Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სპორტი
->
ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჯიუ-ჯიცუ
, სრულყოფილი იარაღი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!
ჯგუფი: Registered
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!
ჯგუფი: Registered
წერილები: 1321
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09
#14562869
· 5 Jul 2009, 02:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
,,ჯიუ-ჯიცუ,, ორი სიტყვისგან შედგება: ,,ჯიუ,, ნიშნავს ,,რბილს,, ანუ მოქნილს, დამყოლს. ხოლო ,,ჯიცუ,, - კი ტექნიკას, ხერხს.
,,რბილი,, ცნება შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ოსტატი მოწინააღმდეგეს მანამდე ,,აცლის,, შეტევას, სანამ ჩიხში არ მოაქცევს მას და შემდეგ მტრის მოქმედებას მისვე წინააღმდეგ იყენებს.
ჯიუ-ჯიცუ - [იაპ. - უიარაღოდ თავდაცვის (აგრეთვე შეტევის) თავისებური ილეთების სისტემა-ხელებისა და ფეხების სახსრებში გადაგრეხა. სასუნთქი გზების შეხუთვა და სხვ.
- აქ ერთმანეთს ერწყმის კარატეს და ჭიდაობის ელემენტები, ასევე იარაღის წინააღმდეგ შიშველი ხელით ბრძოლის ილეთები.
,,ჯიუ-ჯიცუს,, ოსტატების აზრით ამ სახეობის მთავარ პრინციპია - ,,დანებდი, რომ გაიმარჯვო,, ანუ ეს შეიძლება ასე აიხსნას: ,,ტოტი თოვლქვეშ მანამ იღუნება, სანამ მას ძირს არ ჩამოყრის,, ანდა ,,მოქნილი ტირიფი ქარიშხლის შემდეგ კვლავ სწორდება, ძლიერი მუხა კი წაქცეულია,, ასე რომ დასკვნა თვითონ გამოიტანეთ..
თვით ძიუდოს და აიკიდოს შემქმნელებიც ჯიუ-ჯიცუს დიდი უსტატები იყვნენ.
საბრძოლო ხელოვნების უპირატესობა მიღებული ქამრის ფერით არ იზომება. ესაა სულიერი ჰარმონიის მიღწევა, გონებრივი და ემოციური სიმშვიდის გამომუშავება, ასევე ძალისა და ფიზიკური ჯანმრთელობის განვითარება
ბავშვებმა 6-7 წლიდან შეიძლება. პრინციპში საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს - მთავარია ადამიანს შინაგანად გინდოდეს და სურვილი გკლავდეს.. მოვიშველიებ ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი დიდ ოსტატის სიტყვებს: ,,დროს ტყუილად ნუ დახარჯავ - ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, ისწავლე დარტყმაზე დარტყმით პასუხი, დაე შენი ხელი ფოლადზე მაგარი იყოს, რომ მტერს ამაოდ ჰქონდეს თავის ფოლადის მახვილის იმედი,,
პირველი წელი ეს ორთაბრძოლის ანა-ბანას სწავლაა.. მეორე და შემდეგი წლები კი დაოსტატების პერიოდია.
თუ კარგად დაეუფლები ერთ ილეთს მაშინ შენ შეძლებ სხვა ილეთებთან ურთიერთკავშირის დანახვას და მათ ერთმანეთთან შერწყმას.
აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდი ოსტატი ფუნაკოში ამბობდა: ,,ვარჯიზე იყავი უკიდურესად სერიოზული, რასაც არ უნდა აკეთებდე - იჯდე, იდგე თუ ვარჯის ასრულებდე - ყოველთვის გახსოვდეს მოწინააღმდეგე! ბრძოლაში დარტყმის მიყენებისას არ უნდა დაუშვა ეჭვის ნატამალიც კი, ვინაიდან ერთი დარტყმა ყველაფერს წყვეტს. თუ შეცდომას დაუშვებ - დამარცხდები,დაიღუპები..!
