ორი თემა არ არის, პირველში არის როგორი შეიარაღება და ტექნიკა და ამოცანებია, აქ მხოლოდ გამოკითხვა და მეტი არაფერი. ერთი კვირით და მერე დაიხუროს. საერთოდ განხილვის თემად არ მინდოდა, მაგრამ ვერ გავუგე ამ კომპიუტერს თუ საიტს.
ისე ხომ არ აჯობებდა აქ გაგრძელდეს ფლოტის თემის განხილვა. კონკრეტული თემების ირგვლივ. როდესაც ამოიწურება ყველანაირი მოსაზრება ერთ საკითხზე, თანიმდევრულად გადავალთ მეორე საკითხზე და რომ მიაღწევს 45 გვერდს, გაიხსნას დამატებით, თორემ გადატვირთულია და არეულია თვითონ ფლოტში თემები. მაგალითად:
1. როგორი ფლოტი გვინდა;
2. მცურავი საშუალებები, შეიარაღება, ახალი საზღვაო ტექნოლოგიები;
3. საზღვაო ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;
4. საზღვაო აკადემია და სასწავლო ცენტრები;
საზღვაო მიმართულებით ეს ყველაფერი თუ ასე დალაგებულად იქნება თემების და მიხედვით ანუ გაშლილი , ძალიან კარგი შემეცნებითი განყოფილება გამოვა. (რათქმაუნდა სერვერს თუ შეუძლია აიტანოს ამდენი მასალა).
მოდით დავაკვირდეთ ერთად ამ განყოფილებას, არეულია ერთმანეთში ყველა მოსაზრება და უცხო ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის ზღვა და საზღვაო სამსახური რას წარმოადგენს, შეიძლება ვერ გაიგოს ვერაფერი. თუ არ ვცდები ამ ფორუმის მიზანი არის შემეცნება და აზრთა გაცვლა ამათუიმ საკითხზე. მაგრამ ამ უცხო ადამიანმა შეიძლება კარგად იცოდეს საზღვაო რადარები, ან საზღვაო კავშირგაბმულობა, სამანქანო განყოფილება ანუ მე-5 საბრძოლო ნაწილი ანუ დიზელების სპეციალისტი, ან კარგი სპეციალისტი მეტეოროლოგიის და მეტროლოგიის საკითხებში.
ნუ შეხედეთ და თქვენ გადაწყვიტეთ

.
This post has been edited by kaxeti on 13 Oct 2010, 04:36