მაშინ როცა საქართველო მედგრად ებრძვის გლობალურ ომის პარტიას და დიფ სტეიტს, ყველა მხრიდან მტერი ახვევია, საწყალი უკრაინა და მოლდოვა მზაკვარმა ევროკავშირმა მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის როუმინგის ზონაში ჩართო, რაც ნიშნავს, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ამ ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე მობილური მომსახურებით სარგებლობისას აღარ გადაიხდიან დამატებით როუმინგის გადასახადებს. ეს ნიშნავს, რომ მობილური ზარები, SMS-ები და მობილური ინტერნეტი ევროკავშირის ქვეყნებში იმავე ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი, როგორც საკუთარ ქვეყანაში .
ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან პირველად ხდება, რომ ევროკავშირის როუმინგის ზონაში გაწევრიანდებიან კანდიდატი ქვეყნები. ამჟამად როუმინგის ზონა მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ასევე ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს .
უკრაინამ დაასრულა ყველა საჭირო საკანონმდებლო პროცედურა და ოფიციალურად აცნობა ევროკომისიას მზადყოფნის შესახებ . მოლდოვამაც მიიღო შესაბამისი კანონები და აცნობა ევროკავშირს .
ამ ცვლილების შედეგად, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას მობილური მომსახურებით სარგებლობას დამატებითი ხარჯების გარეშე, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეები ამ ქვეყნებში მოგზაურობისას ისარგებლებენ იგივე პირობებით.
გილოცავთ ქართველებო, ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი არ დავთმეთ უკრაინა კი ევროკავშირმა აცდუნა, ასე ნელ-ნელა უკრაინელობას და მოლდოველობას წაართმევს, მედგრად ვიდგეთ!
This post has been edited by mepar on 7 Jun 2025, 21:38