LeSangეხლა მაგას კიდე სხვა კუთხითაც შევხედოთ. დავითას არ გაუუპატიურებია ურიას ცოლი. ეტყობა ცოლს მოსწონდა დავითა, დიდს არაფერს ცვლის მაგრამ როგორც მახსოვს ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე რო ურიას ცოლმა (ბათშიბამ) დავითას წინააღმდეგობა გაუწია. მარტივად რო ვთქვათ, ცოლმა უღალატა ქმარს (ურიას) რომელიც ეროვნული ინტერესების დასაცავად იბრძოდა. შეიძლება ვინმემ ღმერთის საქციელის გასაპრავებლად საკუთარ ნამუსზე მიიფურთხოს და თქვას: ახალშობილი ღალატის ნაყოფიაო, უკანონო ურთიერთობის შედეგიაო და ამიტომ ღმერთის საქციელი გამართლებულიაო.
მაგრამ ცხოვრებაში არსებობს უამრავი ისეთი შემთხვევები, როცა ქმარს ღალატობს ცოლი რის შედეგადაც არასასურველი ორსულობა დგება მაგრამ ბევრი ქალი ასეთ შემთხვევებში ინარჩუნებს ორსულობას, აჩენს შვილს, შორდება ქმარს რომელსაც უღალატა და დედობრივ მზრუნველობას იჩენს საკუთარი შვილის მიმართ, აჩენს, ზრდის მას და ზრუნავს მასზე მთელი ცხოვრება.
ასევე არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა ქალს აუპატიურებენ და შედეგად ფეხმძიმდება ქალი. შენ წარმოიდგინე, ბევრი ქალი ასეთ შემთხვევებშიც კი ირჩევს უარი თქვას აბორტზე და გააჩინოს იმის შვილი ვინც იძალადა ქალზე. ეხლა დააკვირდი, ასეთ შემთხვევებშიც კი ქალი იჩენს ჰუმანურობას და იმის ნაცვლად მოიშოროს არასასურველი ორსულობისა და ძალადობის ან ღალატის შედეგად ჩასახულ სიცოცხლეს, აჩენს და ზრუნავს მასზე.
დათოს შემთხვევაში რა ხდება? ღმერთი რომელიც თავის თავს კეთილ, მოსიყვარულე და სამართლიან პიროვნებად აღაწერინებს ბიბლიის დამწერებს, რას აკეთებს? ჩვილ ბავშვს დაუნდობლა კლავს რათა დათო მორალის გაკვეთილი ჩაუტაროს და მიახვედროს რო ცუდად მოიქცა სხვის ცოლთან დაწოლით. ნუთუ "ყოვლისშემძლე" ღმერთმა სხვა ვერანაირი გზა და საშუალება ვერ გამონახა დათოს ჭკუის სასწავლებლად? მარა მოკლა უდანაშაულო ჩვილი, რომელსაც არავინ ჰკითხა უნდოდა თუ არა ეცოცხლა.
ღმერთის ქმედებას კიდე უფრო ამძიმებს თავისივე შექმნილი სამართლის კანონები.
ღმერთმა მოსეს მისცა კანონები, რომმელსაც "მოსეს სჯულს" უწოდებენ მორწმუნეები. მოსეს სჯულის თანახმად, ადამიანი რომელიც უღალატებდა მეუღლეს, სიკვდილით უნდა დაესაჯათ. დათოსა და ურიას ცოლის (ბათშიბას) შემთხვევა ასეთი იყო. დათოც და ბათშიბაც, ორივე ქორწინებაში იყვნენ. შესაბამისად, ღმერთისგან მიცემული კანონის თანახმად, დათოც და ბათშიბაც სიკვდილს იმსახურებდნენ:
"თუ ქმრიან ქალთან წოლისას წაასწრებენ კაცს, ორივენი მოკვდნენ: ამ ქალთან მწოლი კაციც და ქალიც; ამოშანთეთ ბოროტი ისრაელისგან". (მეორე რჯული 22:22). ღმერთი ებრაელებისგან ასევე მოითხოვდა რო შვილები არ უნდა მომკვდარიყვნენ მამების ცუდი საქციელის გამო. (მეორე რჯული 24:16).
ეხლა იბადება ლოგიკური, მორალური და სამართლებლივი კითხვა: დაიცვა ღმერთმა ის კანონი რომელიც თვიონ მისცა ებრაელებს და რომლის დაცვასაც მოითხოვდა ებრაელებისგან? სამწუხაროდ, ღმერთმა თავისივე მიცემული კანონი დაარღვია, გაამრუდა და ნაცვლად იმისა უკანონოდ ჩასახული ბავშვის ინიციატორები დაედანაშაულებინა, დაუნდობლად მოკლა ჩვილი ბავშვი და დაინდო კანონის დამრღვევი დათო და ბათშიბა. სამართალი კი სხვანაირ მოქმედებას მოითხოვდა! ამ და ამის მსგავსს როცა ხედავ ადამიანი, როგორ უნდა გწამდეს ღმერთი? როგორ ან უნდა გიყვარდეს?
This post has been edited by დაისი on 1 Mar 2026, 16:45