#62266569 · 14 Sep 2025, 10:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ გთხოვთ აგენტები და შუამავლები ნუ მომწერთ. ---------- 10 წელია ვარ ინვიტრო პაციენტი. მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ გადაწყდა და ვეძებ სუროგატს პირადად ჩემთვის.
აუცილებელი პირობებია: - ჰქონდეს გამოცდილება ინოვაში ანუ უკვე ნამყოფი იყოს სუროგატად, ქეთის უნდა მოსწონდეს აუცილებლად, - პირველივე გადატანაზე ადვილად რომ ემაგრება ემბრიონი. - არა საკეისრო გაკეთებული, - პასუხისმგებლიანი, - პუნქტუალური, - ყურადღებიანი, თბილი და მშვიდი ხასიათის რომ შევეწყოთ ერთმანეთს.
ხელშეკრულებას გავაფორმებთ პირდაპირ ჩვენ ერთმანეთში ნოტარიულად. პირადი ჰონორარი 30 000$ (რომელიც გადანაწილდება სტანდარტულად) + 2000$ თუ ტყუპია + 2000$ თუ საკეისროა.
მე თვითონ ვარ უზომოდ პასუხისმგებლიანი. გადახდას არ ვაგვიანებ. კლინიკაში მიცნობენ როგორც კარგი გადამხდელი, პირიქით ვცდილობ სულ ავანსები მქონდეს.
თუ აპირებთ ისევ ინოვაში გაიმეოროთ ცდა და დაგაინტერესებთ ჩემი პოსტი, გთხოვთ მომწეროთ პირადში.
გთხოვთ პირადად თქვენ მომწეროთ, თქვენი ისტორიით და გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. მინდა რომ ეს თანხა მოგეცეთ სრულად თქვენ და არ გაუნაწილოთ სააგენტოებს.
ველი ჩემ ფერიას რომელიც გამიჩენს პაწაწინა არსებას და მაღირსებს დედობას
|