რუსი გოგოები (ზოგადად სლავები), ძალიან მაგრები არიან მენტალურად და აღნაგობაც საჩოგბურთო აქვს ბევრს. თხელები, იდეალური სიმაღლით.
მთავარი მაინც ის არის რომ ამ მენტალურ დატვირთვას კარგად უძლებენ. ბავშვობიდან ეჩვევიან მშობლების და მწვრთვნელების მიერ ტისკვასაც.
აქ რომ ვუყურებ ბავშვებს (გოგოებს), ზოგს კარგი სისწრაფე აქვს, ზოგს საკმარისი სიმაღლე, ზოგს ვიღაცას კარგი ჩაწოდება, ვიღაცას მენტალობა, ზოგს მონდომება, ფორჰენდი, ბექჰენდი, გამძლეობა. ვიღაცას ფინანსური შეძლება აქვს საკმარისი. რომ შეკრიბო 20 ბავშვიდან 1 იდეალურ მომავალ ჩოგბურთელს ააწყობ

თან ღადაობა ის არის რომ ამ იდეალურ ბავშვსაც 0,3% აქვს შანსი რომ პრო გახდესო. (პატრიკ მურატოღლუს თუ დავუჯერებთ)
ტურნირებზე კი ჩამოდიან რუსები, უკრაინელები და ბელარუსები და ეს ყველაფერი აქვთ.