ალბათ იცით, რაც უფრო დიდ მასასთან ხარ ახლოს, უფრო ნელა გადის დრო და ზემასიურ შავ ხვრელთან რომ მიხვალ, შეიძლება შენი 1 წუთი ძალიან მოშორებით 1 წელი იყოს. ან ფიზიკიდან გემახსოვრებათ და ან "ინტერსტელარიდან".
ხო და მგონი ეგ ამბავია აბსოლუტურად ყველა ავტოსახელოსნოში.
აბა მე სხვანაირად ვერ ვხსნი, ვერ ვიჯერებ, რომ ყველა არის უნამუსო, მატყუარა, არაპროფესიონალი, ###ზემკიდია ტიპი ან არ აქვთ დროისა და სივრცის სწორი აღქმის უნარი, ანდა ინტელექტუალურად ვერ ქაჩავენ და სიტყვებს ჰაერზე ისვრიან. შეიძლება 1-2 გამოერიოს, მარა ყველა? ვერ დავიჯერებ!
28 თებერვალს დავტოვე 1 სახელოსნოში, "სცეპლენიას" სჭირდებოდა გამოცვლა, ჩავარდა, მარა კონკრეტულად რა სჭირდა, არ ვიცოდი.
ტიპმა, ვნახავ და ეგრევე გეტყვიო. 1 კვირა "ნახულობდა", ბოლოს მითხრა სულ ყველაფრის გამოცვლაა საჭიროო, იმისიცო, ამისიცო და ფასი მომიხია, მანქანის ფასს უახლოვდებოდა (ძველი მანქანაა

) . მეთქი 1 თვე მატაროს და მერე ახალი უნდა ვიყიდოთქო. არაო, ამაზე იაფად ვერაო. კაითქო და წავიყვანე სხვაგან.
ამ "სხვაგან" დავტოვე 7 მარტს. მეუბნება ხელოსანი, ხვალ გეტყვი პასუხსო. 8-ში მირეკავს , ესა და ეს აქვსო და წინა ტიპის ნახევარი ფასი მითხრა. კაითქო, გააკეთეთქო. ეს 7 მარტი პარასკევია. ეს მეუბნება, აი შევუკვეთავო, ორშაბათს უეჭველი მექნებაო ნაწილებიო, და სამშაბათს საღამოს წაიყვანეო. მე ვუებნები, ბევრი საჩალიჩოა და შანსი არაათქო, ვერ მოასწრებთქო. არაო, თავი გაიგიჟა, უეჭველი ვიციო (ეტყობა კლიენტი არ დაკარგა, თავის ჭკუაში).
ფული დამატოვინა ხო და დაიწყო მერე ტყუილები და სირობები: სამშაბათს რო მივედი, დაგერეკაო წინასწარო, ტყუილად მოხვედიო, წინა მანქანა პადიომნიკზე მეყენა და იმის მატორი არ მოვიდა და ვერ ჩამოვიღეო და ხვალ მოდიო. "ხვალ" ვურეკავ ისევ. უი არაო, ნაპარნიკი გამიხდა ცუდადო. მე დაგირეკავ ხუთშაბათსო. ხუთშაბათს მირეკავს, უი ესაო, ისაო, და ხვალ, პარასკებს წაიყვანეო. პარასკევს მირეკავს, ბევრი სამუშაო ყოფილა და შაბათს დილას უეჭველი წაიყვანეო. დღეს დილას თვითინ მირეკავს ისევ, ყველაფერი მივაყენეთო, მარა რაღაც მისაერთებელიო სხვა ფირმის ყოფილაო და ორშაბათს დილას შევუკვეთავ იმას და ორშაბათს საღამოს უეჭველი წაიყვანეო. თან იმასაც ვერ ხვდება რო არ ვტყუვდები მაგ სირობებით.
ეს იყო ბოლო რამდენიმე კვირის გამოცდილება ჩემი.
მანამდეც კიდე უამრავი ეგეთი შემთხვევა. 1 შემთხვევა არ მქონია არასდროს, რომ დავტოვო და დროზე წამოვიყვანო (ზეთის გამოცვლის გარდა).
ხო და უეჭველი ზემასიური შავი ხვრელის ამბავია: იმასთან რომ 1 დღეა გასული, ჩემთან უკვე 1 კვირაა და იმიტომ მიყურებენ ხოლმე გაკვირვებული ალბათ, ასე ადრე რამ მოგაქანაო, ჯერ როგორ გავაკეთებდიო.
ხო და ჩამოწერეთ, თუ იცით, ბოქსები, ხელოსნები, კომპანიები:
1. ვინც არიან პროფები და იციან რას აკეთებენ
2. არიან პასუხისმგებლიანები და საკუთარ სიტყვაზე აგებენ პასუხს.
3. არ გაგოიმებენ და დროის აღქმა არ აქვთ დაკარგული
4. სახელოსნოში არ აქვთ ზემასიური შავი ხვრელი
პ.ს.
მოდერ, მერე თუ გინდა ასტრონომიის ან ფიზიკის თემაში გადაიტანე
Attention is all you need.