სალამი მეგობრებო,
ბევრი ვითმინე, ბევრი ვეძებე და ჩემით გამოვწერე ყველაფერი.
გიზარებთ ინფორმაციას.
მოკლედ ტაო-ბაოდან გამოვწერე MOZA R5 Bundle (ბაზა, რული, პედლები, ბაზის სამაგრი) (1000 ₾) + ფორმულას რულის მოდი (75 GEL). ამის გარდა საკაიფო ახალი თაობის გაძლიერებული კოკპიტი (სკამის გარეშე) - (100 GEL). ჩამოტანა მიჯდება 370 ლარი. და ამას პლუს განბაჟება 180 ლარი.
წონები და ჩამოტანის ფასი (სულ: 370 ლარი)
მოზა ბანდლ - 12,5 კგ. 12.5 x 5$= 62, (180 ლარი)
სადგამი - 13 კგ. 13 x 5$= 65 (190 ლარი)
ჩამომაქვს გადამზიდი კომპანია Royal Post-ით, სახმელეთო გადაზიდვით. კგ-ს ფასი 5$ . მოდის მანქანით (ტრაილერით). თვეში ორჯერ გამოდის ეგ ტრაილერი. პირველ და 15 რიცხვში. ჩამოტანს უნდა დაახლოვებით 30 დღე. ამას უნდა დაუმატოთ ის მოცდის დღეები. საბოლოო ჯამში არცერთ ვარიანტში 45 დღეს არ გადაცდება. გააჩნიოა რა რიცხვში მივა სატრანსპორტო კომპანიის საწყობში.
აი კომპანიის ლინკი:
https://royalpost.ge/price-ranges ანუ
MOZA R5 ბანდლი - 1000 GEL
ფორმულას რულის მოდი - 75 GEL
სადგამი - 100 GEL
ჩამოტანა -360 GEL
განბაჟება - 180 GEL
_____________
სულ: 1715* GEL.
*ტაო-ბაო კონვერტაციაზე ცოტას უმატებს. ამიტომ ამ თანხაზე პლუს ერთ 50-60$ იანგარიშეთ.
მოკლედ აი ასე მოვიგიჟიანე თავი და ამხელ თანხა ვხიე smile.gif
ლინკები აგერაა
https://detail.tmall.com/item.htm?_u=120cu9....3f8c2e8dARkV13https://item.taobao.com/item.htm?_u=120cu9j....3f8c2e8dARkV13
https://www.youtube.com/results?search_quer...rmula+wheel+mod https://www.youtube.com/watch?v=4tUh65gcrq8 https://www.youtube.com/watch?v=J8K1K9noiCw This post has been edited by Olasi on 21 Mar 2025, 23:04
სიმართლე სინათლესავითაა. ისე ვერ დამალავ, როგორც სინათლეს ვერ დამალავ სიბნელეში და რაც მთავარია, რაც უფრო მეტია სიბნელე - უფრო კარგად ჩანს.