იყიდება, თანაც იმაზე მეტი ვიდრე აქამდე იყიდებოდა, უბრალოდ გადაჭედილია ბაზარი და ადრე თუ 100 კაცი ყიდიდა, ეხლა ყიდის 1000, შესაბამისად კონკრეტულ ერთთან მიმართვა ბევრად შემცირდა + ბევრია ბაზარზე საქონელი, ასევე ლარი მყარად დგას და ცოტა მყარდება კიდევაც დოლართან მიმართებაში, პანიკა აღარაა, აღარც დეფიციტის და აღარც ფულის ზედმეტად დახარჯვას ცდილობს უმეტესობა, იმის შიშით რომ ფული ძალას დაკარგავს.
ჩვენთან ხო ყველაფერი უკუღმა კეთდება, ხოდა დოლარი თუ გავარდა ისევ და ტექნიკამაც გაძვირება დაიწყო, მერე წეწვა წავა ყიდვა-გაყიდვაზე

ხო კიდევ, კომპების დეტალების ყიდვა-გაყიდვის შემცირების ერთერთი მიზეზი ვიდეოკარტების სიძვირეა
პირობითად კაცს რომ 2-3K ლარი აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი, ნახევარზე მეტი ნორმალურ კარტაზე უნდა, შესაბამისად სხვა დეტალებისთვის ბევრი აღარაფერი რჩება, ახალი კომპის აწყობასაც შემდგომისთვის სწევს, ცდილობს მოგროვილი ფული ნორმალურ ვიდეოკარტაში იმყოფინოს
This post has been edited by Gogla1990 on 20 May 2025, 13:17
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”