პოლიტიკა
24 აპრილი 2025, 23:58
ნახვა 124
იმედა კანკავა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს საერთაშორისო გაცვლებისა და თანამშრომლობის ბიუროს ევროპა-ცენტრალური აზიის საქმეთა განყოფილების დირექტორთან, ლი ვენნანთან.
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებისა და კულტურისა და ხელოვნების დარგების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.
განიხილეს ჩინეთში ხრიდოლის წრეების გახსნა და საქართველოში ნინძის ხელოვნების შესწავლა სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილებზე, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ჩართვას კულტურულ ორთაბრძოლებში და მომავალში გაცვლით პროგრამებს.
ლი ვენმა ახსნა ნინძების მნიშვნელობა ჩინურ კულტურაში და პირობა დადო ექვსი ნინძის სკოლის დაფინანსების ხელშეწყობაში. (2 თბილისში, 1 ქუთაისში, 1 ბათუმში, 1 გორსა და თელავში. ავტ. )
https://imedinews.ge/nindzis-skola/sakartveloshi