მოკლედ, მორწმუნეებო, კითხვა მაქვს თქვენთან, რომელიც ალბათ უკვე ათასჯერ გსმენიათ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ნორმალური პასუხი. საუბარია თქვენს ამ ყოვლისშემძლე, ყოვლადმოწყალე და ყოვლისმცოდნე ღმერთზე. ხომ იცით, ის არსება, ყველაფერი რომ შეუძლია, ყველა უყვარს და ყველაფერი იცის.
და რა მაინტერესებს წარმოიდგინეთ ახალშობილი, რომელიც იბადება და მაშინვე იწყება ჯოჯოხეთი, მძიმე გენეტიკური დაავადება, აუტანელი ტკივილი, მოკლე და ტანჯული სიცოცხლე. ნუ, კლასიკური ვარიანტია, ღმერთს რომ ძაან უყვარს ხოლმე.
ახლა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ თუ ეს თქვენი ღმერთი მართლა ყოვლისშემძლეა, ხომ შეეძლო ამ საშინელების თავიდან აცილება? ხომ შეეძლო ჯანმრთელი ბავშვი გაეჩინა? ან თუ მართლა ყოვლადმოწყალეა, ნუთუ სიამოვნებს ამ პატარა არსების ტანჯვის ყურება? მე პირადად ვერ წარმომიდგენია მოწყალე არსება, რომელიც ასეთ რამეს დაუშვებს. და ბოლოს, თუ ყველაფერი იცის, ხომ იცოდა, რომ ეს ბავშვი ასე დაიტანჯებოდა? ხოდა, რაღა აზრი ჰქონდა მის დაბადებას საერთოდ?
და ახლა, გთხოვთ, ნუ დაიწყებთ იმ ძველებურ ზღაპრებს, რომლებიც 10000 ჯერ მაქვს მოსმენილი.
1.(ღვთის გზები შეუცნობელია) ნუ, ეს ხომ საერთოდ კლასიკაა. ან როცა პასუხი არ გაქვთ ამბობთ, რომ ჩვენ ვერ გავიგებთო ძაან მარტივია არა?
2. (ეს ჩვენი გამოცდაა) სერიოზულად? ახალშობილის ტანჯვა ჩემი გამოცდაა? ანუ, ღმერთი ასე გვამოწმებს, რამდენად მორწმუნეები ვართ?
3. (თავისუფალი ნება) ახალშობილს რა თავისუფალი ნება აქვს, საერთოდ რაზეა საუბარი? მან ხომ არაფერი არ იცის და არც არაფერი ჩაუდენია.
4. (ეს სულიერი ზრდისთვისაა) ეს ხომ საერთოდ აბსურდია. რა სულიერი ზრდა შეიძლება იყოს ჩვილის ტანჯვაში?
5) "მიზანი ამართლებს საშუვალებას" თუ ღმერთი არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე და თუ "მიზანი ამართლებს საშუალებას" მაშინ რატომ იყენებს ისეთ "საშუალებებს" რომლებიც იწვევს უდანაშაულო ბავშვების ტანჯვასა და სიკვდილს? ხომ არ შეეძლო მას სხვა, უფრო ჰუმანური გზა მოეძებნა ამ მიზნის მისაღწევად, თუკი ასეთი მიზანი საერთოდ არსებობს?
მოდით, ბიბლიასაც გადავხედოთ, თქვენს წმინდა წიგნს. იქ ხომ უამრავი "საინტერესო" ამბავია მაგალითად, ძველ აღთქმაში საკმაოდ ხშირია ომები, სადაც ხოცავენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. ან თუნდაც გაუპატიურების შემთხვევები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მკაცრად ისჯება. მაგალითად, მეორე რჯულის 22:28-29-ში წერია, რომ თუ კაცი ქალწულს გააუპატიურებს, უნდა მოიყვანოს ცოლად და მთელი სიცოცხლე ვერ გაუშვებს. ანუ, გამოდის, რომ გაუპატიურება თითქოს ლეგალიზებულია, ოღონდ "ქორწინების" ფორმით.