ჩინურ სიბრძნე: ,,კულტურულმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს საბრძოლო ხელოვნება, ხოლო მებრძოლმა - შეისწავლოს კულტურა,,
,,აჰყევი, რათა გაიმარჯვო,,
ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი პრინციპი
იაპონური ჭიდაობები ჯიუ-ჯიცუ და ძიუ-დო თავისი ბევრი პრინციპებისთვის ჩინეთს უნდა უმადლოდეს; აი-კი-დოს შემქმნელმა მორიხეი უესიბამ კარგა ხანს ჩინეთში იმოგზაურა და იქაური საბრძოლო ხელოვნებების გადახარშვის შემდეგ შექმნა თავისი (თუმცა იაპონური ფარიკაობიდან და ჭიდაობებიდანაც აიღო ბევრი რამ); კუნძულ ოკინავაზე კარატეს შემქმნელები თავიდან ჩინელებთან სწავლობდნენ და ა. შ.
ჯერ კიდევ 710-784 წლებსში ცნობილია, რომ იმპერატორ ნარას მმართველობის პერიოდში იმართებოდა გრანდიოზული შეჯიბრებები ჭიდაობა სუმოში, ოღონდ დღევანდელი ტრადიციული სუმოსგან განსხვავებით მოწინაღნდეგეები ერთმანეთს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელში ერკინებოდნენ.
ორთაბრძოლის ილეთების დახვეწასთან ერთად ჩნდებოდა ვარჯიშის ფორმები, რომლებიც შემდგომ, მომზადების სისტემებად ყალიბდებოდა. ასე მაგალითად XIV საუკუნეში უკვე იხსენიება ჯიუჯიცუ, რომელიც XVI საუკუნეში უკვე ყალიბდება როგორც კიდევ ერთი საბრძოლო მომზადების სისტემა და იმპერატორის კარზე იმართებოდა მებრძოლთა შეჯიბრებები. ამ პერიოდიდან ჯიუჯიცუ იქცა როგორც ფიზიკური და სულიერი წრთობის ერთ ერთ საშუალებად.
თითქმის ამავე პერიოდს ეკუთვნის კიტორიუს, კიოსინრიუს და ტენსინსინრიუს სკოლების გახსნა. XIX საუკუნიდან იაპონიაში უკვე ასამდე ჯიუჯიცუს სკოლა იყო გახსნილი. სკოლებში იქმნებოდა წმინდა ადგილები (კუთხეები) რითიც სავარჯიშო დარბაზი (დოჯე) წარმოადგენდა წმინდა სახლს, სადაც მიდინარეობდა ქადაგება კონფუციანიზმის, ბუდიზმის და სინტუიზმის. ყველა სკოლას გამოჰქონდა თავისი დოგმები და იმუშავებდა შეჯიბრებებსისა და ვარჯიშების ჩატარების სხვადასხვა ცერემონიალს და რიტუალს.
ძიუდოს (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7498
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07
#14606229
· 8 Jul 2009, 09:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგ ფილოსოფია და არსი რა არის?.....................
და რა გამოცდილება გაქვთ ჯიუ-ჯიტსუს ფლობაში?
ჯიუ-ჯიტსუს რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Joe Cole
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Joe Cole
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1785
წევრი No.: 34026
რეგისტრ.: 29-April 07
#14607703
· 8 Jul 2009, 11:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბრაზილიელი როჟა რო იყო თუ გახსოვთ, სულ რო იგებდა ბოი ბეზ პრავილ-ის ტურნირებს, ბაბუამისთან ერთად რო გადმოდიოდა რინგზე, ეგ ხო ჯიუ-ჯიტსუ-ისტი იყო? გრეისი იყო მგონი გვარად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7498
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07
#14611033
· 8 Jul 2009, 16:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხუას გრეისი იყო, და ფლობდა ეგრეთ წოდებულ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს რომელიც მისმა ბაბუამ დააფუძნა
მას მერე რაც იაპონიაში ჟიუ-ჟიტსუს და ძიუდოს გაეცნო, ისე ევროპაში ადრე ძიუდოს კანოს ჯიუ-ჯიტსუთ მოიხსენიებდნენ.
ხუას გრეისის სტილი უფრო რინგზე იყო მორგებული, მე არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნებოდა ის რეალურ ბრძოლაში,
ან შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინაშე.
დღეს გრეისები ისე აგარ ჩანან როგორც ადრე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Roy
ტყლარჭია
ჯგუფი: Members
Roy
ტყლარჭია
ჯგუფი: Members
წერილები: 10796
წევრი No.: 14675
რეგისტრ.: 19-November 05
#14612492
· 8 Jul 2009, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Joe Cole
QUOTE
ბრაზილიელი როჟა
როის გრეისი. უძლიერესზე უძლიერესი იყო ოქტაგონზე. აი შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ რამდენად ეფექტური იქნებოდა მისი ტაქტიკა ხზ.
This post has been edited by
Roy
on 8 Jul 2009, 18:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2010
წევრი No.: 94253
რეგისტრ.: 23-June 09
#14620754
· 9 Jul 2009, 09:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაზუში საკურაბა გაგიგიათ? გრეისების რისხვა იყო, გალახული ყავს გრეისების თითქმის მთელი ოჯახი.
რაც შეეხება საბრძოლო სტილს, დღეს ყველაზე მაღალრეიტინგული უძლიერესი მებრძოლი კომბატ სამბოს წარმომადგენელი ემელიანენკოა. რუსების დედაც, მარა სამბო კი კარგი აქვთ. ჯიუ-ჯიტსუ ვერცერთ კომპონენტში ვერ ჯობნის, განსაკუთრებით კომბატ სამბოს.
* * *
http://www.youtube.com/watch?v=FX8deealksY...player_embedded
ეს კიდევ მაურისიო შოგუნ რუაა. 2:10-დან ყვითელტრუსიკიანს რომ ურახუნებს, ეგ კიდევ ერიკ ვანდერლეია, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ჩემპიონი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7498
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07
#14625754
· 9 Jul 2009, 15:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იმ რინგზე სადაც ემელიანენკო დომინირებს ცოტა განსხვავებული წესებია.
ხოლო საბრძოლო სამბოს ან ჯიუ-ჯიტსუს სიმძლავრის განსაზვრა რომელიმე
რინგის სტატისტიკიტ სისულელეა. რადგან საბრძოლო სამბო ჩამოყალიბდა
და დაიხვეწა იმ საბრძოლო მოთხოვნებით რომელიც საბჭოთა ძალოვან
სისტემას ჭირდებოდა 1928-წლებში. ჯიუ-ჯიტსუ შეიქმნა და ჩამოყალიბდა
1100 წ. და შემდგომ შიდა იაპონურ ომებში.
ორივე ეფექტურია. დანარჩენი კი არის კონკრეტულად წარმომადგენლის უნარზე და შნოზე დამოკიდებული.
თუმცა ვთვლი რომ რომელიმე სპორტულ რინგს არ ძალულს რომელიმე სახეობის უპირატესობის დამტკიცება. მაგ: რინგზე მტკივნეული ილეთის სწორად წარმართვა უკვე მოგებაა(ხელის მოტეხვა). თუმცა რეალურ ბრძოლაში ეგ საკმარისი არ არის, რადგან ხელი შეიძლება საერთოდ გასაწირი გაგიხდეს. ამას ემატება ისიც რომ ბოლო დროს თავით დარტყმები ამოიგეს, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია აღარ მინახავს. არადა ადრე ეფექტურად იყენებდნენ.
ისე სამბოში დიდი უმრავლესობა ილეთებისა სწორედ ჯიუ-ჯიტსუდან მოვიდა.
ემელიანენკოს არ ახვედრებენ ისეთ წარმომადგენლებს რომელთაც მე ვისურვებდი. ემელიანენკოს კარგი სტატისკა აქვს მაგრამ აარც ისე შთამბეჭდავი მოწინააგმდეგები.
