s-n-r
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1963
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
|
#62205932 · 5 Aug 2025, 19:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მცირე ბიზნესისა, რომელიც გაქაჩავს |
გაქაჩვით ცხადია, ვერ გაქაჩავს, მაგრამ სულ მქონდა სურვილი, ეს საქმეები წამომეწყო:
1) საქართველოს რომელიმე პატარა ქალაქში/დაბაში/სოფელში, მეყიდა ბევრი ველოსიპედი, რამდენიმე მოტოციკლი, 1-2 ავტომობილი, და გამეკეთებინა საკურიერო სერვისი და ტაქსოპარკი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, და დამესაქმებინა მხოლოდ ახალგაზრდები (2012 წლის ფილმის - Premium Rush ყურების შემდეგ გამიჩნდა ეს აზრი).
2) სადმე მეყიდა კეთილმოწყობილი საკუთარი სახლი/კოტეჯი/აგარაკი/ბინა, და "გამექირავებინა" ისეთ სასოწარკვეთილ/შეწუხებულ ადამიანებზე, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო, აღარ სურდათ კუთვნილ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრება ოჯახის წევრებთან/ახლო ნათესავებთან ერთად და სურდათ განმარტოება გარკვეული დროით, სრულიად უსასყიდლოდ, ოღონდ იმაზე გათვლით, რომ ამ ადამიანებიდან, რომელიმე მათგანი, მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევდა, კეთილ ნებას გამოიჩენდა ამ ორგანიზაციას დაეხმარებოდა შემოწირულობის სახით. ანუ იდეაში, ეს იქნებოდა არასამეწარმეო (ჰუმანიტარული) საქმიანობა.
3) შეიძლება ეს ახლაც არის, და თუ ჯერ არ არის, საინტერესოა რატომ - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, პოპულარულ, მაგრამ საკმაოდ რთულ (უმთავრესად) სალაშქრო მიმართულებებზე და ბილიკებზე, როგორიცაა უძირო ტბა, ტობავარჩხილი, ყელიწადი და მსგავსი ბილიკები, დამეყენებინა ლაივ კამერები, გამეკეთებინა საიტი და საიტზე განთავსებული რეკლამებიდან მიმეღო შემოსავალი, ან რავი, ფასიანი გამეხადა ზოგი კამერა. ანუ, ამინდს კი აღარ ამოწმებ გულის ფანცქალით, არამედ შედიხარ საიტზე და პირდაპირ უყურებ რა ხდება, ვთქვათ, მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზა გადაიკეტა, ან პირიქით, შესანიშნავი ამინდია. ცხადია, maintenance - იც დაჭირდებოდა იმ კამერებს, მაგრამ ბიზნეს გეგმას ყურადღებით შევადგენდი.
4) სადმე გზის პირზე გამეკეთებინა პატარა კაფე, და დამერქმია საყვარელი ჯგუფის საყვარელი ალბომის სახელი (ბევრი ალბათ მიხვდება, რომელ შემსრულებელზე და რომელ ალბომზეა საუბარი). ცხადია, საავტორო უფლებების სრული დაცვით, შესაბამის თანხასაც გადავუხდიდი იმ ჯგუფს, ანუ მთავარი მუღამი ეს იქნებოდა. კაფეს ასევე ექნებოდა ბიბლიოთეკა სხვადასხვა ენებზე გამოცემული წიგნებით, ბაღი, ხეხილის პარკი და ღამის გასათევი რამდენიმე ნომერი განსაკუთრებით დაღლილი მოგზაურებისთვის, და ცხადია, ძალიან ბევრი კარვის გასაშლელი უსაფრთხო და დაცული ადგილი. და კიდევ სხვა საინტერესო რაღაც-რაღაცებიც მექნებოდა.
5) გამეკეთებინა სათავგადასავლო Adventureland/გასართობი პარკი, თუმცა, ასეთი საქართველოში უკვე ბევრი არსებობს, მათ შორის, იმ ადგილზე, სადაც მეც ვგეგმავდი, ამიტომ ალბათ გამიჭირდებოდა რაიმე ძალიან ორიგინალური იდეის მოფიქრება.
|