფასება 10-9-დან შეიცვლება 9-9-დ.
თუ ბრძოლა ჩერდება უნებლიე შეჯახებით გამოწვეული დაზიანების მიზეზით, გამარჯვებულის გამოვლენა ქულებით ხდება იმ შემთხვევაში თუ ჩატარებულია განსაზღვრული რაუნდების რაოდენობა. (ძირითადად სამი, ზოგჯერ ოთხი). ის, ვინც წინაა ქულებით, ხდება ბრძოლის გამარჯვებული ტექნიკური გადაწყვეტილებით. თუ საჭირო რაუნდების რაოდენობა არ ფიქსირდება, ბრძოლა ცხადდება ტექნიკურ ფრედ ან საერთოდ ბათილდება.
თუ ბრძოლა ჩერდება ლეგალური დარტყმისგან მიყენებული დაზიანების მიზეზით, დარტყმის მიმყენებელი მებრძოლი ხდება გამარჯვებული ტექნიკური ნოკაუტით. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად მებრძოლებს ჰყავთ თავიანთი cutmen-ები, რომელთა მოვალეობაცაა რაუნდებს შორის მებრძოლთა დაზიანებების კონტროლი და მკურნალობა, რათა მათ შეძლონ ბრძოლის დასრულება.
რინგსგარეთა მსაჯებს არ აქვთ რაიმე გავლენა ნოკდაუნზე. თუ რინგსშიდა მსაჯი თვლის რომ ნოკდაუნი დაფიქსირდა დანრჩენმა მსაჯებმაც უნდა დააფიქსირონ აღნიშნული თავიანთ შეფასებებში.
მარეგულირებელი ორგანიზაციები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაზე ავტორიტარული, პოპულარული მარეგულირებელი ორგანიზაციებია WBC, WBA, WBO, IBF. ბრძოლები ხდება მათი სანქცირებით, ამ ორგანიზაციებს გააჩნიათ თავიანთი საჩემპიონო ქამრები, შესაბამისად ყველა წონით კატეგორიაში ჰყავთ თავიანთი ჩემპიონი.
მიუხედავად იმისა რომ მარეგულირებელი არ არის, საჩემპიონო ქამარს ათამაშებს ასევე ჟურნალი The Ring.
WBC – World Boxing Council / მსოფლიო კრივის საბჭო
ფორმირების წელი: 1963
მთავარი ოფისი: მეხიკო, მექსიკა
WBA – World Boxing Associacion / მსოფლიო კრივის ასოციაცია
ფორმირების წელი: 1921, 1962
მთავარი ოფისი: პანამა სითი, პანამა
WBO – World Boxing Organization / მსოფლიო კრივის ორგანიზაცია
ფორმირების წელი: 1988
მთავარი ოფისი: სან ხუანი, პუერტო რიკო
IBF – International Boxing Federation / ინტერნაციონალური კრივის ფედერაცია
ფორმირების წელი: 1983
მთავარი ოფისი: სპრინგფილდი, ნიუ ჯერსი, აშშ
The Ring Magazine / ჟურნალი The Ring
ფორმირების წელი: 1922
მთავარი ოფისი: ლოს ანჯელესი, კალიფორნია
წონითი კატეგორიები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ულიმიტო - Heavyweight
90,72 კგ - Cruiserweight / Junior heavyweight
79,38 კგ - Light heavyweight
76,2 კგ - Super middleweight/
72,57 კგ - Middleweight
69.85 კგ - Light middleweight / Junior middleweight / Super welterweight /
66,68 კგ - Welterweight
63,5 კგ - Super lightweight / Junior welterweight /
61,23 კგ - Lightweight
58,97 კგ - Super featherweight / Junior lightweight /
57,15 კგ - Featherweight
55,34 კგ - Super bantamweight / Junior featherweight /
53,52 კგ - Bantamweight
52,16 კგ - Super flyweight / Junior bantamweight /
50,8 კგ - Flyweight
48,99კგ - Light flyweight / Junior flyweight
47,63კგ - Minimumweight / Mini flyweight / Strawweight /
46,27კგ - Light minimumweight / Atomweight / Junior Mini-flyweight / Junior Mini flyweight /
რეკორდები კრივში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი: ვილფრედ ბენიტესი 17 წლის (1976 წელი)
ყველაზე ხანგრძლივი გამაჯვებების სერია ნოკაუტით, საჩემპიონო ბრძოლებში: ვილფრედო გომესი - 32
ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი: ბერნარდ ჰოპკინსი - 49 წლის, 297 დღის
ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტ წონით კატეგორიაში: მენი პაკიაო - 8
ყველაზე მეტჯერ მძიმე წონის ჩემპიონი: მუჰამედ ალი - 3
ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია: ჯიმი უაილდი - 103 ბრძოლა
ყველაზე მეტი ბრძოლა და გამარჯვება: ლენ ვიკვარი - 467 ბრძოლა, 339-86-42
ყველაზე მეტი გამარჯვება ნოკაუტით: არჩი მური - 131
ჩემპიონის ტიტული ერთდროულად ყველაზე მეტ წონით კატეგორიაში: ჰენრი არმსტრონგი - 3 (featherweight, lightweight, middleweight)
ფილმები კრივზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
https://www.imdb.com/title/tt0075148/?ref_=nv_sr_1Rocky, 1976 - ეს ფილმი ალბათ ყველა ადამიანმა იცის, სტალონეს სადებიუტო სცენარი და როლი.
