მოგესალმებით თანაფორუმელებო
ასეთი ისტორია მაქვს, ბიძაჩემი ჩამოვიდა რუსეთიდან, იქ ქონდა გამართული ავტოსერვისი (ღებვა, თუნუქის გასწორება და ა.შ.)
მიატოვა იქეთ ყველაფერი და აქეთ გადმოიტანა ეს სერვისი, საბურთალოზე კანდელაკის ქუჩაზე იქირავა 100 კვ.მ. ყველანაირი ინსტრუმენტები და ა.შ.
საკმაოდ კარგი ხელი აქვს, ორი ავტომობილი გავაკეთებინე, თუნუქი-პლასტმასი-სამღებრო რაც ეხება ამ თემას საკმაოდ კარგად იხერხებს
საქმეს პასუხისმგებლობით უყურებს, მაგრამ ასეთი პრობლემაა კლიენტები ვერ მოიძია ნორმალურად, არადა ბევრად ცუდი ბოქსები ყოველთვის დაკავებულია
ვებ-საიტი გავუკეთე
citymotors.ge ასევე ვარეკლამებ fb-ზე, ბუსტი და ა.შ. მაგრამ შედეგი არაა.
ხომ ვერ მირჩევდით რა მოიმოქმედოს?