თქვენს წმინდა წიგნში, ბიბლიაში, ხომ უამრავი ამბავია, სადაც თქვენი ღმერთი პირდაპირ ბრძანებს ქალაქების მიწასთან გასწორებას და ყველა ცოცხალი არსების ამოხოცვას. ნუ სრული გენოციდი, ასე ვთქვათ. ქალები, ბავშვები, მოხუცები, პირუტყვი ყველა ერთად, დაუნდობლად. მაგალითად, ძველი აღთქმის წიგნებში უხვად შეხვდებით ასეთ ამბებს იესო ნავეს ძის წიგნი (იესო 6:21) იერიხონის აღებისას, ღმერთი ბრძანებს "ყველაფერი" რაც ქალაქში იყო, მახვილით გაენადგურებინათ კაციც და ქალიც, ახალგაზრდაც და მოხუციც, ხარიც, ცხვარიც და სახედარიც. სრული პაკეტი, როგორც იტყვიან. არავინ დაინდეს, ყველა მახვილით გაჟლიტეს. ნუთუ ეს არის ყოვლადმოწყალე ღმერთის საქციელი?
მეორე რჯულის წიგნი (მეორე რჯული 2:34) აქაც იგივე სურათია. "და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს და მოვსრეთ ყველა ქალაქი კაცები, ქალები და ბავშვები, არავინ დაგვიტოვებია გადარჩენილი". ნუ ბავშვებიც კი არ დაინდეს. რა თქმა უნდა, რატომ უნდა დაინდონ პატარა, უდანაშაულო არსებები, როცა საქმე "ღვთის რისხვას" ეხება?
პირველი მეფეთა წიგნი (1 სამუელი 15:3) აქ ღმერთი მეფე საულს ავალებს ამალეკელების სრულად განადგურებას "ახლა წადი და დაეცი ამალეკს და მოისრეთ ყველაფერი, რაც კი მას აქვს, ნუ დაინდობ მათ, მოკალი კაციდან ქალამდე, ბავშვიდან ძუძუთა ბავშვამდე, ხარიდან ცხვრამდე, აქლემიდან სახედარამდე" ამ შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკეა გამოჩენილი, ძუძუთა ბავშვებიც კი არ დაინდეს. ნუთუ ეს არის სიყვარულით სავსე ღმერთის ბრძანება?
ნუთუ ეს არის ის ღმერთი, რომელიც სავსეა სიყვარულით და თანაგრძნობით? თუ უბრალოდ სისხლისმსმელი ტირანია, რომელიც სიამოვნებას იღებს სხვების ტანჯვით?
ბიბლია ხომ ღვთის სიტყვაა არა? ნუ ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე ამბობთ. მაგრამ რომ წაიკითხავ, ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ვიღაცეების ნაჯღაბნია შეკრებილი ერთად. ან იქნებ ღმერთმა უბრალოდ ვერ მოახერხა ამდენი ავტორისთვის ერთნაირი აზრის ჩანერგვა? რა ქნას, ყველას ხომ ვერ გააკონტროლებს
მაგალითად, ერთი მარტივი რამ ავიღოთ

ინანიებს თუ არა ღმერთი თავის გადაწყვეტილებებს? ზოგჯერ წერია, რომ ინანიებს. მაგალითად, პირველ სამუელის წიგნში (1 სამუელი 15:11) ვკითხულობთ, რომ ღმერთი ინანიებს საულის მეფედ დაყენებას. (მოინანია ხო ხდება ხანდახან)
მაგრამ ოპაა რიცხვნის წიგნში (რიცხვნი 23:19) სულ სხვა რამ წერია "ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს, და არც ადამის ძე, რომ ინანოს. თქვას და არ გააკეთოს? ბრძანოს და არ აღასრულოს? ანუ გამოდის, რომ ღმერთი არასდროს ინანიებს. ნუ არ ინანიებს და მორჩა.
ახლა, მითხარით, როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? ანუ, ღმერთი ხან ინანიებს, ხან არა. ხან იცვლის აზრს, ხან არა. ტიპური ადამიანია, რა ოღონდ თქვენ ამბობთ, რომ ის ყოვლისმცოდნეა და არასდროს ცდება. ნუ რავი რავი.
ან იქნებ ღმერთს ცოტა სკლეროზი აქვს? ხშირად ავიწყდება, რა თქვა წინა გვერდზე? ან იქნებ უბრალოდ ხასიათი ეცვლება ხოლმე და ხან ინანიებს, ხან არა? ნუ, ძაან საინტერესო თეოლოგიური კონცეფციაა, უნდა ვაღიარო

როგორ ახსნით ამ აშკარა წინააღმდეგობას? თორემ გამოდის, რომ ან თქვენი ბიბლიაა სავსე შეცდომებით, ან თქვენი ღმერთი არც ისეთი სრულყოფილია, როგორსაც თქვენ ხატავთ. ნუ არჩევანი თქვენზეა.
გადავიდეთ შემდეგზე (მონობა) ნუ მონობა რა პრობლემაა? ღმერთი ხომ თვითონ უჭერდა მხარს

ძველ აღთქმაში პირდაპირ წერია, როგორ უნდა გყავდეს მონები, როგორ უნდა მოექცე მათ. სრულიად ჰუმანური მიდგომაა, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მონა საკუთარი ქონება გგონია. ნუთუ ეს არის სიყვარულით სავსე ღმერთის დაწესებული კანონი? ალბათ, მონების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.
(ქალების დისკრიმინაცია) ქალი? მეორე ხარისხოვანი არსებაა, რა თქმა უნდა. ძველ აღთქმაში ქალს იმდენი უფლება აქვს, რამდენიც კედელს. ნუ თითქმის. ქალის ხმა არ ისმის, ქალი კაცის საკუთრებაა, ქალი მუდმივად უნდა ემორჩილებოდეს კაცს. სრული თანასწორობა და ჰარმონიაა, რა თქმა უნდა. ნუთუ ეს არის სამართლიანი და თანასწორი ღმერთის დაწესებული კანონი? როგორც ჩანს, ქალების მიმართაც განსაკუთრებული "სიყვარული" ჰქონდა
(ჰომოსექსუალობა) ღმერთს ხომ ეს ყველაზე მეტად "ეზიზღება" პირდაპირ ვერ იტანს თითქოს თვითონ არ დაუშვია ამ ადამიანებს ეარსებათ მაგრამ არაუშავს, მთავარია, ვიღაცაზე გავბრაზდეთ. მოკლედ, ძველ აღთქმაში პირდაპირ წერია "ჰომოსექსუალი" მოკალით უყოყმანოდ" სრულიად ლოგიკური და ჰუმანური მიდგომაა, განსაკუთრებით XXI საუკუნეში. წარმოიდგინეთ, ქუჩაში რომ გამოვიდეთ და ყველას, ვინც "ცუდად" გამოიყურება, ქვები ვესროლოთ. სრული დემოკრატია და ტოლერანტობა იქნება...
განსაკუთრებით სასაცილო ისაა, რომ ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც მუდმივად "თავისუფალ ნებაზე" ლაპარაკობენ. ანუ, გამოდის, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება, გარდა ჰომოსექსუალებისა. მათ, როგორც ჩანს, "არასწორი" არჩევანი გააკეთეს დაბადებამდე, ან იქნებ ღმერთმა "ხუმრობით" შეუცვალა ორიენტაცია? ნუ ღმერთსაც ხომ უყვარს ხანდახან ხუმრობა, განსაკუთრებით სხვის ხარჯზე.
