საქართველოში რაგბი, დიდი ხანია, გამარჯვებასთან ასოცირდება, მაგრამ მის შესახებ არც ისე ბევრი ადამიანი საუბრობს. ამ წიგნში თავმოყრილი ამბები ცხადყოფს, რატომაც უყვარს ის მსოფლიოს მილიონობით გულშემატკივარს.
გამოცემაში ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ რაგბიზე. ეს ამბები სპორტის ამ ძალიან მაგარ სახეობას უფრო მეტად შეგაყვარებთ და მის კულტურას კიდევ უფრო სხვანაირად დაგანახებთ.
წიგნში 80 ამბავია თავმოყრილი. ბუნებრივია, რაგბის შესახებ გაცილებით მეტი საინტერესო რამ შეიძლება დაიწეროს, მაგრამ რადგან სათამაშო დრო 80 წუთს გრძელდება, ამბების რაოდენობაც, სიმბოლურად, ოთხმოცია.
„რაგბი ჩვენი თამაშია“ – დიდი ხანია, საქართველოში რაგბის ასეთი სულისკვეთებით ვგულშემატკივრობთ. იმედი მაქვს, ეს წიგნიც ისევე გახდება ჩვენი, როგორც რაგბია.
წიგნის შეძენა ონლაინაცაა შესაძლებელი
https://shaqrobabua.ge/products/ragbi-80-ambaviასევე წიგნის მაღაზიებში
მიმაგრებული სურათი