პოლიტ კორექტულობა, იდენტობის პოლიტიკა, მულტიკულტურალიზმი და მსგავსი ლიბერალური პოლიტიკები არის ტყუილი
და ამ ტყუილს არ სჭირდება განსაკუთრებული ფილოსოფიური წიაღსვლები
ამ ლიბერალური პოლიტიკების მხილება უკვე ჩვეულებრივ დიასახლისსაც შეუძლია განსაკუთრებული პოლიტიკური თუ ფილოსოფიური განათლების გარეშე
ჯორდანასაც ეს გამოსდის და უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს მისი ნააზრევი, როდესაც ისევე როგორც მისი კრიტიკის ობიექტები ისიც აკადემიურ ჰუმანიტარულ ენას იყენებს
ზოგადად ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, ჯორდანა რომელიმე დებილ ფემინისტს რო აბნევს და ახვედრებს რომ დებილია
მაგრამ პრობლემა აქ რაშია
რას მალავენ ეს ტყუილები რომელებსაც ჯორდანა ამხელს?
და როდესაც ამ კითხვას უსვამ ჯორდანას, იწყებს ბლუყუნს და გადადის იმ არგუმენტაციაზე, რასაც მისი კრიტიკოსები შეთქმულების თეორიას უწოდებენ
დაახლოებით ასე >> ჯორდანა აღწერს მთელს ამ ტყუილებს და ჩამოთვლის მათ (მულტიკულტურალიზმი, გენდერული პოლიტიკა, იდენტობის პოლიტიკა, პოლიტკორექტულობა) და როდესაც ეკითხები კი მაგრამ ეს ტყუილები, რომელთა შესახებაც უკვე ყველანი ინფორმირებულები ვართ, რისი დამალვისთვის არიან შექმნილები?
ამაზე ის გპასუხობს, რომ კულტურული მარქსისტები და პოსტმოდერნისტები ცდილობენ ამ თემატიკის და პოლიტიკის წინ წამოწევას თავიანთი პირადი ინტერესებითვის
აქ უკვე მისი არგუმენტაციაც დაუსაბუთებელი ხდება იმიტომ, რომ გაუგებარია თუ რატომ მუშაობენ მთელი სახელმწიფოები, სპეცსამსახურები, საერთშორისო უზარმაზარი სტრუქტურები, მილიარდერები, ვიღაც გამოსირებულ წინა საუკუნეში გარდაცვლილ ფილოსოფოსებზე
სავარაუდოდ ამ უზარმაზარ სტრუქტურებს თავიანთი ინტერესები უნდა ჰქონდეთ და ამ იდეებს ისინი უნდა იყენებდნენ თვიანთი ინტერესების დასაცავად
მაგალითად რატომ მულტიკულტურალიზმი 2005 წელს და არა 1955 წელს? იმიტომ ხო არა რომ ევროპა ბერდება, ევროპის მოსახლეობა იკლებს, ევროპელის შრომა ძვირდება, კაპიტალი გაედინება ქვეყნებში სადაც მუშა ხელი იაფია და ამ დროს ძალიან მომგებიანია იაფი მუშახელის შენს ქვეყანაში ჩამოყვანა და იქვე ამუშვება და ამის გასაპრავებლად იდეალურია მულტიკულტურალისტური არგუმენტაციის გამოყენება
ამ სიღრმეზე ჯორდანა ვერ ჩადის, რადგან ისიც ლიბერალია
თვითონვე უწოდებს საკუთარ თავს კლასიკურ ლიბერალს
ჯორდანას და მისთანებს როგორი სამყაროც წარმოუდგენიათ ეგეთის არსებობა არის უტოპია, რადგან როდესაც ეს "ტყუილები" აღარ იარსებებს ჯორდანას შერჩება მწარე სიმართლე, რომ ის იდეოლოგია (კლასიკური ლიბერალიზმი) რომელსაც ის მხარს უჭერს, მოითხოვს ხალხის დიდი მასების მიგრაციას
და გვექნება უბრალოდ მწარე სიმართლე ამ ლამაზი ტყუილების ნაცვლად
ჯორდანა ამ მწარე სიმართლეს ემხრობა და არა ამ პრობლემის მთლიანად მოგვარებას
ჯორდანაზე ბევრად საინტერესოები ამ ლიბერალური ტყუილების სისტემის მხილებაში ნამდვილი კონსერვატორები არიან, რომელთათვისაც კლასიკური ლიბერალიზმი და თავისუფალი ბაზარი არ წარმოადგენს დოგმას რომელსაც სჭირდება კონსერვაცია
მათ ღვაწლს ნამდვილად ვაღიარებ

თანამედროვე პოლიტიკის ძალიან საინტერესო კრიტიკასაც გვთავაზობენ
რეალურად მემგონი მალე მოხდება ამ კლასიკური ლიბერალიზმის მხილებაც
რადგან პრობლემა მხოლოდ კულტურული არ არის, ჯორდანა კიდევ ამ პრობლემის კულტურულ ნიღაბს ებრძვის
მთელს ამ ამერიკულ კონსერვატიულ მოძრაობაში, ერთადერთი ბენონი დარჩა საინტერესო პერსონაჟი, დანარჩენებთან უკვე ყველაფერი გასაგებია და მათ ირგვლივ "ჰაიპი" რო ჩაცხრება აღარავის აღარც გაგვახსენდებიან
მაქსიმუმ გავიხსენოთ, როგორც მორიგი ლიბერალური ტყუილი, რომელმაც დიდხანს ვერ გასტანა