ერთი ვერსიით ეს იყო მოწყობილი დივერსიული აქტი, სხვანაირად შეუძლებელია ყოფილიყო რომ მაინც და მაინც ბავშვთა დაცვის დღეს ორივე ვაგონზე საავარიო მუხრუჭები იყო გათიშული. გამწევი ბაგირი კი ზემოთ მიმავალი ვაგონის ქუროში ისე სწორხაზოვნად იყო გაწყვეტილი რომ იფიქრებდა ადამიანი რომ ის წინასწარ ვიღაცამ გადახერხა და ასე დატოვა რომ გამწყდარიყო.
მეორე ვერსიით დაუდევრობა ექსპლოატაციისას მუხრუჭების დაკეტვა და გაუქმება და ა.შ
გამოუცვლელი გამწევი ბაგირი საბაგიროს რეკონსტრუქციისას რომელმაც ვერ გაუძლო ახალი გონდოლების ზომას.
42 ადამიანი დაშავდა და 19 გარდაიცვალა.
ტრაგედიის დღეს ზემოთ მიმავალ ვაგონში 47 ადამიანი იყო ქვემოთ მომავალში 46.
მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიის 19 მსხვერპლივაგონის გამცილებელი:
გურამ ფირცხალავა (45 წლის), თბილისი
მგზავრები:
მირანდა ვერულაშვილი (5 წლის), აბაშა
ბექა სალუქვაძე (5 წლის), ახალციხე
თამაზ თარხნიშვილი (12 წლის), ახალციხე
თემურ ჯინჭველაძე (13 წლის), ახალციხე
ზვიად კუტალაძე (16 წლის), თბილისი
დარეჯან ასლანიშვილი (18 წლის), კასპი
ალოვსად ისმაილ ოღლი ორუჯევი (18 წლის), სამხედრო
ილხან აიდინ ოღლი მიქაელოვი (19 წლის), სამხედრო
ტარლან მოვლან ოღლი აბდულაევი (19 წლის), სამხედრო
გივი გოზალოვი (19 წლის), სამხედრო
სვეტლანა გულბანი (23 წლის), გუდაუთა
მაია ხუციშვილი (26 წლის), გარდაბანი
გიორგი რუსია (30 წლის), თბილისი
ქეთევან წიწავა (33 წლის), ზუგდიდი
ნატალია ანდიევსკაია-გაბეცაძე (34 წლის), თბილისი
ვლადიმერ ვახტანგიშვილი (34 წლის), თბილისი
მიხეილ დანგაძე (39 წლის), წყალტუბო
ასმათ ზედგენიძე (59 წლის), ახალციხე
წითელი გონდოლა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, ასევე წითელი გონდოლა ნომერი 1 რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა ანძას უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი გონდოლას ქუროში. ორივე გონდოლა პარალელურად დაგორდა. გაწყვეტილი ბაგირი ზემოთ გველივით დაიკლაკნა და ზედა სადგურს მოხვდა, ხალხმა გადახტომა მოასწრო არავინ დაშავდა.
ქვევითა გონდოლა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზევითა გონდოლამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო (ხელის მუხრუჭებმა ვერ იმუშავეს), ქვედა საყრდენის ბუნიკთად მიახლოებისას კი უკვე ძლიერ ქანაობდა რის შედეგადაც მას და იქვე ჩახვეულ გაწყვეტილ საწევ ბაგირს შეეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ გონდოლა ორ ნაწილად გაიხლიჩა ბაგირისგან ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა და გონდოლა დაბლა სახურავებთან ჩამოჰქნია და ჩამოეკიდა. ამ დროს კი იქ სახლლის სახურავსაც წამოედო და უფრო მეტად დაიშალა.
დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავზე და მის ეზოში ჩამოცვიდნენ, ზოგი მანამდე აჩქარებული გონდოლიდან პანიკაში მყოფი გადმოხტა. 19 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხიდან №5 სკოლის მოსაწავლეები იყვნენ რომლებიც ფუნიკულიორის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ, „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. ნაწილი კი ჯარისკაცები.
