#62064352 · 11 May 2025, 17:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქოცებო, ბიუჯეტის ანუ ქვეყნის და ხალხის ძარცვას კვლავაც აგრძელებთ. ეს ცხადია. მაგრამ ასევე ცხადია არა მხოლოდ ჩვენთვის, ვინაც გარედან გიყურებთ და ვხედავთ თქვენს გახელებულ თქვლეფას. თქვენი მთავარი პრობლემა ახლა ის გახდა, რომ თქვენ თავად, - ზოგმა იგრძენით და ზოგმა ცხადად დაინახეთ, რომ ქურდობთ და ამის უამურმა განცდამ და განსაკუთრებით დანახვამ, სასტიკი მომავლის პერსპექტივა გადაგიშალათ. თქვენი ქურდობა უკვე გამოვიდა არცნობიერი ქმედების მშვიდი აღტკინებისგან. აღტაცების გზნება ჩაგიქრათ და მის მაგივრად, განსაკუთრებით ღამის ძილ-ღვიძილის ჟამს, მომავლის შიში და საერთოდ არსებობისადმი უამური მიმართება გაგიცხოველდათ. გულწრფელნი გახდით თქვენს თავთან.
ჯერ ის აღიარეთ, რომ დიფ სთეითები და თქვენი ქართული სუვერენიტეტისათვის ომი თუ ბრძოლაა სრული სიცრუე და ფარისევლობა გამოსავალი გზასავალი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა პრობლემა გაშიშვლდება და არაცნობიერში არ ჩაკეტავთ. საღამოობით თქვენი მდიდრული თავშეყრები და 100 წლიანი ვისკის ჭიქები ვერ უშველის ამას, რადგან თავყრილობათა ბოლოს მაინც საკუთარ თავთან გიხდებათ განმარტოება და ეს განმარტოება თანდათან და მუდმივად მზარდ კოშმარში გადაგივათ. გაუსწორეთ თვალი რეალობას და რეალურში ნახავთ გამოსავალს.
ფორუმელებო, ნუ იტყვით - ამაოა!
ამგვარ მდგომარეობაშია მათი უმრავლესობა. ისეთი ქოცებიც ვიცი (მცირედნი), ვინაც თავბედს იწყევლიან იმის გამო, რომ ბორენკასთან გადაეკვეთათ გზა.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|