ყურადღების ღირსია ერთი "საინტერესო" ტრადიცია "წინადაცვეთა" ძველ აღთქმაში, კერძოდ დაბადების წიგნში (დაბ. 17:10-14), ვკითხულობთ, რომ ღმერთმა აბრაამს და მის შთამომავლებს მოსთხოვა წინადაცვეთა, როგორც ამ კავშირის სიმბოლო. ეს იყო სავალდებულო ყველა მამაკაცი ისრაელისთვის. ნუ, ღმერთმა ხომ ყველაფერი იცის და ყველაფერი ესმის, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ადამიანებთან განსაკუთრებული კავშირის დასამყარებლად საუკეთესო გზა სასქესო ორგანოების "მოდიფიკაციაა" სრულიად ლოგიკურია, რა თქმა უნდა
წარმოიდგინეთ სიტუაცია ზის აბრაამი თავისთვის, საქმიანად უვლის ცხვრებს, უცებ ზეციდან ხმა ისმის, ისეთი, საყვირს რომ გაჰყვირიან სტადიონზე "აბრაამ! მე ვარ შენი უფალი! მინდა, რომ შენგან რაღაც განსაკუთრებული გამოვიდეს! რაღაც ისეთი, რომ მთელმა სამყარომ იცოდეს, რომ ჩემი "ბრენდი" ხარ! აბრაამს, რა თქმა უნდა, კინაღამ გული გაუსკდა შიშისგან, მაგრამ თან ცნობისმოყვარეობაც კლავს რა უნდა მოიფიქროს ამხელა "მარკეტინგის გურუმ"?
და აი რას სთავაზობს მას ღმერთი, ისეთი ტონით, თითქოს ახალ სარეკლამო კამპანიას აანონსებს "აბრაამ, გინდა, რომ შენი შთამომავლები გახდნენ ჩემი "ოფიციალური წარმომადგენლები" დედამიწაზე? გინდა, რომ ყველა მათ ერთი შეხედვით ცნობდეს? მაშინ მოგვიწევს პატარა "რებრენდინგი" შენ და ყველა შენმა მამრობითი სქესის შთამომავალმა სასქესო ორგანოდან ცოტაოდენი ხორცი უნდა მოიჭრათ. ნუ, დაახლოებით ისე, როგორც ხორცის მაღაზიაში "ფილეს" ჭრიან. ეს იქნება ჩვენი განსაკუთრებული "ლოგო" რომლითაც ყველა მიხვდება, რომ თქვენ ჩემი "ფანები" ხართ. ნუ ორიგინალურია, რა თქმა უნდა! თანაც ძალიან ჰიგიენური და სასიამოვნო პროცედურაა, განსაკუთრებით ახალშობილებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დრო, რომ ამ "მნიშვნელოვან" საკითხზე საკუთარი აზრი ჩამოიყალიბონ. მოკლედ, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა ადამიანებთან "კავშირის" დასამყარებლად მათი სასქესო ორგანოების "მოდიფიკაციაა" დარწმუნებული ვარ, ყველა მარკეტინგის სპეციალისტი აღფრთოვანდება ამ "კრეატიული" იდეით
(ბიბლიის თარგმანზეც ვიტყვი ცოტას) თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო ღმერთი რაღაცას ბუტბუტებდა ძველ ებრაულად, არამეულად და ბერძნულად, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ ეს "მესიჯი" მთელ კაცობრიობას უნდა გაეგო. ამიტომაც დაიწყო თარგმნების "ბუმი". აქ იწყება ნამდვილი კოშმარი! წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ათასობით წლის წინ დაწერილი ტექსტის თარგმნა თანამედროვე ენაზე. ნუ, ეს ხომ თითქმის შეუძლებელია! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ სიტყვებს, რომლებსაც დღეს ანალოგი არ მოეძებნება. ავიღოთ თუნდაც სიტყვა "ცოდვა" ძველ ტექსტებში ამ სიტყვას შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონოდა "შეცდომა" "გამოტოვება" "მიზნიდან გადახვევა" და ა.