საბაგირო 1958 წელს აიგო გიორგი ფანცულაიას პროექტის მიხედვით, რომელიც 3 საყრდენ ანძას მოიცავდა. 1988 წელს, ტრაგედიამდე ორი წლით ადრე, საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ინჟინერ ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით, რაც ითვალისწინებდა 3 საყრდენი ანძიდან ორ ანძიან ვერსიაზე გადასვლას. შეიცვალა ქვედა ანძა, 20 მეტრიანს მაგივრად დაიდგა 25 მეტრიანი. ზედა ორი დაბალი ანძის (10 და 12 მეტრის) მაგივრად რომელზეც საბაგირო მცირე თანაბარი ტეხილი კუთხით გადადიოდა დაიდგა მაღალი (20 მეტრიანი) ანძა რის შედეგადაც ახალი გონდოლები ზედა სადგურიდან ჰორიზონტალურად მიემართებოდნენ ანძისკენ შემდეგ კი ძალიან მახვილი კუთხით და მოწყვეტით ეშვებოდნენ. სტანდარტული ქართული "თბილავიამშენის" წარმოების ოვალური გონდოლები (თითოეული 25 ადამიანის ტევადობით) შეცვალეს. ახალი გონდოლები მართკუთხა ფორმის იყო (ტევადობა 40 ადამიანი) წარმოებული იტალიაში "ლოვისოლოს" მიერ და მოგვაწოდა ასევე იტალიურმა კომპანია "ჩერეტი & ტანფანიმ" ეს ცვლილება განხორციელდა მგზავრთბრუნვის გაზრდის მიზნით, რადგან საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო. ახალი გონდოლების სამუხრუჭე სისტემა ზედა საყრდენ ანძაზე გადასვლისას აქტიურდებოდა. მომსახურე პერსონალი იძულებული ხდებოდა ამძვრალიყო გონდოლას სახურავზე და ყოველ ჯერზე გამოერთო მუხრუჭები. ამ "უსიამოვნების" თავიდან ასარიდებლად საავარიო სამუხრუჭე სისტემა გამორთული იყო. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ გონდოლაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, თუმცა ფინალური ანგარიშში არ დევს დოკუმენტაცია იმის თაობაზე თუ რატომ მოხდა საწევი ბაგრის გამოვარდა გონდოლას ქუროდან.
ტრაგედიიდან 3 წელიწადში დეფორმირებული გონდოლები და გამწევი ბაგირი ჩამოხსნეს. მზიდი ბაგირის დემონტაჟი ეტაპობრივად მოხდა 2005 წლიდან. საყრდენი ანძები და სადგურები შენარჩუნდა.
ქართული თბილავიამშენის გონდოლები რომლებიც 1958 დან 1988 წლამდე გამოიყენებოდა. ფოტოზე ხედავთ ზედა ორ ანძას 10 და 12 მეტრიანები.


ეს კი იტალიური გონდოლებიდან ერთ ერთი ნომერი 1 რომელიც სადგურს შეასკდა და ზედა 20 მეტრიანი ანძა რომელიც დაიდგა 2 ანძის მაგივრად 1988 წელს.
ეს კომფორტული 45 ადამიანის ტევადობის გონდოლები წარმოებულია იტალიაში ლოვისოლოს მიერ,
მოგვაწოდა იტალიურმა საბაგიროების მშენებელმა ცნობილმა კომპანიამ ჩერეტი ტანფანიმ.
იგივე გონდოლები მორაობდნენ მაღლივი ბაგების საბაგიროზე და მარტიდან კვლავ ამუშავდება.

#
თბილისის პირველი სამი საბაგირო რომლებიც 1958 დან 1965 წლამდე აშენდა.
რუსთაველი - მთაწმინდა (1958) სიგრძე: 863,3მ
ელიავა - სააკაძე (1961) სიგრძე: 630მ
ვაკე - კუს ტბა (1965) სიგრძე: 1175მ
2"02 წუთამდე სულ მთაწმინდის საბაგირო სხვადასხვა წლების კადრები დავამონტაჟე 1958 წლიდან 1986 წლამდე.
This post has been edited by TramwayMan on 1 Mar 2017, 00:44