ზოგადად, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა საჭიროა ქვეყანაში წარმოების განვითარება, მე ესე ვფიქრობ...შეუძლებელია იმპორტზე დამოკიდებულმა ქვეყანამ რაიმე მოახერხოს...რა ხდება საქართველოში? ქვეყანაში არის იმპორტ-შემოტანა-შემოგლეჯვის ბუმი, საინტერესო რატომ, ალბათ აქვს თავისი მიზეზი და ეს მიზეზი ქვეყნის მმართველ პირებშია (ლობიზმი, ე.წ. დაკრიშვა , თვითონ შემოაქვთ და ა.შ.) მაგრამ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი ვერ იქნება გამყიდველი...
რატომ არ ვითარდება საქართველოში წარმოება?
http://qartuli.ge/ - ეს საიტი ალბათ ყველას მოგეხსენებათ, გაძლევენ შენობას-მიწას 1 ლარად და შენ უნდა გააკეთო რაიმე წარმოება "„აწარმოე საქართველოში“ განხორციელებას, რომელიც მიმართულია წარმოების შემდგომი განვითარებისა და წახალისებისაკენ."
კი ბატონო, მადლობა რომ მიწას მაძლევთ 1 ლარად მაგრამ მთავარი სირთულე მიწის პრობლემის გადაჭრის შემდეგ იწყება ამ ქვეყანაში.
უაზროდ მაღალი გადასახადები მწარმოებლებს - ის ვისაც აქვს პატარა ქარხანა თუ ცეხი თუ რაიმე წარმოების მსგავსი იხდის უფრო მეტს ვიდრე ჩვეულებრივი ოჯახი, რატომ? ლოგიკა სადაა? თუ რაიმეს ვაკეთებ ესეიგი ბევრი ფული მაქვს?
გადასამუშავებელი პროდუქტის შემოტანა - რატომ ახდევინებთ ამ ხალხს ამხელა გადასახადს იმ ტვირთზე და პროდუქტზე რომელიც საქართველოში შემოდის გადასამუშავებლად!!! ის არაა პირდაპირი მოხმარების პროდუქტი, უნდა გადამუშავდეს და შემდეგ მიიღება პროდუქტი რომელიც ბაზარზე მოხვდება - აქ სადაა ლოგიკა? იყოს დღგ დიფერენცირებული, ის პროდუქცია რომელიც უნდა გადამუშავდეს საქართველოში და არ უნდა გაიყიდოს პირდაპირ - მოუხსენით დღგ, მიეცით მწარმოებლებს იმის შანსი რომ კონკურენტულნი იყვნენ ბაზარზე. თუ ყველაფერში 10 მაგი გადაახდევინეთ აქ რაღაც აწარმოებს? ვერ იქნება კონკურენტული მისი პროდუქტი ქართულ ბაზარზე შესაბამისად ვერაფერსაც ვერ აწარმოებს იმიტომ რომ წაგებაზე არავინ არ იმუშავებს. აზერბაიჯანიდან შემოტანილი პროდუქტი უფრო იაფი ღირს საქართველოში ვიდრე საქართველოში წარმოებული, მაშინ როცა საქართველოში წარმოებულს მარჟა უფრო დაბალი აქვს (მინიმალური), როგორ? მილიონ გადასახადს ახდევინებთ სანამ გადასამუშავებელი ტვირთი გადამუშავდება. ესე ვერ განვითარდება წარმოება
თუ ქვეყნის მიზანია რომ საქართველოში რეალურად წარმოება ამუშავდეს, გაჩნდეს ქარხნები ეს შენობები კი არ უნდა მისცეთ 1 ლარად და 50 თეთრად. რეალური საქმე უნდა გააკეთოთ და არა პრ აქციები (იყიდე ერთი და მიიღე მეორე საჩუქრად)
1. გახადეთ დღგ დიფერენცირებული - ის პროდუქცია რაც შემოდის გადამუშავებისთვის განთავისუფლდეს დღგ-ს გადასახადიდან
2. იყოს მწარმოებელი უფრო პრივილეგირებული ვიდრე იმპორტიორი - ამაში ქვეყანა უნდა დაეხმაროს, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებით, ეხლა თუ მწარმოებლებს უქმნიან ბარიერს, შეუქმენით ბარიერი იმპორტიორს, გაიზრდება წარმოება მაგრამ არ გაიზრდება ფასი (მაგ: თუ 1 კგ შემოტანილი მაკარონი ღირს 1.8, ხოლო აქ წარმოებული 1.9, დღგ მოხსნით და კიდევ უაზრო გადასახადების გაუქმებით ქართველ მწარმოებელს შეეძლება 1.9 -ს ჩამოცდეს და იმპორტიორის ფაზე დაჯდეს...ხელოვნური ბარიერი არ ნიშნავს საზღვარზე დღეებით გაჩერებას და ა.შ. ზოგიერთ პროდუქციაზე აქცისი თანხის მომატება, დღგ-ს მომატება და ეს ყველაფერი იმიტომ რომ საქართველოში წარმოება განვითარდეს...