ემელიანენკო მართლაც შტამბეწდავი წარმომადგენელლია, მაგრამ
უძლიერესს მე მას არ ვუწოდებდი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2010
წევრი No.: 94253
რეგისტრ.: 23-June 09
#14627717
· 9 Jul 2009, 17:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ემელიანენკოს არ ახვედრებენ ისეთ წარმომადგენლებს რომელთაც მე ვისურვებდი.
კონკრეტულად ვის გულისხმობ?
QUOTE
ემელიანენკოს კარგი სტატისკა აქვს მაგრამ აარც ისე შთამბეჭდავი მოწინააგმდეგები.
მარკ კოლმანი (ორჯერ) მარკ ჰანტი, მირკო კროკოპი, ანტონიო ნოგეირა (სამჯერ), კევინ რანდელმანი, ფუჯიტა (ამან ცჰვენი საამაყო ოლიმპიელი გაგვილახა სამარცხვინოდ) , სემი შილტი, რენატო ბაბალუ, რიკარდო არონა, და სულ თავიდან ლევან ლაგვილავაც :(
1 აგვისტოს ჯოშ ბარნეტს ხვდება, უძიერეს მებრძოლს, ისიც თუ გალახა კითხვის ნიშანს აღარ ტოვებს თუ ვინ არის უძლიერესი
ისე რიკსონ გრეისი კი იმუქრება მე ვიცი როგორც უნდა მოერიო ემელიანენკოსო, მარა სიტყვების იქით არ მიდის და
* * *
ჯიუ-ჯიცუს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ თემის დასახელებას არ ვეთანხმები. მემგონი არაა ჯიუ-ჯიცუ სრულყოფილი იარაღი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maverick16
hell was full so i came back!
ჯგუფი: Members
maverick16
hell was full so i came back!
ჯგუფი: Members
წერილები: 7613
წევრი No.: 66879
რეგისტრ.: 8-July 08
#14628920
· 9 Jul 2009, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიუჯიცუ სრულყოფილი იარაღია პარტერში მაგრამ არა მდგომში. ემელიანენკოს რაც შეეხება მართლა უძლიერესია მარა რენდელმანთან მაგრად გაუმართლა გდების შემდეგ ძაან მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და ეგრევე ბალევოი გაუკეთა და მოიგო თუმცა რენდელმანისგანაც სახსოვარი-ორი მოტეხილი ნეკნი დარჩა :eeh: :givi:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7498
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07
#14635968
· 10 Jul 2009, 08:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უმრავლესობა თქვენს მიერ ჩამოთვლილები მან დაამარცხა ქულებით და არა სუფთა მოგებით.
ამიტომაც ემელიანენკოს სიძლიერე მისი სტილის უპირატესობას არ გამოხატავს, არამედ
იმას რომ მისი სტილი უფრო მორგებულია იმ რინგზა რომელზეც გამოდის.
ვისურვებდი რომ შეხვდეს შემდეგ პირებს. ყველას ვერ ჩამოვთვლი რადგან გვარები არ მახსოვს:
ანდერსონ სილვა, ლიოტო მაჩიდა, რაჩად ევანს, გონზაგა,
ანუ UFC-ის მოქმედ ძლიერ წარმომადგენლებს და არა უკვე ვადაგასულ სპორტსმენებს.
ანდერსონ სილვა - ამას გამოვყოფდი რადგან ძალიან სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ შედეგები აქვს შესანიშნავი.
This post has been edited by
nocs_13
on 10 Jul 2009, 08:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2010
წევრი No.: 94253
რეგისტრ.: 23-June 09
#14636198
· 10 Jul 2009, 09:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ვისურვებდი რომ შეხვდეს შემდეგ პირებს. ყველას ვერ ჩამოვთვლი რადგან გვარები არ მახსოვს: ანდერსონ სილვა, ლიოტო მაჩიდა, რაჩად ევანს, გონზაგა,
ანდერსონ სილვა ახლა გადავიდა 205 ფაუნდ წონაში, ემელიანენკო კი მძიმე წონაა, ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ამიტომ იქნება ამ თემაზე სპეკულაცია.
http://www.youtube.com/watch?v=gBIRvPFT0-4...player_embedded
ეს ანდერსონ სილვა ჯობს ემელიანენკოს?
