#61982894 · 26 Mar 2025, 11:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, გუშინ დილას ჩვეულებრივ მუშაობდა, გავთიშე და საღამოს რომ ჩავრთე ჩაირთო, მაგრამ არანაირი გამოსახულება არ გამოიტანა, არც მაუსს და კლავიატურას არ მიეწოდებოდა სიგნალი, ეკრანსაც საერთოდ არ მიეწოდებოდა სიგნალი, შემდეგ რაღაცები წავიკითხე და ვცადე:
1. RAM გადაადგილება (არ იმუშავა) 2. BIOS ელემენტის ამოღება (არ იმუშავა, ამოღებული მქონდა ცოტახანიც და დიდი ხანიც) 3. მაზერიდან კვების მოხსნა (არ იმუშავა) 4. ვიდეო კარტის ამოღება და HDMI დაერთება მაზერის ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზე, ამ შემთხვევაში კლავიაუტრამ და მაუსმა სიგნალი მიიიღო, მაგრამ ეკრანზე მაინც არანაირი გამოსახულება არ გამოდის.
რაც წავიკითხე ესენი იყო და ვცადე, ვერაფერი მოვუხერხე, ასევე მაზერზე X370 SLI Plus ანთებს ყველა შემთხვევაში VGA ნათება, როგორც წავიკითხე ეგ განათებები აჩვენებს რა არ მუშაობს, არ ვიცი სიმართლეა თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვიდეო კარტით და ვიდეო კარტის გარეშეც ეგ VGA ნათურა სულ ანათებს.
ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან ვისთან შეიძლება მივიტანო გამორიცხვის მეთოდით მაინც რომ ვნახოთ რა ნაწილი გაფუჭდა?
|