3. კომუნალურები - მიეცით დენი, წყალი და გაზი უფრო იაფად - ქარხნებს მეტი ენერგია ჭირდებათ ,მეტი წყალი ჭირდებათ და 7 მაგს ახდევინებთ, მარტო იმიტომ რომ ისინი მწარმოებლები არიან და თქვენი გათვლებით ბევრი ფულიც აქვთ...ან მეორე მომენტი რომ ვერ გაიმართონ წელში და იმპორტს არ დაარტყან...თუ ხარჯავენ მეტს გადაახდევინეთ ნაკლები, დაუკელით ცოტა...ვინ მოიგებს ხალხი? ხალხი მოიგებს და ეს არ გინდათ
4. საშემოსავლო - რატომ უნდა იხდიდეს ყველა საშემოსავლოს თანაბრად? მე თუ 300 ლარი მაქვს ხელფასი, ჩემთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, მახდევინებთ მეც 20% -ს და იმ ადამიანსაც ვისაც 20 000 ლარი აქვთ ხელფასი? როცა 300 ლარი მაქვს ხელფასი ჩემთვის 60 ლარი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 20 000 თუ მექნება ხელფასი 4000 ლარი იქნება
300 - 60 = 240
20 000 - 4000 = 16 000
ის მეტს კარგავს მაგრამ მე უფრო მაკლდება.
700 ლარის ან 1000 ლარის ზევით იყოს საშემოსავლოს გადასახადი, ეკონომიკას დაარტყავს ხო? საბაჟოზე ამდენი ფული სად მიდის როგორ მაინტერესებს ეკონომიკას თუ ურტყავს
5. რა მოხდება თუ საქართველოში წარმოება გაჩნდება? პირველ რიგში დასაქმდება ხალხი ქარხნებში, ქარხნებში დასაქმება არ ნიშნავს მხოლოდ მუშად დასაქმებას, ქარხანას ჭირდება ტექნოლოგი, მარკეტინგის დეპარტამენტი, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი, ფინანსური დეპარტმანეტი - შედეგად ხალხი დასაქმდება, გაჩნდება მოთხოვნა კვალიფიციურ ადამიანებზე რაზეც უნივერსიტეტები ეცდებიან უფრო ხარისხიანი განათლება მისცენ სტუდენტებს და აამაღლონ მათი კვალიფიკაცია....
მოკლედ, ეს 1 ლარად შენობების მიცემა კი არა რეალურად დაეხმარეთ წარმოებას, წარმოებაზე დახმარება პირდაპირპროპორციულია ხალხზე დახმარების...
თუ ხალხზე ფიქრობთ დაეხმარეთ ქართულ წარმოებას ესე და თუ თქვენ ჯიბეზე ფიქრობთ განაგრძეთ!
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari