Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(9)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ვისთან იმეგობრებდი?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62434550
· 14 Jan 2026, 15:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვისთან იმეგობრებდი?
რაღაც ვიდეოს ვეძებდი, თიკა ჯალაღონიას კონტენტი ჩავსქროლე და გამეფიქრა, ამ გოგოსთან ვიმეგობრებდი-მეთქი.
დავწეროთ ხოლმე, ვისთან ვიმეგობრებდით
მგონი საინტერესო იქნება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Caravan
Let Your Ravens Fly
ჯგუფი: Members
Caravan
Let Your Ravens Fly
ჯგუფი: Members
წერილები: 2783
წევრი No.: 173086
რეგისტრ.: 9-September 13
#62434561
· 14 Jan 2026, 15:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახლა დავფიქრდი მაგაზე და ვერავინ გავიხსენე:/
ვისთანაც ვმეგობრობ, ლამის მაგათთვისაც კი აღარ მაქვს დრო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
moonlightshadow
Junior Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
moonlightshadow
Junior Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 17
წევრი No.: 277475
რეგისტრ.: 12-January 26
#62434597
· 14 Jan 2026, 15:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვის შეეტენებოდით?
...............................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#62434647
· 14 Jan 2026, 16:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფორუმზე 15 წლის წინ გავიცანი ადამიანი, ჩემი უფროსი მეგობარი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება... უბრალოდ ბოლოს აღარ მისმენდა, ზოგადად ადამიანები აღიზიანებდა, შევამჩნიე ეს ჩემს მიმართაც და წყნარად შევეშვი. შეიძლება ოდესმე ისევ შევიყაროთ. იქამდეც ერთხელ დავცილდით და მერე ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა... ასე მგონია, რომ იმით არ დავასრულე მასთან, როგორც ბოლოს ვესაუბრე დამშვიდობების წინ.
წლების წინ აქ ერთი გოგო იყო, მაშინ მეგობრობაზე ვფიქრობდი, ბევრს ვსაუბრობდით ონლაინ. მერე რომ დავფიქრდი, აშკარად მომწონდა შორიდან როგორც ქალი, უბრალოდ მაშინ ძალიან ჩამოუყალიბებელი ტიპი ვიყავი და ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი. დღესაც პოსტავს ხოლმე ფორუმზე იმავე ნიკით, დაოჯახებულია და შვილიც ჰყავს. არ ვეუბნები ვინ ვარ, გადაკვეთაც აღარ მაქვს საუბრებში... მაგრამ ძალიან ვაფასებ მის გულიანობას, ინტელექტსა და განათლებას...
ერთი ახალგაზრდა კაცი პოსტავს ფორუმზე, ჩემზე უფროსი. აშკარად ძალიან ახლოს არის ჩემთან ღირებულებით, პატივისცემას იწვევს მისი გონიერება, მორალი და ინტელექტი. ვიმეგობრებდი მასთან. მაგრამ არ გამოვა. ზედმეტად სხვადასხვა მიმართულებით ვართ ცხოვრებაში, რომ აქეთ მოუნდეს მეგობრობა.
ვინც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ ქართულ საზოგადოებაში, რამდენიმე ახალგაზრდა ისტორიკოსი მომწონს და გამოვარჩევ ნიკა ხოფერიას, მწარე პოდკასტის ავტორს. ვგრძნობ რომ ძალიან ჩემიანია. და ვიმეგობრებდი მასთან, ჩემი ერთადერთი საყვარელი პოდკასტია ქართულ სივრცეში. ადრე ფორუმელიც იყო, სხვათა შორის.
ზოგადად ადამიანს რომ მოუნდება ვინმესთან მეგობრობა, ასაკთან ერთად ერთი რამ მნიშვნელოვნად იკვეთება: სიყმაწვილეში უფრო სპონტანური დამეგობრება ხდება გამოუცდელობის კვალობაზე, ხშირად უფრო ზედაპირულია რაღაცეები, რაც კარგი მეგობრობა გგონია, იმიტომაც ფილტრავს წლები ბევრ ვინმეს ცხოვრებაში. ასაკის მატებასთან კი ერთად სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევ რამდენად ახლოს არის ადამიანი შენთან ღირებულებების დონეზე და ეს აყალიბებს მტკიცე კავშირს. თუმცა ერთი რამეც იკვეთება: ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად სოციალური მდგომარეობა, სოციალურ "კიბეზე" დაკავებული პოზიცია სერიოზულად განსაზღვრავს ურთიერთობის ბედს, განსაკუთრებით მომწიფებულ ასაკში, და უფრო მეტად მამაკაცებში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2232
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#62435116
· 14 Jan 2026, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მხოლოდ ჩვენს დროში რეალურად მცხოვრები ადამიანები შეგვიძლია დავასახელოთ, თუ წინა ეპოქებში მოღვაწე ხალხიც, და ასევე, ლიტერატურული, მითებისა და ფილმის პერსონაჟები?
ცხადია, ვგულისხმობ, რომ ვინმე შეიძლება გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევდეს, თუმცა როგორც ასეთი, მასთან მეგობრობის სურვილი შეიძლება არ გქონდეს.
ანუ, თუ სწორად გავიგე, ეს არ არის მაინცდამაინც ჩვენი სათაყვანებელი გმირების თემა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62435375
· 14 Jan 2026, 23:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
s-n-r
QUOTE
მხოლოდ ჩვენს დროში რეალურად მცხოვრები ადამიანები შეგვიძლია დავასახელოთ, თუ წინა ეპოქებში მოღვაწე ხალხიც, და ასევე, ლიტერატურული, მითებისა და ფილმის პერსონაჟები?
სრულიად თავისუფლები ვართ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_Pagliacci_
l{aiser
ჯგუფი: Members
_Pagliacci_
l{aiser
ჯგუფი: Members
წერილები: 2926
წევრი No.: 255044
რეგისტრ.: 2-February 20
#62435642
· 15 Jan 2026, 02:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გიორგი გურჯიევთან.
თავად მიშკინთან, ანუ იდიოტთან.
ბრისენდენთან, მარტინ იდენის მეგობართან.
ირაკლი ჩარკვიანთან.
ირაკლი ჩარკვიანის შვილთან, ნანასთან.
ამ თემის ავტორთან.
მისტერ კიტინგთან, ანუ რობინ უილიამსის პერსონაჟთან, მკვდარი პოეტების საზოგადოებიდან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
წერილები: 2304
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
#62435653
· 15 Jan 2026, 02:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიდნი სუინთან, ემა სთოუნთან, მარგარეტ ქუალთან, ფლორენს ფიუსთან, ჯენიფერ ლოურენსთან, სოფია ვერგარასთან, გალ გადოტთან
* * *
ქარავანი როგორ გამომრჩა :up: და რა თქმა უნდა ქარავანთან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Caravan
Let Your Ravens Fly
ჯგუფი: Members
Caravan
Let Your Ravens Fly
ჯგუფი: Members
წერილები: 2783
წევრი No.: 173086
რეგისტრ.: 9-September 13
#62436575
· 15 Jan 2026, 22:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ქარავანი როგორ გამომრჩა :up: და რა თქმა უნდა ქარავანთან
:lol: :lol: :lol: :lol:
* * *
სხვათაშორის, ჩემთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები ფორუმზე გავიცანი, ზუსტადაც :დ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krazy
Newbie
ჯგუფი: Registered
Krazy
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 277495
რეგისტრ.: 15-January 26
#62436778
· 16 Jan 2026, 00:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბობ მარისთან, 2 ფაქთან და რიანასთან მქონდა მიმოწერა, მეტი ვინ ვინმე მარტოობასთან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_Pagliacci_
l{aiser
ჯგუფი: Members
_Pagliacci_
l{aiser
ჯგუფი: Members
წერილები: 2926
წევრი No.: 255044
რეგისტრ.: 2-February 20
#62436842
· 16 Jan 2026, 00:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Caravan
QUOTE
ზუსტადაც :დ
აეგრე, იშშ !
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
წერილები: 2304
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
#62436954
· 16 Jan 2026, 05:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Caravan
ჩვენ ფორუმამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, ელგუჯას ქორწილში გნახე პირველად
შეილება შენ არ იყავი
მაგრამ ახლა რომ მახსენდება როგორ ჩართეს "ტაშკენტიდან მოქრის ქარავანი"-ს დისკო იმ ქორწილში
შენ პოსტებს რომვხედავ სული ის მახსენდება
და თითქოს იქ მოხდა ჩვენი გაცნობა, შენ ის სიმღერა იყავი და ჩემს სულში ჩაიღვარე, ბოლოს კი ფორუმზე აქ განხორციელდი/განსხეულდი ტაშკენტიდან ჩამოქროლების შემდეგ..
