#62101482 · 2 Jun 2025, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ იქნებ ვინმე უკვე დაინტერესდა და მოძიებული აქვს ეს ინფორმაცია. კონკრეტულად ერთ ერთი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი"-ს მიერ გაცემულ სესხებზე პროცენტის გადახდის შეტყობინება არ მოდის გადახდის თარიღის წინა დღეს, მოდის მომდევნო დღეს როდესაც უკვე ვადაგადაცილება ფიქსირდება. სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში ვისთანაც მქონდა შეხება ვღებულობდი შეხსენებით სმს-ს გადასახდელ პროცენტთან დაკავშირებით, ამათ არ აქვთ ეგ. ვადაგადაცილებაზე 20 ლარი მიაქვთ ჯარიმის სახით...
კითხვა შემდეგშია:
აქვს თუ არა ვალდებულება საკრედიტო ორგანიზაციებს მსესხებელს წინასწარ შეატყობინონ მოახლოებული გადასახადის შესახებ? თუ აქვთ, გთხოვთ შესაბამისი კანონი მიმითითოთ. მადლობა
|