#62114862 · 10 Jun 2025, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა ადამიანი რაღაც თავისთვის ახალს აკეთებს ჰგონია რომ ეს არავის განუცდია თუ უყვარს ჰგონია რომ ეს სხვა რამეა და აქამდე მილიარდობით ადამიანს რომ ჰყვარებია ის სხვაა. უამრავი წიგნი რომ დაწერილა ამას არ ეხება და სულ სხვა რამეზეა. თუ რამე ცუდს აკეთებს იგივე აზრები მოსდის. მისი მხრიდან ქურდობა არაა ის ქურდობა რაზეც ლაპარაკობენ, ჩხუბი არაა ჩხუბი, გინება არაა გინება და ყველაფერი განსხვავებულად ხება მის შემთხვევაში. სიმამდვილეში კი ერთი რიგითი ადამიანია, სისტემის ნაწილია და იმეორებს იგივეს რაც კაცობრიობას მილიარდჯერ გაუკეთებია. დააკვირდით და სავარაუდოდ თქვენ თავზეც შეამჩნევთ იგივეს. ასეთი ხედვისას განსაკუთრებით გამაღიზიანებელია შეცდომების გამეორება რომელებიც კაცობრიობას უამრავჯერ დაუშვია იგივეა რომ შენ წინ გზაზე გადადიოდეს ხალხი და რიგრიგობით ვარდებოდნენ ორმოში. მერე შენც მიხვიდე და ზუსტად იგივენაირად ჩავარდე.
This post has been edited by ghj on 10 Jun 2025, 23:10
|