შ. მაგრამ მთარგმნელმა ხომ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი! დაახლოებით ისე, როგორც ლატარიაში ბილეთის შევსებისას შეიძლება მოიგო, შეიძლება წააგო. და რა მოხდება, თუ მთარგმნელი შეცდომას დაუშვებს? ამან შეიძლება სრულიად შეცვალოს ტექსტის აზრი! მაგალითად, ერთგან წერია "ნუ მოკლავ" მაგრამ თუ ეს სიტყვა არასწორად ითარგმნება, შეიძლება გამოვიდეს "ნუ შეაწუხებ" ან "ნუ გააღიზიანებ" ხედავთ განსხვავებას? ერთი სიტყვის შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემა! და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითოეულ თარგმანს თავისი "ავტორიტეტი" ჰყავს. ზოგიერთი თარგმანი უფრო "ძველად" და "სანდოდ" ითვლება, ზოგი ნაკლებად. თითქოს ბიბლიების "რეიტინგი" არსებობდეს აი მაგალითად "მეფე ჯეიმზის ვერსია" ითვლება ერთ-ერთ ყველაზე "კლასიკურ" თარგმანად, მაგრამ ის XVI საუკუნეშია თარგმნილი მას შემდეგ ენა ძალიან შეიცვალა ეს ხომ იგივეა, რომ შექსპირი თანამედროვე ენაზე თარგმნო. შეიძლება რაღაც გაიგო, მაგრამ ნამდვილი აზრი დაიკარგება. და ყველაზე "სამწუხარო" ისაა, რომ ამ თარგმანების გამო ხშირად ჩნდება რელიგიური კონფლიქტები. ადამიანები კამათობენ იმაზე, თუ რომელი თარგმანია "უფრო სწორი". თითქოს ღმერთი სპეციალურად ქმნის ამ ქაოსს
ახლა წარმოიდგინეთ სიტუაცია თავიდან ყველაფერი ქაოსურად იყო. სხვადასხვა თემსა თუ რეგიონში სხვადასხვა ტექსტი ითვლებოდა "ღვთიურად" ეს ჰგავდა ბაზარს, სადაც ყველა თავის საქონელს აქებს. მაგრამ შემდეგ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დროა "წესრიგის" დამყარების. და აი დაიწყო "კონკურსი" რომელი წიგნი უფრო "ღვთიურია" თითქოს "ბიბლიური ტალანტი" ყოფილიყოს! შეიკრიბნენ "ავტორიტეტული" სასულიერო პირები და დაიწყეს "მსჯელობა" ეს წიგნი მოგვწონს, ეს არა, ეს ძალიან "რელიგიურია" ეს ცოტა "საეჭვო" ნუ სრული სუბიექტივიზმი, რა თქმა უნდა საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ეს ადამიანები? ამის შესახებ ბევრი ვარაუდი არსებობს. ზოგი ამბობს, რომ მთავარი იყო "სამოციქულო ავტორიტეტი" ანუ, თუ წიგნი რომელიმე მოციქულს მიეწერებოდა, ის ავტომატურად "კარგ" წიგნად ითვლებოდა. მაგრამ ვინ გადაამოწმა ეს ინფორმაცია? არავინ! სხვა ვერსიით, მთავარი იყო ტექსტის შესაბამისობა "მთავარ" დოქტრინებთან. ანუ, თუ წიგნი არსებულ რელიგიურ შეხედულებებს არ ეთანხმებოდა, ის "გვერდზე იდებოდა" ეს გადაწყვეტილებები ხშირად პოლიტიკური იყო. სხვადასხვა საეკლესიო დაჯგუფება იბრძოდა გავლენისთვის და "სწორი" წიგნების შერჩევა ამ ბრძოლის ნაწილი იყო. "თომას სახარება" ან "მარიამ მაგდალინელის სახარება" ეს წიგნები არ შევიდა ბიბლიის "ოფიციალურ" კანონში. რატომ? თითქოს ვიღაცას არ აწყობდა, რომ ეს "ალტერნატიული" ვერსიები გავრცელებულიყო. გამოდის, რომ ბიბლია არის არა უბრალოდ "ღვთიური სიტყვა" არამედ ვიღაცის მიერ "რედაქტირებული" და "ცენზურირებული" ტექსტების კრებული. თითქოს ისტორია თავიდან გადაწერეს და "არასასურველი" გვერდები ამოგლიჯეს.
