WC2026მოიწი ბარემ სკრილზე მოგიყვე, ის პერიოდია სამსახურიდან აკრძალულ პირთა სიაში შემიყვანეს და ვერსად აზარტულ საიტებზე ფული ვერ შემქონდა, როგორც ნარკომანი ყოველთვის იშოვის გზას დოზისკენ ეგრე მივადექი სკრილს, თანხა შევიტანე და მიწერს რომ აზარტული საიტებისთვის ვერ გამოვიყენებდი, თუმცა კრიპტოს ვიყიდულობდი და კრიპტო შემქონდა სადაც მინდოდა, ამ გადარიცხვასა და კონვერტაციებში 100 ლარიდან 20 ლარი მიჰქონდა საკომისიოებს, ორმოცდაათიც რომ წაეღო მაინც ჩავრიცხავდი, ამაზე კლე როგორ უნდა ვიყო ცხოვრებაში, არ ვიცი

ერთ დღეს როცა ფინანსურად დამენძრა, გაბრაზებულზე ხიდების დაწვა ვცადე, მივწერე სკრილს, დამოკიდებული ვარ, თავს ვერ ვაკონტროლებ, გთხოვთ თქვენი საფულით სარგებლობა სამუდამოდ შემიზღუდოთ მეთქი და კაიო, ბრაზმა რომ გადამიარა მერე მივწერე უკეთ ვარ, აღმიდგინეთ საფულეთქო და არაო, მაგიტომ ვაფასებ

ეგ გზა რო დაიკეტა, მერე ბაინანსს მივადექი.
რა მეშველება არ ვიცი, ასე როდემდე ვიყო.
იცი რაზე მეფიქრება ხოლმე, გარშემო რამდენი ხალხია გემბლინგის გამო გაუბედურებული, რამდენი ოჯახი დანგრეული, ღუზაა ჩვეულებრივი და მე ვარ ის ტიპი ვინც ხელს უწყობს მაგ ბიზნესს რომ იარსებოს, იცი რატომ ვართ ცუდი ტიპები, ყველამ ვიცით რომ კაზინო ყველთვის მოგებაში იქნება, მაგრამ ერთხელ შეიძლება გაგიმართლოს და რომც გაგიმართლოს გიფიქრია რა ფულია ეგ? იმ ტიპის წაგებული ფულია რომელიც ნულზე დარჩა, ან მინუსში გავიდა, შენც ხო დარჩენილხარ ნულზე, ხო იცი რა კლე შეგრძნებაცაა და თანახმა ხარ რომ ეგეთი ფული აიღო, არ ფიქრობ იმ ვიღაც ტიპზე, ბევრი იტყვის რომ ერთობა, იმაზე რატომ უნდა იფიქროს რომ იმ ბიზნესს აძლიერებს რომელიც ხალხს სუიციდისკენ მიდრეკილს ხდის.
გავარტყი ლაშა ტალახაძის ყველა მედალას, მერაბ დვალიშვილის ყველა ქამარს, ყველა სპორტსმენს გავკარი, ეგენი არ უნდა იყვნენ მაგალითები, ეგ ყველაფრის მკადრებლები
ბუნებითაც ეგეთი ვარ, მაგალითად მივდივართ მთაში სანადიროდ ხო? მე ბარში დაგელოდებით, მე ცხოველებს ვერ მოვკლავ, რასაც მოინადირებთ ჩამოიტანეთ შევჭამოთ, პაჟალსტა :boli: