რადგან ერთხელ უკვე ჩავიდინეთ საოცრება უნარი გვაქვს გავიმეოროთ...
QUOTE (LacosTe87 @ 9 May 2025, 00:19 )
ვაა, კომპლიმენტების ახრევას — მის მიერ გახსნილი უკეთესი თემა არ მახსოვს…
დიდი ამბებია და სრული საგიჟეთი ხდება გაუჩერებლად 2022 წლის ნოემბერში ChatGPT-ის გამოშვებიდან. პანდორას ყუთი გახსნილია თუ ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია — როგორც გესიამოვნებათ.
ერთ-ერთი მთავარი საჯილდაო ქვა ამერიკასა და ჩინეთს შორის ისიც არის, ვის ექნება edge-AI-ში უპირატესობა: ჩიპები, საჭირო მინერალები, სოფტვერი, ჰარდვერი და ა.შ.
რაც ვიცი, არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ LLM-ზე მუშაობენ და მხვდებიან ხოლმე აქა-იქ; „მაიმუნობენ“ დამწყები ქართველი AI-ინჟინრები. ნიჭიერი ხალხი ვართ, ქართველები — ადვილად ვუღებთ ალღოს და მუდამ გვაქვს ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა, რომ არაფერს ჩამოვრჩეთ. მარკეტინგი კარგი გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ სუბსტანცია არ მოჰყვება და ამის ობიექტური მიზეზებიც არსებობს. ზოგადად პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან ღარიბი, თუმცა დიდი ამბიციებით.
თუმცა AI და ის ფაქტი, რომ ცოდნა დემოკრატიზდა, სრულ შესაძლებლობას გვაძლევს „სამხრეთის შვეიცარია“ ავაშენოთ — თან ისე, რომ ჩვენი იდენტობა და თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ, ტრადიციებსა და კულტურას მოვარგოთ და ამავე დროს უზარმაზარი ინტელექტუალური აქსელერაცია მოვახდინოთ.
მთავარი რჩევა იქნება — მინიმუმ Plus-ექაუნთი გაიკეთეთ; დაახლოებით ოცდაათი დოლარია და ნამდვილად ღირს. უბრალოდ აქტიურად გამოიყენეთ.
უამრავი მასალა არსებობს, როგორ დაწეროთ სწორი prompt-ი; თუმცა აქაც რჩევა იქნება: თვითონ GPT-ს დააწერინეთ prompt-ი. რაც უნდა დაწეროთ, პირველ ნაბიჯად ჰკითხეთ, ან ბოლოში ერთი წინადადება დაამატეთ: აი ეს რაც დავწერე, ამის საუკეთესო prompt-ი რა შეგიძლია დამიწერო, რომელსაც მერე გკითხავ და ყველაფერს გამოვწურავ შენგანო? — და იმაზე უკეთესს დაგიწერს, ვიდრე შენ დაწერდი, თუ არ ხარ დახელოვნებული და დიდ დროს არ ატარებ მასთან. smile.gif
ასევე, მაგალითად, რა დროს ჯობია 4o-სა და o3-ის გამოყენება — რომელს რა დროს აქვს უპირატესობა.
Perplexity მართლაც ძალიან კარგია, წარმოიდგინეთ Google სტეროიდებზე. გუგლში აღარაფერს მოძებნით… თან უფასოა, ჯერჯერობით.
Anthropic-ის Sonnet 3.7-ს ბევრი აქებს, განსაკუთრებით დეველოპერები… მე GPT-ს კაცი ვარ. ვცადე 3.5 — არაა ცუდი, მაგრამ OpenAI მაინც აიფონია მაგ ამბავში ჩემთვის.
DeepSeek-მა ძალიან პოზიტიურად გამაოცა. აქვს თავისი edge: ჰეჯ-ფონდერების დაფუძნებულია და როცა კომპლექსურ ფინანსებში, აქციების ანალიზში და მსგავს სიღრმისეულ საკითხებში რამეს „ამოატივტივებ“, ეგრევე ხვდები, რომ აშშ-ც კი ძალიან წინ აღარ არის ჩინეთზე და ახლოვდება ის პერიოდი, როცა აქაც ჩინეთი გადაიბარებს ლიდერობას.
ერთი უნიკალური ამბავიც: როგორც ხედავთ, მომავალი იქნება იმისი, ვინც გააკონტროლებს მონაცემებს (data) , გამოთვლით უნარებს (computational power) და ენერგეტიკას. ასტრონომიულად გაზრდილია და კვლავ მზარდია მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, განსაკუთრებით მდგრად, მწვანე ელექტროენერგიაზე.