გონზაგა 44 წლის ბებერმა გალახა, კროკოპთან შემთხვევით თუ გაუვარდა, ეგ არაფერს ნიშნავს.
ლიოტო მაჩიდა და რაჩად ევანსი ცნობილი სახეებია MMA-ში, მაგრამ სხვა წონა და მაინც სხვა დონეა ჩემი აზრით.
UFC კი საერთოდ..... ძალიან კომერციული და ძალიან სახელშერცხვენილი ორგანიზაციაა, მისი რეიტინგი რამეს ნიშნავს საერთოდ MMA-ში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სუხიშვილები
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
სუხიშვილები
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7407
წევრი No.: 40767
რეგისტრ.: 28-August 07
#14636209
· 10 Jul 2009, 09:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე დავდიოდი ვფლობ ჯიუ-ჯიცუს ძალიან მაგარია, ვურჩევ ყველას რომ იაროს :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nocs_13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7498
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07
#14636538
· 10 Jul 2009, 10:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა კომერციულობაზე და სახეშერცხვენილობაზე, კი გეთანხმებით.
ეგ ანდერსონ სილვას საკმაოდ ძველი შეხვედრაა, მე უფრო ახლო სტატისტიკით ვისარგებლობ, ისე ეგ სილვა ადრეც დაიჭირეს ფეხის მტკივნეულზე.
რადგან მაინტერესებს ამჟამინდელი ფორმა ამა თუ იმ სპორთსმენისა.
გონზაგა შეცდომით დავწერე გთხოვთ მომიტევოთ... მაინცდამაინც სპორტსმენების
სახელები და გვარები კარგად არ მახსოვს.
ეს საკითხი სპეკულაციური რომ არის ეს ბუნებრივია, რადგან ასევე სპეკულაციურია
სტილებისა და სახეობების შედარება მათი წარმომადგენლების შედეგებით,
რადგან ეგ რინგები უფრო შერეულ სტილებს წარმოადგენენ.
This post has been edited by
nocs_13
on 10 Jul 2009, 10:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
iceman
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2010
წევრი No.: 94253
რეგისტრ.: 23-June 09
#14636657
· 10 Jul 2009, 10:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ეს საკითხი სპეკულაციური რომ არის ეს ბუნებრივია, რადგან ასევე სპეკულაციურია სტილებისა და სახეობების შედარება მათი წარმომადგენლების შედეგებით, რადგან ეგ რინგები უფრო შერეულ სტილებს წარმოადგენენ.
გეთანხმებით ;)
ემელიანენკოს ფანი არ გეგონოთ, ნეტა ვინმე გალახავდეს, ამიტომ ველოდები 1 აგვისტოს, იქნებ ბარნეტმა დაუსვას რუსების ბლატაობას წერტილი.
* * *
QUOTE
მე დავდიოდი ვფლობ ჯიუ-ჯიცუს ძალიან მაგარია, ვურჩევ ყველას რომ იაროს smile.gif
ახლაც არის წრე? სად არის და ასაკი თუა შეზღუდული? (ცოტა ბებერი ვარ)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!
ჯგუფი: Registered
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!
ჯგუფი: Registered
წერილები: 1321
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09
#14682529
· 13 Jul 2009, 21:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აი ესენი ჩვენი ბიჭები არიან
* * *
ეს კი იგივე ვიდეო ,,მაივიდეოდან:
http://www.myvideo.ge/?video_id=375600
This post has been edited by
monte cristo2009
on 13 Jul 2009, 21:28
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება
|
იქით
»
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0207 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.