თემა სანახევროდ პოლიტიკურია, თუ სრულად არა,
თუმცა ძირითადად მაინც განტვირთვისთვის გავხსენი.
ასევე, შეგვიძლია განვიხილოთ მარაზმატიკული მემარცხენე სხვა მიდგომები და წესებიც, რაც გვსმენია, რის თავს მოხვევასაც ლამობს ზოგიერთი ცრუ იდეოლოგი, მაგ შორის, თავისუფლებისმოყვარე ისეთ ქვეყანაშიც, როგორიც საქართველოა.
https://gpb.social.ebu.io/V8RVGR4SU1TM"
„მომწონს კარგი შხაპის მიღება“ - ტრამპმა საშხაპეებში წყლის წნევის გაზრდის შესახებ დეკრეტს მოაწერა ხელი.
აშშ-ს პრეზიდენტმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას საშხაპეებში წყლის ხარჯვის ლიმიტს გაუქმების შესახებ, რომელიც მოხმარების შეზღუდვისა და წყლის რესურსების დასაზოგად იყო დაწესებული. „პირადად მე მომწონს კარგი შხაპის მიღება, რათა ჩემს ლამაზ თმაზე ვიზრუნო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ მას თმის გასასველებლად წყლის ჭავლის ქვეშ დგომა 15 წუთის განმავლობაში სჭირდება. „წყალი კი მხოლოდ მოწვეთავს, რაც, უბრალოდ, სასაცილოა“, - კრიტიკული ტონი აქვს ამერიკის პრეზიდენტს.
სავაჭრო ომისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს ავალდებულებს, გააუქმოს რეგულაცია, რომელიც პრეზიდენტის დეკრეტში მოხსენიებულია, როგორც „მწვანე ექსტრემიზმი“. დღემდე მოქმედი ნორმა შხაპის დროს წყლის დინების სიჩქარეს წუთში ცხრა ლიტრამდე ზღუდავს.
9 აპრილს გამოქვეყნებულ პრესრელიზში, თეთრი სახლი ახალ დეკრეტს ირონიულად მიუდგა და, ამერიკის ტუალეტებში წყლის დაბალი წნევის კრიტიკის კვალობაზე, ტრამპის ცნობილი საარჩევნო სლოგანის სტილში დაწერა: „გავხადოთ ამერიკული შხაპი კვლავ დიდებული“.
„მე პირადად მომწონს კარგი შხაპის მიღება, რომ ჩემს ლამაზ თმაზე ვიზრუნო“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის დროს. „15 წუთი მჭირდება შხაპის ქვეშ დგომა, თმა რომ დამისველდეს. წყალი კი მხოლოდ მოწვეთავს, რაც, უბრალოდ, სასაცილოა“, - დაიჩივლა მან.
შხაპის წყლის წნევის ნაკლებობით გამოწვეული ამერიკის პრეზიდენტის უკმაყოფილება სიახლეს არ წარმოადგენს. მას შემდეგაც, რაც მან პირველი ვადით დაიკავა პრეზიდენტის პოსტი, ამერიკელმა მაგნატმა საშხაპეებში, ტუალეტებში, ჭურჭლის სარეცხ მანქანებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაში წყლის წნევის სტანდარტებს შეუტია.
2020 წელს ტრამპმა თეთრ სახლიდან განაცხადა: „თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი თმა სრულყოფილი, აბსოლუტურად სრულყოფილი უნდა იყოს“. ცოტა ხნის წინ, 2024 წლის ივნისში, ეს აზრი მან კიდევ ერთხელ გაიმეორა და დასძინა: „შხაპის მიღებისას, მსურს, შამპუნმა ჩემი ლამაზი თმა იდეალურად დაბანოს“.
„მე მოვიხმარ საუკეთესო პროდუქტს, ვიყენებ კარგ დოზას, ვრთავ ონკანს და... რას ვხედავ - წყალი მხოლოდ წვეთავს. თმას ვერც კი ჩამოიბან. საშინელებაა“, - წუხდა პრეზიდენტი.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმასრულებელი ბრძანება „ათავისუფლებს ამერიკელებს ზედმეტი რეგულაციებისგან, რომლებმაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო სერვისი ბიუროკრატიულ კოშმარად აქციეს“.
"
მეგონა მარტო ევროპას ტენიდნენ ეგეთ რეგულაციებს, რომ რაც შეიძლება დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეთ (მაგ. ძროხების რძის ხელოვნურად აგორებული თემა რომ არის - ესეც მხოლოს ევროპაში ყოფილა აკრძალული (იმავე აშშ-ში მივდი-მოვდივართ), კაცმა არ იცის რატომ - ალბათ მორალური მოსაზრებების გამო (ე.წ. ცხოველთა კეთილდღეობა" - "როგორ შეიძლება ძროხის ბაგაში გაზრდა", "წუხდება" და ა.შ.)).
This post has been edited by შავლეგა on 13 Apr 2025, 17:17