საქართველოში ენერგეტიკის მხოლოდ 20 %-ია ათვისებული; დიდი ამბები ხდება მანდაც და ბოლო პერიოდში ბევრი მცირე და საშუალო ჰესი აშენდა.
მე მაქვს ერთი სერიოზული იდეა და გულით გაგიზიარებთ აქვე — ვინც აქამდე წაიკითხეთ, არ მენანება თქვენთვის smile.gif
მოკლედ შესაძლებელია მასშტაბური პროგრამის დაქოქვა — ჰიდროელექტროსადგურების მახლობლად, ან იმავე ინფრასტრუქტურაზე, კომპლექსური მონაცემთა ცენტრების შექმნა. რისკებიც არის, მაგ., სეზონურობა და ა.შ., თუმცა ბენეფიტებიც ბევრია: ახალი შემოსავლის ნაკადი ენერგეტიკოსებისთვის უფრი მაღალი მარჟით — მარტო ელექტროენერგიას კი არ ჰყიდი, ასევე შეგიძლია მონაცემთა ცენტრის სერვისებიც დაიმატო: ქლაუდ-ჰოსტინგის, ბიზნეს-აპლიკაციების ჰოსტინგი, AI-სა და ML-აპლიკაციების მხარდაჭერა. თან ენერგიის ტრანსმისია არ გჭირდება — სადაც გენერაცია ხდება, იქვე მოიხმარ. მთავარი სიკეთე: ამ მონაცემთა ცენტრებს მნიშვნელოვანი გაგრილება სჭირდება, და ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი მიდგომით შეგიძლია მდინარის წყალი გამოიყენო სერვერების გასაგრილებლად. მდინარე არამარილიანია და ნაკლებად კოროზიული, რაც ტექნიკური მომსახურების ხარჯებს ამცირებს. მოკლედ, ფიზიბილიტი უკვე გაკეთებულია და საქართველოში მართლაც დიდი რამის დაქოქვა შეიძლება.
რაც ვიცი, არის სხვადასხვა მოძრაობებიც ამ სფეროშიც — ან ცალკე მონაცემთა ცენტრებისა და სერვისების მიმართულებით: „Silk“-მა ცოტა ხნის წინ „Orange“-თან მემორანდუმი გააფორმა; UGT-იც თამაშობს მემგონ ქლაუდით.
ამას დაუმატე ტელეკომუნიკაცია და გადამცემი კოშკები (ვისაც აქვს) და სხვა კავშირგაბმულობის თემები…
Mid-term-ზე და შორეულ მომავალში შეიძლება უნიკალური რობოტის აწყობაც: ყველა საჭირო გენერატორი, პლუს მზისა და ქარის პანელები; თავად გადაწყვეტს, მდინარის რომელ მონაკვეთში „ჩაჯდეს“, რა პერიოდში, რამდენ ხანს. AI-მართვადი სოფტით მაქსიმალურად ოპტიმიზირებული, ამ მონაცემთა ცენტრის მოთხოვნებზე მორგებული. ახლა ტრენდი ცოტა შებრუნებულია: ადრე ყველა ქლაუდზე გარბოდა, ახლა კი ცოტათი უკუ პროცესი მიმდინარეობს edge computing-ის გამო, რადგან latency-ს დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი პატარა რობოტები — სწორი კონექტივიტითა და გამოთვლითი უნარებით, თვითკმარი ენერგიით, რომელსაც თავად გამოიმუშავებენ — თვითონვე იციან, რა დროს რისი გამოცვლა სჭირდებათ, სწავლობენ, ვითარდებიან და ყოველდღე უმჯობესდებიან… ეეჰჰ, ავშენდებით! :დ
მოკლედ, თუ ერთმანეთს არ შევჭამთ და ვიშრომებთ, ჩვენი ხანა მოდის, ისეთ რეგიონში ვართ, ისეთი დალოცვილი ქვეყანით.
მანდ მერე ათასი თემებია, იქ ევროკავშირში 40 მილიარდი ფონდია კარბონის ოფსეტერების აყრიან მაყუთს, ჩვენი სუფთა ელექტროენერგიით დაქოქილი დეიტა ცენტრები მსოფლიო ჰაიპერსქეილერებსაც დააინტესებს, გუგლს, მაიკროსოფტს, მეტას, ეძებენ გიჟივით ისეთებეს, რომელიც განახლებულ, სუფთა ენერგიაზე მუშაობს და არა ნავთობზე და ქვანახშირის ენერგიაზე.
მოკლედ.. აბა თქვენ იცით! :*
აგერ ბატონო ერთ ერთი ფორუმელების პროექტი ხელოვნური ინტლელეტის გამოყენებით საქართველოს შემდგომი აფგრეიდის....