Aki97საერთოდ არ ვცხოვრობთ ერთიდაიგივე საქართველოში როგორც ჩანს.
თქვენგან განსხვავებით, არ მგონია რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ნაცები და ქოცები არიან.
სანამ ქოცებს ნაცები ეყოლებათ შესადარებლად, სანამ ეს ,,აღარვართ ნაცები" , ,,გამოვსწორდით ნაცები"
და ,,ბანკირი ყოფილი ნაცები" გამოვლენ და ჭკუის სწავლებას დაგვიწყებენ, ისე თითქოს
თევზის მეხსიერება გვქონდეს და არ გვახსოვდეს ვინ რას აკეთებდა და აფუჭებდა მანამდე
არაფერი შეიცვლება.
გაბოროტებული ნაცები, მუდმივად შეეცდებიან ბოღმის ნთხევას, ლანძღვას და ყველაფრის
გაფუჭებას და ჩაკუკვას ყველაფერში რომ მერე თითი გაიშვირონ...
რა პრობლემა აქვს საზოგადოებას -
ჩვენი პრიორიტეტი არ უნდა იყოს არც ნაცების მმართველობაში დაბრუნება
და არც ქოცების მმართველობის შენარჩუნება
ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს იმ რეალურ პრობლემებზე საუბარი და გადაჭრის
გზების ძიება რაც ქვეყანას აგდებს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაც არ მოგვწონს.
გავაკეთოთ დაშვება რომ ქოცები და ნაცები ერთ თამაშს თამაშობენ და რასაც ქოცები
ფულს უტეხავენ ხალხს, ნაცებს უნაწილებენ.
ასთ შემთხვევაში ნაცების მხარდამჭერებად და ქოცების მხარდამჭერებად
დაყოფილი საზოგადოება რამე ღირებულს შექმნის?
აი ეს არის რაც რეალურ დროში, ნაცების მხარდამჭერების არ მომწონს.
იდეის გარშემო, უკეთესი საქართველოს გარშემო უნდა გაერთიანდეთ
და არა ღვარძლით, შურით დაბრმავებულები, მოტყუებულები
რომ საყვარელი პრეზიდენტი დაგვიჭირეს და იტანჯება ციხეში,
ქვეყნის გადამრჩენელ, ევროინტეგრაციის მომტან ნაციონალურ მოძრაობას
წაართვეს მმართველობა და საშუალება აეყვავებინა ქართველი ერი და ქვეყანა.
მორჩა ნაციონალური მოძრაობა, ჩაფლავდა, ჩაისვარა მიშამ და მაგ წარსულს რაც
მისტირიხართ უკვე მერამდენე წელია რამე სახეირო გაკეთდა?
უკაცრავად თუ ვცდები მაგრამ
ძალა ხალხშია და ამ ძალის და ხალხის გაერთიანების ყველაზე დიდი ხელისშემშლელი
სწორედ ყოფილი ნაცები და აღარვართ ნაცები არიან.