ხომ პარადოქსულია ის რომ იქამდე გიცნობდი და მიცნობდი? შენ ჩემს ქოცურ სულში შემოაღწიე და ჩაიღვარე ანტისხეულებივით, მაგრამ ქოცობა კი ვერ გაანადგურე. ჩვენ ორი უკიდურესობა ერთმანეთს შევერწყით სულიერ ინკუპატორში ანუ იგივე ფორუმზე ჩამოყალიბდა ჩვენი სიყვარული სიმბიოზად და მასზე უკვე ლეგენდები დადის. პარადოქსული სიმბიოზი რომელიც ორი უკიდრესობაა და ერთად იდილიაშია, როგრც ქოცი და ნაცი, ქალი და კაცი, ერეკლე და ნოდარი
ვიდრე შენს არსებობას გავიგებდი უკვე გიცნობდი. კი. და ეს სიყვარულია. ის ზოგადად წესების დამრღვევია, პარადოქსების და სასწაულების დედოფალი, ანდაც დამა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2232
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#62441043
· 19 Jan 2026, 21:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Derek Muller - თან ვიმეგობრებდი, Veritasium - ის დამფუძნებელთან. მისი ვიდეოები საგანმანათლებლოც არის და საოცრად სახალისოც.
ვიმეგობრებდი ერთ მეზობელთან, რომლის ავტომობილსაც კარგად თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ საქართველოსა და უკრაინის დროშებს, ხოლო სალონი უთვალავი სათამაშო ცხოველით აქვს მორთული.
სულ მინდა ხოლმე, ახლოს მივიდე, ჩავიჭყიტო და თითოეული მათგანი კარგად დავათვალიერო.
სასაცილოა, მესმის, მაგრამ მისი მანქანის დანახვაზე გული ყოველთვის იმედით მევსება, ვიჯერებ, რომ ოდესმე რაღაც სასიკეთოდ აქაც შეიცვლება, რახან ჩვენ გვერდით ასეთი ხალხი კიდევ დარჩა.
Steve Buscemi, Mark Ruffalo, Sally Hawkins, Olivia Colman - ცნობილი ადამიანებიდან ამ მსახიობებთან ვიმეგობრებდი.
სამწუხაროდ ძალიან ცოტა წიგნი მაქვს წაკითხული, სამეგობროდ უცებ არავინ მახსენდება. კალციფერთან ვიმეგობრებდი, ძალიან ბუზღუნა და აბეზარია, სამაგიეროდ, მზრუნველი და ერთგული.
უილ ჰანტინგთანაც ვიმეგობრებდი. ვერ ვიტან ვითომ წარმატებულ და უტიფრობამდე გაფხორილ ტიპებს, საკუთარი მიღწევების მონეტიზაციის შესაძლებლობას ხელიდან რომ არ უშვებენ.
რამდენიმე წლის წინ ფრიად პატივცემული ხალხის მიერ ძალიან ნაქებ ერთ ორგანიზაციაში რაღაც კურსი გავიარე. ბოლოს ლამის გული ამერია, ისეთი იმედგაცრუება ვიგემე.
ო, იცით რა, ჩვენ არაკომერციული ორგანიზაცია ვართ! კაი ერთი, ვითომ ქველმოქმედები :D საინტერესოა, ნეტავ რამდენ ადამიანს ასწავლეს უსასყიდლოდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13452
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07
#62441250
· 20 Jan 2026, 01:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შენ ჩემს ქოცურ სულში შემოაღწიე და ჩაიღვარე ანტისხეულებივით, მაგრამ ქოცობა კი ვერ გაანადგურე.
ჩვენ ორი უკიდურესობა ერთმანეთს შევერწყით სულიერ ინკუპატორში ანუ იგივე
ფორუმზე ჩამოყალიბდა ჩვენი სიყვარული სიმბიოზად და მასზე უკვე ლეგენდები დადის.
პარადოქსული სიმბიოზი რომელიც ორი უკიდრესობაა და ერთად იდილიაშია, როგრც ქოცი და ნაცი, ქალი და კაცი, ერეკლე და ნოდარი
:D
Pannialny
შენ რა იცი ერეკლეს და ნოდარის ამბები? აბა, გამოტყდი!
თემას რაც შეეხება, მკვდრებიდან - ნიკოლა ტესლასთან და ვახტანგ ჭაბუკიანთან ვიმეგობრებდი.
ფორუმელებიდან - ვისთანაც მინდოდა, იმათთან ვიმეგობრე/ვმეგობრობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AkiBasho
Junior Member
ჯგუფი: Registered
AkiBasho
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 277525
რეგისტრ.: 19-January 26
#62441276
· 20 Jan 2026, 01:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრობა მთავრდება მე-9 კლასის მერე. მერე არის ინტერესები და ა,შ. :babu:
·
ციტირება
·
^
4 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (3 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(9)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0352 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.