ქრისტიანული ღმერთი. ერთი, რომელიც სამია. ნუ, თეორიულად გასაგებია, მაგრამ პრაქტიკაში ცოტა "ჭედავს" თითქოს ერთ ადამიანში სამი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობდეს. წარმოიდგინეთ, დილით რომ გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ გუშინდელთან საერთო არაფერი გაქვს. ცოტა "შიზოფრენიას" ჰგავს.
მერე მოდის ეს ძველი აღთქმა. იქ ღმერთი ძველი, გაბრაზებული ბაბუაა. სულ რაღაცაზე ბრაზობს და სჯის ხალხს. ტიპური "დიქტატორია" სულ თვალი თვალის წილ-ს გაიძახის.
და უცებ, ახალ აღთქმაში, ჩნდება იესო. სრულიად სხვა ტიპია. კეთილი, მოსიყვარულე, ყველას პატიობს. ნუ, ტიპური "ჰიპია". სულ გიყვარდეთ ერთმანეთი -ს გაიძახის. გამოდის, რომ "მამა" და "ძე" თითქოს სხვადასხვა ოჯახიდან არიან. ერთი მკაცრი, სამხედრო კაცი, მეორე რბილი, ხელოვანი. ნუთუ ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება იყოს ასეთი განსხვავებული? თეოლოგები ამბობენ, რომ ეს "თანდათანობითი გამოცხადებაა". ანუ, ღმერთი ნელ-ნელა გვენახება. თითქოს თავიდან ცოტა "მკაცრი" იყო, მერე "გადაიფიქრა" და უფრო "კეთილი" გახდა. ცოტა "უცნაურია" რომ ღმერთს აზრი ეცვლება. მერე მოდის ეს "სიყვარულის კანონი" თითქოს იესომ ყველაფერი "გააუქმა" რაც "მამამისმა" თქვა. გამოდის, რომ "მამა" ცდებოდა? ან იქნებ "შვილმა" უკეთ იცის? გამოდის, რომ ქრისტიანობა ცდილობს "შეათავსოს შეუთავსებელი"
ეს "კოლექტიური პასუხისმგებლობა" ძველ აღთქმაში რაღაც საოცრებაა წარმოიდგინეთ სიტუაცია ვიღაც აყანი მოიპარავს რაღაც "წვრილმანს" ნადავლს, და ამის გამო მთელი ერი "იჭედება" ბრძოლაში. ნუ, თითქოს სკოლაში ხარ, ვიღაც გადაიწერს და მთელი კლასი ისჯება. ძალიან სამართლიანია არა? თითქოს ყველა იმ ნადავლის წილში იყო. ან იქნებ, უბრალოდ, ღმერთს ხასიათი გაუფუჭდა და ყველას ერთად გადაუარა?
ან კიდევ, ისრაელებმა ოქროს ხბო რომ გააკეთეს და დაიწყეს თაყვანისცემა. ნუ, ცოტა "გაუგებარია" რატომ მაინცდამაინც ხბო? მოკლედ, ამის გამო ღმერთი მთელი ერის განადგურებას აპირებდა.
მერე მოდის ეს ბაბილონის ტყვეობა. მთელი ერი გადაასახლეს სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ მათი წინაპრები ცუდად იქცეოდნენ. თითქოს "ოჯახური წყევლა" იყო. დნმ-თან ერთად ცოდვებიც გადაეცემოდათ მემკვიდრეობით.
ახალ აღთქმაში კი უცებ ყველაფერი იცვლება. ახლა უკვე ყველა თავის "ცოდვებზეა" პასუხისმგებელი. თითქოს ღმერთმა უცებ "გაიღვიძა" და მიხვდა, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა ცოტა "სისულელეა" ან იქნებ, უბრალოდ, "პიარკამპანია" შეცვალა? ღმერთმა თავად არ იცის, რა უნდა. ხან ყველას ერთად სჯის, ხან ცალ-ცალკე.
