3Dmasterრაიო?
:დოინჯიანიინდოელი:
დავიწყოთ იქედან, რომ წარწერა უკვე დათარიღებულია და თუნდაც ძვ. წ. 11-10-ე საუკუნეები იყოს, ეგ არ ცვლის საერთო სურათს, სამასი წელი არც იქეთ, არც აქეთ, შუმერული ტექსტები მაინც უფრო ძველია. "დაჟე" მაგათ ლურსმულამდე პიკტოგრაფიული ქონდათ, ის უფრო ძველია კიდევ

)) მეათე საუკუნემდე ვინმე იყენებდა, თუ არა გრაკლიანში აღმოჩენილ დამწერლობას საერთოდ გაურკვეველია, მხოლოდ ერთი ძეგლია.
მესამეც, მაგ დამწერლობის დეშიფრირებაზე სანამ გადავალთ, ჯერ უნდა ვთქვათ როგორ ხდება ზოგადად დეშიფრირება.
მაგ წარწერას შანსი არც აქვს, იმიტომ, რომ არ არსებობს მეორე დამწერლობა, რომელსაც მივუსადაგებთ და ლოგიკური ბმებით წავალთ და გავშიფრავთ, რა და როგორაა მანდ.
თვით შუმერული დამწერლობაც კი უმეტესწილად აქადურზე დაყრდნობით გაშიფრეს, თავის მხრივ აქადური კი ბეჰისტუნის წარწერით გაიშიფრა, ეგეც იმიტომ, რომ ეგ წარწერა სამენოვანი იყო - ძველი სპარსული, ელამური და აქადური.
რადგან ძვ. სპარსული უკვე გაშიფრული იყო ნაწილობრივ, აქადური აღარ იყო პრობლემა. შესაბამისად მერე გაიშიფრა შუმერულიც, იმიტომ, რომ მეზობლად მცხოვრები ეთნოსებია, თანაც აქადურმა შთანთქა შუმერული კულტურა, ისე, რომ დაიტოვა ტექსტებში დეტერმინატივები და ა.შ.
ჰოდა, გრაკლიანის წარწერას ვერაფერს ვერ მიუსადაგებ, არაფერია, რასაც დაეყრნობი. ამიტომაც მისი დეშიფრირება მომავლის მეცნიერების საკითხია, ალბათ, თუ რამე გარღვევა იქნება მეცნიერებაში, ან ხზ.
საერთოდაც, იქნება და ვიღაცას მაშინ გართობა მოუნდა და რამე აბსტრაქციების "დახატვა" ქვაზე :დ