#62483538 · 22 Feb 2026, 22:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აწ უკვე როგორც ჩვენ ვიცით, არც ნეგატიური და არც დადებითი ემოცია, რომელიც არის გამოუხატავი არსად ქრება. უკიდურეს შემთხვევაში, ის იპრესება ჩვენი გონების არაცნობიერ ნაწილში და ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად გამოვლინდება, უფრო მეტი სიმძაფრით. მაგალითად თუ წყენა შეიკავე და გადაუშვი გონების ფსკერზე, შესაძლოა მას დროთა განმავლობაში სხვა ნეგატიური ემოციებიც დაემატოს და საბოლოო ჯამში ერთბაშად ამოიფრქვეს. ახლა გადავიდეთ ესოდენ საინტერესო საკითხზე, ემოციის გაზიარება სხვისთვის. რა ხდება მაშინ როდესაც შენს ნეგატიურ ემოციას სხვას უზიარებ, მაგალითად მშვიდად მყოფ ადამიანს შენს მტკინვეულ შეგრძნებას გადასცემ, ეს გავს იმას რომ დამშვიდებული წყალი აამღვრიო, თუმცა ამ შემთხვევაში წყლის დამშვიდება გამოხატვის გარეშე არ ხერხდება. ვიღებთ შემდეგ მოცემულობას, სადაც ერთი პიროვნებიდან ნეგატივი მეორეში გადადის, ამ მეორე პიროვნებიდან შესაძლოა მესამეში გადაინაცვლოს როდესაც, მოუნდება ამ ნეგატივისგან დაცლა და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიაშიც აღიარებულია, ის ფაქტი რომ მეტად ეფექტურია რეალურ ადამიანს ესაუბრო პრობლემაზე, ვიდრე შენთვის ილაპარაკო, რადგან შენი პრობლემის გამეორება შენ თავთან, კიდევ უფრო ამძიმებს მოცემულობას. თქვენი აზრიც გააზიარეთ, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, როგორ შეიძლება კონკრეტული A ნეგატიური ემოცია, ენერგია სრულად უკვალოდ გაქრეს. როგორ დაასრულებდით ამ ერთი შეხედვით დაუსრულებელ ციკლს? (თავისთავად იმედია ხვდებით რომ, აქ საუბარია ისეთი პრობლემისგან გამოწვეულ ნეგატიურ ემოციაზე, რომელიც აღარ მოგვარდება, ან დაგვიანებულია მოგვარება)
|