როცა ადამიანი კანონს არღვევს და ეს ადამიანებზე ცუდად აისახება, რას ვაკეთებთ?
ვრეკავთ პოლიციაში? თუ ეს ქართული გაგებით მიუღებელი და ჩამშვებლობაა
მაინტერესესბ ისევ არიან ასეთი მენტალიტეტის ადამიანები?
მე მაგ. ეგრევე ვრეკავ!
აი მაგ. გარეთ ჩხუბი, გინება ერთი ამბავია, შუაღამეს, ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ პატრულში!
არა ბიჭო და მაგათ გამო თავს დავიჩაგრავ.
სხვა თუ არაფერი მაშ ერთმანეთი დახოცონ?!
ადრე სხვა კორპუსში ერთი ნაგავი ალკოჰოლისტი ოჯახს და ბავშვებს აწიოკებდა! არავინ ხმას არ იღებდა, ვუყურე მის უსაქციელობას, რომელსაც გარეშემო კორპუსებიც ხედავდა და არავინ ხმას არ იღებდა, ავდექი და პოლიცია მივაყენე! 1, 2, 3ჯ და მერე ალბათ მიხედეს, მეტი აღარ გამიგია!
ერთხელ მზღოლი ნახევარი სთი ტელეფონზე საუბრობდა! ეს არის ფრიად საშიში, მოგეხსენებათ! ნახევარი სტი ზუსტად! ვითმინე, კაციშვ ილი ხმას არ იღებს, ავდექი მივედი და მოვტხოვე სასწრაფოდ გაეთიშა! ეგრეც ქნა! რომ დავბრუნდი ჩემს ადგილას ნეტა გენახათ ამ დებილებმა რ ქნეს., დამესიენ და მლანძღეს ! იმის მაგივრად თავად გაეკეტებინათ მოუწონეს მას საქციელი გამოდის! განსაკუთრებით თავი ერთმა ახლაზგრდამ გამოიჩინა მძღოლის დასცვაში და ჩემს ლანზღვაში, 20 წლისაც არ იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ რა გაგებისაა უკვე პატარა ასაკში!
სად დაიბადნენ ასეთი იდიოტები?!
კიდევ რამდნიმე მაგ. შემიძლია მოვიყვანო როცა იმდენი კორპუსები გარშემო დუმდნენ და კაციშვილი არ რეკავდა სადაც საჭიროა!
არ ვიცი ეშინიათ თუ რა ჯანდაბა ჭირთ, აკი შეგიძლია უთრხა : ანონიმურად ვრეკავ და არაფერს გკიტხავენ!
როცა ვინაობა მიტქვამს თავიდან როცა არ ვიცოდი დამადგდნენ და დეტალებს 1 სთ მეკიტხებოდნენ!
რა ძალა მადგას !!! ეტყვი ანონიმად ვრეკავ და სულ ეგაა!
მოწევას საშინლად ვერ ვიტან და ვაწიოკებ თუ ვინმე აკეთებს, ეს ახალგაზრდობაში იყო, ახლა აღარ მიწევს ამათი ატანა, მადლობა ღმერტს
https://primetime.ge/news/sazogadoeb/jarima...ntrolis-aliansiჯარიმა პირველ ჯერზე 500 ლარია, განმეორებისას 1000 - რა განცხადებას ავრცელებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით შეძლო საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეების, კაფეებისა და რესტორნების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება, კანონის აღსრულება სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ ოფისებსა და დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სპეციალური საშვების გარეშე შესვლა შეუძლებელია, – ამის შესახებ ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, „სუფთა ჰაერი და ჯანსაღი სამუშაო გარემო არ არის ფუფუნება ან ვინმეს კეთილი ნება, ეს არის კანონით გარანტირებული ფუნდამენტური უფლება“.
„სახელმწიფო მონიტორინგის ჯგუფები სადაც მყისიერად ვერ ხვდებიან, ვიზიტორები და თანამშრომლები ხშირად აწყდებიან რეალობას, კვლავ ფუნქციონირებს ფარული „მოსაწევი ოთახები“ ან სამუშაო კაბინეტები თამბაქოს კვამლშია გახვეული. კოლეგებთან კონფლიქტის შიში და „კოლეგიალობის“ მცდარი გაგება ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში უშლის ხელს. განსაკუთრებით მივმართავთ ტელევიზიებსა და საინფორმაციო სააგენტოებს, საზოგადოებრივი აზრის მთავარ შემქმნელებს. როდესაც მედია ეთერში ჯანსაღ ცხოვრებასა და კანონის უზენაესობაზე საუბრობს, ხოლო კადრს მიღმა (სარეჟისოროში, სამონტაჟოში თუ ოფისში) თამბაქოს კონტროლის კანონს თავადვე არღვევს, სისტემურ ნიჰილიზმს აჩენს. გავრცელებული არგუმენტი – „დაძაბული გრაფიკის“ შესახებ, სამართლებრივად და მორალურად გაუმართლებელია.
მწეველ ქირურგს, რომელიც მრავალსაათიან ურთულეს ოპერაციას ატარებს, ხომ არ მიეცემა უფლება, საოპერაციო ბლოკში მოითხოვოს მოსაწევი კუთხე? პროფესიული სტრესი ან დაძაბული გრაფიკი ვერასდროს გახდება სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების ლეგიტიმური საფუძველი. შეგახსენებთ, დახურულ სივრცეში თამბაქოს (მათ შორის ელექტრონული სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს) მოწევისთვის პასუხისმგებლობა მკაცრია:
საპატრულო პოლიცია (112): მყისიერად რეაგირებას გამოძახებაზე და აჯარიმებს დამრღვევ დაწესებულებას ან/და ფიზიკურ პირს.
ფინანსური სანქციები დაწესებულებებისათვის: იურიდიული პირისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 500 ლარია, განმეორებისას 1 000 ლარია, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში 2 000-2 000 ლარია.
ფიზიკური პირისთვის: ჯარიმა პირველ შემთხვევაში შეადგენს 100 ლარს, განმეორებისას 200 ლარს, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 300-300 ლარს. კანონის სრულფასოვანი აღსრულებისთვის აუცილებელია:
1. დარეკეთ 112-ზე ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეთ 112-ის მობილურ აპლიკაციაზე და მოითხოვოთ ანონიმურობა ან მიწერეთ ფეისბუქის გვერდის “ნუ მაბოლებ” ადმინისტრაციას, სადაც მნიშვნელოვანია გააზიაროთ სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა. ანონიმურობა აქაც დაცული იქნება.
2. მონიტორინგის გაძლიერება: „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამას უნდა გამოეყოს მეტი რესურსი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგისათვის, რათა გეოგრაფიულად უფრო მასშტაბური გახდეს ე.წ. “ჩაკეტილ” სივრცეებში დარღვევების აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება;
3. საინფორმაციო კამპანიები: ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიები ასევე მნიშვნელოვანია, რათა დასაქმებულებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები.
მოგიწოდებთ ყველას: ნუ ითმენთ მეორად კვამლს, ნუ შეეგუებით კანონის დარღვევას და აიძულეთ დამსაქმებლები, პატივი სცენ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში
https://primetime.ge/news/sazogadoeb/jarima...ntrolis-aliansi
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)