#62064167 · 11 May 2025, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ სამყაროს ჩვენი, ადამიანური გადმოსახედის გარეშე შევხედავთ, მიხვდებით, (ან ვერ მიხვდებით) რომ გადარჩენა თავისთავად არაფერს ნიშნავს. ბუნება და სამყარო უბრალოდ არიან და მათ არ აინტერესებთ რომელიმე კონკრეტული სახეობა გადარჩება თუ არა. სიცოცხლე უბრალოდ გარემოსთან შეგუების პროცესია. ვინც უკეთ ეგუება ცვლილებებს, ის გადარჩება და გამრავლდება, ვინც ვერა ის მოკვდება. ეს ბუნებრივი კანონია და მასში არაფერია მორალური ან კარგი და ცუდი. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ადამიანებს გვიყვარს სიცოცხლე და მკვლელობა ცუდად მიგვაჩნია, ეს ჩვენი, ადამიანური შეთანხმებაა. ჩვენ, როგორც ერთად მცხოვრები არსებები, ვთანხმდებით გარკვეულ წესებზე, რომ გადავრჩეთ და კარგად ვიყოთ. ამ შეთანხმების გამო გვაქვს მორალი და კანონები. ასე რომ, სამყაროს ობიექტურად რომ შევხედოთ, არ არსებობს "კარგი" ან "ცუდი" გადარჩენა. ეს სიტყვები მხოლოდ ჩვენთვის, ადამიანებისთვის რაღაცას ნიშნავს. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და ვაფასებთ სიცოცხლეს, იმიტომ რომ ეს ჩვენს ინტერესებშია და ასე შევთანხმდით ერთმანეთში.
ვფიქრობ, არც ეს სამყარო არაა შექმნილი ჩვენთვის, თითქოს დაგეგმილები ვიყავით და სპეციალურად ჩვენ რომ გვეცოცხლა, მაგიტომაა მოწყობილი ასე. არა. სამყაროს ასეთ წიაღში გაჩნდა სიცოცხლე, სიცოცხლე შეეგუა სამყაროს და არა პირიქით. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო ყველაფერი, როგორი სიცოცხლე გაჩნდებოდა.
|