ახლა ყველა დამიწერს, "კონტექსტი" არასწორად გაიგეო მაგრამ, (კაი კაცო) კაი მოკლედ დავკონკრეტდეთ. მორწმუნე ამბობს, რომ ბიბლია ღიაა ინტერპრეტაციისთვის და ყველა თავისებურად ხედავს "ჭეშმარიტებას" მარა თუ ყველას თავისი "ჭეშმარიტება" აქვს მაშინ ვისი "ჭეშმარიტებაა" სწორი? მერე რა ხდება, როცა ბიბლიაში რამე აშკარად ეწინააღმდეგება ლოგიკას ან თუნდაც სხვა მონაკვეთებს? მაშინ იწყება "კონტექსტიდან ამოვარდნილია"-ს ძახილი. ანუ თუ რამე მათ რწმენაში არ ჯდება, ეგრევე "არასწორი" კონტექსტია. მარა ვინ წყვეტს, რა არის "სწორი" კონტექსტი? თვითონ? ანუ გამოდის, რომ თვითონ ქმნიან წესებს თამაშის. ეს ხომ იგივეა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს მოედანზე შევარდე და თქვა, რომ ახლა ხელით თამაშიც შეიძლებაო. რა ჯადოსნური სიტყვაა კაცო ეს კონტექსტი! ნებისმიერ პრობლემას აგვარებს. საეჭვო ადგილია? კონტექსტი! წინააღმდეგობრივი აზრია? ისევ კონტექსტი! უხერხული რამე წერია? ეგეც კონტექსტი! და ყველაზე "მაგარი" ისაა, რომ ისინი მხოლოდ იმ ახსნებს ირჩევენ, რომლებიც მათ რწმენას "იცავს" სუბიექტურია ეს განმარტებები, ამიტომ თავადაც არ იციან რისი სწამთ.
კონტექსტი არ მოყოლია ბიბლიას, აშკარად მოგონილი აქვთ! ბიბლია ისეა დაწერილი, რომ რასაც გინდა, იმ აზრს გამოიტან. არც ის დაუწერია ღმერთს, როგორ უნდა გაიგო, და არც ის, ვინ უნდა განმარტოს. კონტექსტი "თავისთავად" კი არა, ადამიანების მიერ არის განმარტებული, ზუსტად ისე, როგორც სჭირდებათ. თუ ღმერთი კონტექსტს მოაყოლებდა, დღეს არ გვექნებოდა მილიონი განსხვავებული ინტერპრეტაცია, რომელთაგან ყველა თავის ჭკუაზე ამბობს, რომ "ეს არის ჭეშმარიტი" ჰოდა, არ მოყოლია და მაგის შედეგია ეს ქაოსი. კონტექსტი კი არა, სრული თავისუფლებაა, რასაც გინდა იმას "გაიგებ" ბიბლიაში არცერთი ადგილი არაა, სადაც წერია, კონკრეტული წინადადება როგორ უნდა გაიგო. არც თანდართული "ინსტრუქციაა" რომელიც განმარტავს, როგორ უნდა წავიკითხოთ ის. ასე რომ, ყველაფერი, რაც კონტექსტზე და ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული, ადამიანების ფანტაზიით არის შექმნილი.
P.S. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ტექსტში მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ ღმერთის არსებობის შესაძლებლობას. ჩემი კრიტიკა მიმართულია კონკრეტულად იმ სახის ღმერთის და იმ სწავლებების მიმართ, რომელსაც ბიბლია გვთავაზობს. ვფიქრობ, მასში არსებული მრავალი წინააღმდეგობა და მორალური დილემა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ კონკრეტული წარმოდგენის ჭეშმარიტებას.
This post has been edited by ენიგმა on 9 Apr 2025, 20:01