This War of Mine და Frostpunk-ის შემქმნელებისგან!!!
ჟანრი - Survival
გამოშვების თარიღი - 2025 წლის 13 ივნისი

The Alters არის სურვაივალ თამაში. ეკიპაჟი უცხო პლანეტაზე განიცდის კატასტროფას, გადარჩენილია იან დოლსკი, პროფესიით მშენებელი.
იანმა უნდა მართოს გიგანტური, ბორბლის ფორმის ბაზა პლანეტის ზედაპირზე ისე, რომ მოარიდოს იგი მზეს — რადგან მზის გამოსხივება მომაკვდინებელია.
მოთამაშემ უნდა გამოიკვლიოს პლანეტა და მოიპოვოს რესურსები ბაზის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად. საჭიროა ინფრასტრუქტურის, როგორიცაა ელექტრო ბოძების აგება, რათა ენერგია მიეწოდოს მოწყობილობებს. მოთამაშეს სჭირდება ახალი ოთახებისა და მოდულების დამატებაც.
თამაშის თითოეული ეტაპი შეზღუდულია დროით — მზე ამოდის და ანადგურებს მთელ ეკიპაჟს. რეალურ დროში ერთ წამს თამაშში შეესაბამება ერთი წუთი.
ალტერებიმზის ამოსვლამდე გადარჩენისა და პლანეტიდან გასაქცევად, იანმა უნდა შექმნას საკუთარი ალტერნატიული ვერსიები — ე.წ. "ალტერები", ამისთვის გამოიყენება მასალა სახელად რაპიდიუმი (Rapidium). ალტერები არიან იანის ისეთი ვერსიები, რომლებმაც ცხოვრებაში სხვა არჩევანი გააკეთეს და ამიტომ განსხვავებული უნარებით, ცხოვრებითა და პიროვნებით გამოირჩევიან.
სპეციალური სისტემა სახელად "სიცოცხლის ხე" (Tree of Life) იანის საშუალებას აძლევს გადაახვიოს საკუთარი ცხოვრების გზა და აირჩიოს რომელი ალტერი შექმნას. ალტერები ეხმარებიან მოთამაშეს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში — მაგალითად, მეცნიერი იანი შესაძლოა დაეხმაროს ახალ ტექნოლოგიებზე კვლევაში, რათა თამაში მარტივად გადალახოს.
თითოეულ ალტერს აქვს საკუთარი ემოციები, საჭიროებები და შიშები. მოთამაშემ რეგულარულად უნდა გააკონტროლოს მათი მდგომარეობა. თუ ისინი უყურადღებოდ დარჩებიან, შესაძლოა ემოციურად არასტაბილურად მოიქცნენ და მოულოდნელი შედეგები გამოიწვიონ. თამაშში შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ალტერის შექმნა.
This post has been edited by KickOff on 14 Jun 2025, 13:51