საირმის ტყისა და ვანის მთის ამბავი იმ ტენდენციის გაგრძელებაა, როგორ ჩაგრავს სახელმწიფო პატარა ადამიანებს დიდი ფეოდალების ინტერესების სასარგებლოდ; არღვევს მათი საკუთრების უფლებას; მათგან ფარულად არიგებს ტყეებს, რომლითაც ეს ადამიანები საზრდოობენ; აშინებს და ატერორებს ადამიანებს, რომლებიც აქამდე სასამართლოში ნამყოფიც არ არიან; აიძულებს არარსებული დანაშაულები აღიარონ და თავისუფლება ნასესხები ფულით შეინარჩუნონ. დაჩაგრული ადამიანების ერთადერთი დამცველი კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია. სისტემა ცდილობს, რიგითი მოქალაქეების უკანასკნელი იმედი დრაკონული კანონებით მოსპოს და ფეოდალებს ველი მთლიანად მოუსუფთაოს.
თემა:
პაპაშვილი ძროხებს სკლინტს აჭმევდაროგორ იყიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახეთში, მდინარე ალაზნის პირას 100 ათასი კვმ ტყე 1 ლარად, როცა იმავე ტერიტორიაზე 1 კვმ მიწის ფასი 5 დოლარია. გიამბობთ, როგორ მოატყუა დეპუტატმა სახელმწიფო და როგორ აარიდა თავი ბიუჯეტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.
რაჭის ტყეები პუტინის კარის ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს მრავალი კანონდარღვევით გადაეცა - ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას, სარჩო-საბადებელს. ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში.
„იდი, ნახუი“, - რუსული გინებით გააძევეს სახელმწიფო ორგანოს - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისიდან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ბალდის უნიკალური კანიონის გადასარჩენად იბრძვიან. მთავრობამ, ისე, რომ კანიონის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობასაც კი არაფერი ჰკითხა, ბუნების ძეგლი, 40 წლით, რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს გადასცა. ისინი კანიონს დაჩქარებული ტემპებით აბეტონებენ და ამახინჯებენ. კანონდარღვევებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელი რომ არ შეეშალოთ, მათ საგანგებოდ პოლიცია დარაჯობთ.
* * *
ეს ერთი საქმეც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ხელისუფლება ავიწროებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ბალდის კანიონის დასაცავად იბრძვიან. თუმცა, ამის გარდა, არსებობს სხვა საქმეებიც: პროტესტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ მარტვილის პოლიციაში არაერთი საჩივარია შეტანილი - აქტივისტები დაკითხვიდან დაკითხვაზე დაჰყავთ; ინვესტორი და მისი წარმომადგენლები „ბალდის კანიონის მცველებს“ ორჯერ დაესხნენ თავს და ცემეს; ინვესტორს, ხელისუფლების ხელშეწყობით, პროტესტის დისკრედიტაციისთვის სოციალურ ქსელებსა და მედიაში ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია აქვს გაჩაღებული.
ინდიკო ბჟალავა ბალდის პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. მარტვილის პოლიციამ ის 12 ივნისს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა და ამით პროტესტს ჩამოაცილა
This post has been edited by ჩეკო on 1 Apr 2025, 21:50