https://www.imdb.com/title/tt0081398/?ref_=nv_sr_1Raging Bull, 1980 - მარტინ სკორსეზეს ფილმი, რობერტ დე ნიროს მონაწილეობით. დე ნირომ მიიღო ოსკარი ამ როლით. ფილმი არის 40-იანი წლების ამერიკელ მოკრივის - ჯეკ ლამოტას შესახებ. ლამოტა ცნობილი იყო თავისი აგრესიული ბრძოლის სტილით, რის გამოც მას „ბრონქსის ხარს“ და „ცოფიან ხარს“ ეძახდნენ. წელს გარდაიცვალა, სხვათაშორის.
https://www.imdb.com/title/tt0174856/?ref_=nv_sr_2The Hurricane, 1999 - მთავარ როლში დენზელ ვოშინგტონი. 60-იანი წლების ამერიკელი-შავკანიანი მოკრივის, რუბენ „ქარიშხალი“ კარტერის ისტორიას აღწერს ფილმი. კარტერი რამოდენიმე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაიჭირეს.
https://www.imdb.com/title/tt0405159/?ref_=nv_sr_1Million Dollar Baby, 2004 - კლინტ ისტვუდის ფილმი დამწყებ ქალ მოკრივეზე.
http://www.imdb.com/title/tt0352248/Cindrella Man, 2005 - კრივის და სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქამბექი, ფილმი 30-იანი წლების მძიმეწონოსან ჩემპიონ ჯეიმს ბრედოკზე. მთავარ როლში რასელ ქროუ.
http://www.imdb.com/title/tt0964517/The Fighter, 2010 - ფილმი 80-90-იანი წლების მსუბუქწონოსანი მოკრივის მიკი ვარდის და მისი ძმის შესახებ. კრისტიან ბეილი, მარკ ვოლბერგი და ემი ადამსი მთავარ როლებში.
http://www.imdb.com/title/tt1798684/Southpaw, 2015 - ჯეიკ გილენჰოლი, რეიჩელ მაკადამსი, ფორესტ უიტაკერი.
http://www.imdb.com/title/tt0049778/Somebody Up There Likes Me, 1956 - საშუალო წონაში ჩემპიონის, როკი გრაციანოს ბიოპიკი. პოლ ნიუმენი მთავარ როლში.
http://www.imdb.com/title/tt0248667/Ali, 2001 - კრივის ლეგენდის, მუჰამედ ალის ბიოპიკი. უილ სმითი მთავარ როლში.
http://www.imdb.com/title/tt0118760/The Boxer, 1997 - ჯიმ შერიდანის ფილმი: 90-იანების ბელფასტზე, ციხიდან გამოსულ ყოფილ მოკრივეზე, IRA-ზე. დენიელ დეი ლუისი და ემილი ვოტსონი მთავარ როლში.
http://www.imdb.com/title/tt0118147/When We Were Kings, 1996 - დოკუმენტური ფილმი „ჯუნგლებში გრგვინვის“ სახელით ცნობილი, მძიმეწონოსნების, ჯორჯ ფორმანსა და მუჰამად ალის შორის გამართულ 1974 წლის საჩემპიონო ბრძოლაზე.
http://www.imdb.com/title/tt0068575/Fat City, 1972 - ფილმი, პატარა ამერიკულ ქალაქში მცხოვრებ დამწყებ და ვეტერან მოკრივეზე. სტეისი კიტჩი და ახლგაზრდა ჯეფ ბრიჯესი მთავარ როლში.
http://www.imdb.com/title/tt0041239/Champion, 1949 - ფილმი მძიმეწონოსანი მოკრივის აღზევებაზე, მთავარ როლში კირკ დაგლასი.
http://www.imdb.com/title/tt0041859/The Set-Up, 1949 - ძალიან კარგი ფილმი ჩამოწერილი, ბებერი მოკრივის ერთ რიგით ბრძოლაზე.
http://www.imdb.com/title/tt3076658/Creed, 2015 - როკის მოყვარულებისთვის. ფილმი როკის 1-ის პერსონაჟის, აპოლო კრიდის ვაჟზე. მოხუც სტალონესთან ერთად ანდრე ვორდი, ტონი ბელიუ, გაბრიელ როსადო, ჯეიკობ დიურანი მონაწილეობენ.
http://www.imdb.com/title/tt1620935/Bleed For This, 2016 - ფილმი კიდევ ერთ შთამბეჭდავ ქამ ბექზე, 80-იანი წლების მსუბუქ და შემდეგ უკვე საშუალოწონოსანი მოკრივის, ვინი პაციენცას შესახებ.
გამომრჩებოდა 1-2 კარგი ფილმი, მაგრამ არაუშავს.
ბობ დილანის ძალიან კარგი სიმღერა დეივი მურის და შუგარ რამოსის დაპირისპირებაზე. ბრძოლისას გარდაიცვალა მური.
არქივი და სტატისტიკაhttp://boxrec.com/უახლოესი ბრძოლებიhttps://boxrec.com/en/scheduleინფორმაცია და სიახლეებიhttp://www.boxingscene.com/http://vringe.com/კრივის დარბაზების მდებარეობა თბილისში:ვერის ბაღი
თემქა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ნაძალადევი, ფეზეუ
დიღომი, რესტორან ბაბილოს გვერდით
დიღმის მასივი, ბაზართან
დკდ, თბილისი. ხიზანიშვილის ქ. 68
ლა ბელ სპორტი/La Belle Sport, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. 2
ვაკის კრივის სტუდია/VAKE BOXING STUDIO, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 75
NaCaUT ქ. თბილისი, ქინძმარაულის #5 (ყოფილი კულტურის სახლი)
კრივი - ნაწილი 1
კრივი - ნაწილი 2
კრივი - ნაწილი 3
კრივი - ნაწილი 4
კრივი - ნაწილი 5
კრივი - ნაწილი 6
2025 წლის 26 თებერვლის მონაცემებით კრივის #1 pound for pound
NAOYA INOUE
This post has been edited by weasel on 26 Feb 2025, 23:27